ევროპაში საკლუბო თასების მერვედფინალი გაიმართა, ხოლო საფრანგეთში პრო დ2-ის 25-ე ტური შედგა. ჩელენჯ თასზე ერთი ქართული ლელო დაფიქსირდა, ხოლო საფრანგეთის ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონში – ერთბაშად 5! ჩემპიონთა თასი „ტულონმა“ სამხრეთაფრიკულ „სთორმერზს“ უმასპინძლა და დიდი გაჭირვებით აჯობა – 28:27. მიხეილ შოშიაშვილის კარიერა ისეთი თავბრუდამხვევი სისწრაფით ვითარდება, ნებისმიერს შეშურდება – 19 წლის მესამეხაზელმა ტოპ 14-ისა და...
ჭდე: ალექსანდრე ქუნთელია
ოთხი ლელო, ოთხი დარტყმა…
გასულ უქმეებზე საფრანგეთსა და ინგლისში 24-მა ქართველმა მორაგბე ლეგიონერმა ითამაშა. 2-2 ქართული ლელო ტოპ 14-სა და პრო დ2-ში დაფიქსირდა, ხოლო ამ უკანასკნელში კიდევ ორმა ჩვენებურმა ქულები ზუსტი დარტყმებით აგროვა. ტოპ 14 ირაკლი აფციაური „რასინგ-92“-თან პარიზში წაგებულ მატჩში „ლიონის“ რიგებში მე-60 წუთზე გამოჩნდა და უკვე 6 წუთში თავისი ფრანგული კარიერის პირველი ლელო გაიტანა. ბორჯღალოსანმა ბურჯმა ბურთი...
ნინი საუკეთესოა
საფრანგეთის ტოპ 14-ში რეგულარული ჩემპიონატის მეორე წრე დაიწყო, ხოლო ინგლისის პრემიერშიპში პირველი წრის ბოლო ტური შედგა. მიუხედავად იმისა, რომ ამ მატჩებში ჯამურად 15-მა ქართველმა მორაგბემ მიიღო მონაწილეობა, ამ ყველაზე გუნდურ თამაშში ინდივიდუალურად თავის გამოჩენა მხოლოდ დავით ნინიაშვილმა შეძლო. ტოპ 14 „ლა როშელმა“ „ტულონს“ უმასპინძლა და ისტორიაში ალბათ ყველაზე მწარე მარცხი აგემა. ბისკაისყურელებმა სამხრეთელებს 10 (!)...
ბიჭი ლა როშელიდან…
ახლახან ფრანგულ პრესაში 23 წლის ქართველი ვარსკვლავის დავით ნინიაშვილის ინტერვიუ გამოქვეყნდა. ჩვენ კი გადმოვაქართულეთ და აქვე გთავაზობთ… „ქართველი მორაგბე და ფრანგული ელიტისთვის კარგად ნაცნობი დავით ნინიაშვილი „ლიონის“ შემდეგ საზღვაო ქალაქის რიგებს შეუერთდა. 23 წლის უკანახაზელი „ლა როშელში“ მისი ჩასვლისა და იმ ახალი ამბიციების შესახებ გვიყვება, რომელიც ამ გამოწვევას ახლავს თან. მრავალფუნქციური და შემოქმედებითი საქართველოში ხვამლი...
ფრანგული სეზონი ქართულ ჭრილში
გასულ უქმეებზე საფრანგეთში ტოპ 14-ის ფინალი შედგა, რომელიც არნახულად დაძაბული გამოდგა – ერთმანეთს ხომ საფრანგეთის და ევროპის მოქმედი ჩემპიონები ხვდებოდნენ. „ტულუზმა“ ტიტულის შენარჩუნება მხოლოდ დამატებით დროში მოახერხა, თორემ „ბორდოსთან“ მატჩის ძირითადი დრო 33:33 დასრულდა და ტულუზელთა სუპერვარსკვლავმა თომა რამოსმა მხოლოდ ამის მერე შეძლო ორი მომაკვდინებელი ჯარიმის გატანა – 39:33. სამწუხაროდ, ფინალმა ქართველების გარეშე ჩაიარა, არადა...
უდისციპლინობის უქმეები
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ტოპ 14-ის მე-10 ტური იმის მიუხედავად გაიმართა, რომ ლიგის კლუბებს საუკეთესო მორაგბეები აკლდათ – პარალელურად ხომ შემოდგომის ტესტები იმართებოდა. თანამედროვე რაგბის ინტენსივობა იმდენადაა გაზრდილი, რომ ხშირად კლუბებსა და ეროვნულ ნაკრებებს კომპრომისზე წასვლა უწევთ. მე-10 ტურში მონაწილეობა 8 ჩვენებურმა მიიღო. ერთპიროვნულ ლიდერობა კი ქვეყნისა და სრულიად ევროპის მოქმედ მა ჩემპიონმა „ტულუზმა“ შეინარჩუნა. ტულუზელებმა...
კარკაძის და შვანგირაძის სუპერსტარტი
ნაკრებს მიღმა დარჩენილმა ქართველმა მორაგბეებმა ახალი სეზონი ძალიან წარმატებულად დაიწყეს. კერძოდ, ცუდი არასასურველი სპორტული ფორმის მიზეზით მსოფლიო თასზე წამსვლელთა შორის ვერმოხვედრილმა ვანო კარკაძემ „მონპელიეში“ თავის სადებიუტო მატჩში ევროპის საკლუბო ჩემპიონი „ლა როშელი“ დაალელოვა, ხოლო ნაკრებს მიღმა მესამეხაზელებში უდიდესი კონკურენციის პირობებში მიღმა დარჩენილმა ბექა შვანგირაძემ თავისი „ორიაკის“ პირველი სეზონური ლელო გაიტანა და გუნდის მიერ „რუანის“ ძლევაში...
ფინალში ვქომაგობთ ლა როშელს
ტოპ 14-ის პლეი-ოფის ნახევარფინალის მატჩებში მაინცდამაინც დიდი ბრძოლა არ ყოფილა. ფავორიტად მიჩნეულმა მასპინძლებმა დიდი უპირატესობა ანგარიშში გარდასახეს და ფინალშიც გავიდნენ. მოსალოდნელიც იყო – „ტულუზმა“ და „ლა როშელმა“ რეგულარული სეზონი დიდი უპირატესობით პირველ-მეორე ადგილებზე დაასრულეს და ფინალშიც მათი ხილვის პროგნოზირება რთული არ ყოფილა. ტულუზაში ჩასულ „რასინგ-92“-ს უბრალდ არაფრის შანსი ჰქონია. გურამ გოგიჩაშვილი პარიზელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო...
ქართველები სარაგბო ევროთასებზე
სარაგბო საკლუბო ევროსეზონი ფრანგული კლუბების ტრიუმფით დასრულდა. ისევე როგორც შარშან, ჩემპიონთა თასის მფლობელი „ლა როშელი“ გახდა, ხოლო ჩელენჯ კაპზე „ლიონი“ „ტულონმა“ ჩაანაცვლა. ისევე, რგორც გასულ სეზონში, ორივე ევროთასზე ბევრმა ქართველმა მორაგბემ ითამაშა (9 – ჩემპიონთა თასზე და 16 – ჩელენჯ კაპზე), რომელთაგან რამდენიმეს გამორჩეული ევროკამპანია გამოუვიდა. მართალია, 20 წლის ბირჯღალოსან ალექსანდრე ქუნთელიას ჩემპიონთა თასის ფინალში...








