სერბეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მეორე ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში თურქეთს ეთამაშა და 14:11 აჯობა.
პირველი მეოთხედი თურქების იყო და 3:1 მოიგეს, მაგრამ მეორეს დასაწყისში წინ უკვე ჩვენები იყვნენ. თუმც, უპირატესობა ბოლომდე ვერ შევინარჩუნეთ და ტაიმი 6:6 დასრულდა.
მესამე მეოთხედში შეცდომებს ვუხშირეთ და მეტოქე ისევ ორი ბურთით გაგვექცა. მართალია, გათანაბრება მოვახერხეთ, მაგრამ მაინც ჩამოვრჩით და დასვნითი მეოთხედის წინ ერთი ბურთით ვაგებდით – 8:9.
ბოლო მეოთხედის დასაწყისი ჩვენი იყო და ზედიზედ ოთხი უპასუხო გოლი გავიტანეთ. მატჩის ბედიც იქ გადაწყდა. ბოლოს გუნდებმა ორ-ორი ბურთი გაცვალეს და მატჩი მორჩა. საქართველოს ნაკრებმა მეორე ჯგუფურ ეტაპზე ერთი გამარჯვება მოიპოვა.
ათანასიოს კაჩეგიასის გუნდს კიდევ ერთი მატჩი დარჩა სათამაშო – მეცხრე ადგილისთვის საფრანგეთთან.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები06/10/2026 | 23:12ვიცე-ეთერი…
აქეთურ-იქითური28/09/2026 | 12:23უმედლო ოლიმპიადა
აქეთურ-იქითური21/09/2026 | 23:04ქალების მედლის შანსი
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 19:07საინტერესო ქართული ამბავი სამარყანდში
