ავსტრალიის ღია პირველობაზე მეოთხედფინალების პირველი დღე იყო. როგორც კაცთა, ასევე ქალთა შორის ორ-ორი ნახევარფინალსტი უკვე ცნობილია.კარლოს ალკარასმა ავსტრალიელი ალექს დე მინორი სამი სეტში დაამარცხა – 7:5; 6:2; 6:1. მატჩი 2 საათსა და 16 წუთს გაგრძელდა. მსოფლიოს პირველ ჩოგანს მასპინძელმა წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ სეტში გაუწია. შემდეგ კი, ესპანელი შეუდარებელი იყო და მარტივად მოიგო.
მოიგო მესამე ჩოგანმა ალექსანდრ ზვერევმაც. გერმანელის მეტოქე ამერიკელი ლერნერ ტიენი იყო. ზვერევს ოდნავ გაუჭირდა – 6:3; 6:7; 6:1; 7:6. ეს მატჩი 3 საათსა და 13 წუთს გაგრძელდა და ორ სეტში გამარჯვებული ტაი-ბრეიკზე გამოვლინდა.
ქალთა შორის პირველად კორტზე ბელარუსი არინა საბალენკა და ამერიკელი ივა იოვიჩი გავიდნენ. ბრძოლა არ შედგა – პირველმა ჩოგანმა იოვიჩი 6:3; 6:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ საბალენკა ავსტრალიის ღია პირველობაზე ზედიზედ მერვედ გავიდა ნახევარფინალში.
შემდეგ გულშემატკივრებმა კორტზე ამერიკელი კოკო გაუფი და უკრაინელი ელინა სვიტოლინა იხილეს. აქ მცირე ფავორიტად გაუფი კი მოიაზრებოდა, მაგრამ ამერიკელი პირწმინდად დამარცხდა 1:6; 2:6 და წაგებით გაბრაზებულმა ჩოგანიც კი გატეხა.
შედეგად, ნახევარფინალისტთა ნახევარი ცნობილია, მეორე ნახევარი ხვალ გაირკვევა.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 13:10ამერიკაში ფინალისტები ადგილებს გაცვლიან
აქეთურ-იქითური02/09/2026 | 22:12სად არის ხვიჩა?
აქეთურ-იქითური28/08/2026 | 22:34ოქროს ეთო
აქეთურ-იქითური27/08/2026 | 22:31მაქსიმუმი
