სამშაბათს მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ამბავი მოხდა: აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციამ კონტინენტის ჩემპიონის ორი თვის წინ მოპოვებული ტიტული ჩამოართვა სენეგალის ნაკრებს და ის ფინალში დამარცხებულ მარკოს გადასცა. მიზეზი: მეტოქის კარში გოლის არ-ჩათვლისა და მათ კარში პენალტის დანიშვნის გამო გაბრაზებულმა სენეგალელმა ფეხბურთელებმა მოედანი პროტესტის ნიშნად 20 წუთით დატოვეს, რაც კანონით (შეჯიბრების 82-ე და 84-ე პუნქტები)...
ჭდე: ბრაჰიმ დიასი
ლუის ენრიკეს ბრაჰიმ დიასის შესახებ ჰკითხეს
„რეალის’’ შემტევმა ნახევარმცველმა ბრაჰიმ დიასმა აფრიკის ერთა თასის ფინალში სენეგალის კარში პენალტი დაარტყა. მისი შესრულებული „პანენკა’’ მოწინააღმდეგე გუნდის მეკარეს პირდაპირ ხელში მიუვიდა, რის გამოც მაროკომ საკუთარ ქვეყანაში კონტინენტის ჩემპიონობა გაუშვა ხელიდან. ამ ეპიზოდმა ისეთი დიდი რეზონანსი გამოიწვია, რომ დიასის შესახებ ლისაბონში ჩასულ ნუნუ მენდეშს და ლუის ენრიკესაც კი ჰკითხეს. მოგეხსენებათ, „პარი სენ ჟერმენი’’ ჩემპიონთა ლიგის...
ოსიმენი აფრიკის ოქროს ბურთს ვერ მიიღებს
ანტონიო კონტემ იმთავითვე იცოდა, რომ მისი „ნაპოლისთვის” ზედგამოჭრილი ფორვარდი რომელუ ლუკაკუ იყო. მწვრთნელი მას აღნაგობით ხშირად ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავს ადარებს. ბელგიელი ფიზიკურად ძლიერია და დიდი მასის მქონე ადამიანისთვის უჩვეულოდ სწრაფად გადაადგილდება. ის აერთიანებს თვისებებს, რომლებიც კონტეს სჭირდება: შეუძლია ბურთის მიღება, შენარჩუნება, ამით ნახევარმცველებისთვის საქმის გაიოლება და კომბინაციის სხარტად დაგვირგვინება. აი, „ნაპოლის” ყოფილი ფორვარდი კრისტიან ბუჩი...


