თავიდან შიშობდნენ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა სერიოზული იყო. არ გამორიცხავდნენ, რომ „პარი სენ ჟერმენის’’ ქართველ გარემარბს დიდი ხნით მოუწევდა მკურნალობა და შესაბამისად ფორმის აღდგენაც. შემდეგ გამოჩნდა დამაიმედებელი ინფორმაცია, რომ პსჟ-სა და „ნიუკასლ იუნაიტედის’’ შეხვედრაში დაშავებული ფეხბურთელი 2-3 კვირაში ანუ თებერვლის შუაში, მაქსიმუმ თვის ბოლო დაუბრუნდებოდა მოედანს, ბოლოს კი „პარიზიენმა’’ კიდევ უფრო სასიამოვნო ინფორმაცია გაავრცელა: კვარაცხელიას შეიძლება მხოლოდ 8-10 დღე გაუცდეს.
„პარიზიენი’’ ამას ქართულ წყაროზე, კერძოდ GEO TEAM-ზე დაყრდნობით წერს. მოტეხილობა არ არის.
მოგვიანებით footmercato-მ გაავრცელა ცნობა, რომ იმავეს წერს თავად კლუბიც თავის ოფიციალურ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრაში მე-20 წუთზე დაშავდა, როდესაც ინგლისური გუნდის შვედმა თავდამსხმელმა ანტონი ელანგამ წააქცია და ფეხებს შორის ქართველის ტერფი მოიყოლა.
გამოდის, რომ „პარი სენ ჟერმენი’’ კვარაცხელიას გარეშე მხოლოდ ლიგა 1-ის შემდეგი ტურის მატჩში, სტრასბურგში ითამაშებს, ხოლო 8 თებერვლის „ლე კლასიკისთვის’’ ანუ „პარკ დე პრენსზე’’ „მარსელთან’’ შესახვედრად შეიძლება მზადაც იყოს.
რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფს „მონაკოსთან’’ ან „ყარაბახთან’’, ის 17-18 და 24-25 თებერვალს არის ჩანიშნული და ცხადია ქართველი ამ შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური13/09/2026 | 08:50ლუის ენრიკე ბრესტთან შეხვედრის წინ
მთავარი ამბავი13/09/2026 | 07:11წიტას 90 წუთი
სიახლეები12/09/2026 | 15:41ქოჩორას პირველი საგოლე პასი სევილიაში
აქეთურ-იქითური12/09/2026 | 08:45სწორად მოიქცა დე ლაურენტისი მწვრთნელად ალეგრი რომ დანიშნა?
