ავსტრალიის ღია პირველობაზე ნახევარფინალისტები სრულად შეივსო.
მეოთხედფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩი გაუმართლა. სერბი ლორენცო მუზეტისთან სეტებში 0:2 ჩამორჩა, მაგრამ იტალიელმა ტრავმა მიიღო და ტურნირს გამოეთიშა, თუმც ჯოკოვიჩი ნახევარფინალში იტალიელს მაინც ვერ აცდა – მისი მეტოქე იანიკ სინერი იქნება. რეიტინგის მეორე ნომერმა ამერიკელი ბენ შელტონი ისე დამარცხება, რომ ყველა სეტში თითო ჩაწოდება წაართვა – 6:3; 6:4; 6:4.
ნახევარფინალისტები ასე დაწყვილდნენ: კარლოს ალკარასი-ალექსანდრ ზვერევი; ნოვაკ ჯოკოვიჩი-იანიკ სინერი.
ნახევარფინალები 30 იანვარს გაიმართება.
ქალთა შორის მეორე ნომერი პოლონელი იგა შვიონტეკი ყაზახ ელენე რიბაკინასთან დამარცხდა – 5:7; 1:6. თავად ყაზახი ჩოგბურთელი რეიტინგში მეხუთეა, ამიტომაც დიდ სენსაციად ვერ მივიჩნევთ. უფრო დაბალი რეიტინგის ჩოგბურთელმა მოიგო მეორე ნახევარფინალშიც. მეექვსე ჩოგანმა ჯესიკა პეგულამ ორი ადგილით წინ მყოფი ამანდა ანისიმოვა 6:2; 7:6 დაამარცხა.
ნახევარფინალში ითამაშებენ: არინა საბალენკა-ელინა სვიტოლინა; ჯესიკა პეგულა-ელენა რიბაკინა.
ქალთა ნახევარფინალები 29 იანვარს არის ჩანიშნული.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები28/10/2026 | 21:38ხვიჩა ისვენებს, თორნიკეს გააქვს…
სიახლეები27/10/2026 | 03:35ოქროს ბურთი კეინს, კვარაცხელია მეექვსეა…
სიახლეები25/10/2026 | 00:05სამი ქულა ჟორჟის გოლით [VIDEO]
სიახლეები13/10/2026 | 23:44მიქაუტაძემ ნაპოლის გაუტანა [VIDEO]
