პრინციპული მარცხი

Home კატეგორიის გარეშე პრინციპული მარცხი
პრინციპული მარცხი

ბელგრადში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები რუმინეთს გაეჯიბრა და 10:15 დამარცხდა.

მოგების შემთხვევაში ათანასიოს კაჩეგიასის გუნდი მაღალ ადგილებს დაუმიზნებდა, მაგრამ… სამი მეოთხედი ბრძოლა: პირველი და მეორე ფრედ დამთავრდა, ხოლო მესამე მეოთხედი რუმინელებმა ერთი ბურთით მოიგეს. თუ იქამდე ჩვენები დაცვაში ყოჩაღობდნენ, ბოლო მეოთხედში შვიდი ბურთი გაუშვეს, რაც ძალიან ბევრია. საპასუხოდ მხოლოდ სამი გაიტანეს და…

ახლა საქართველოს ნაკრები საუკეთესო შემთხვევაში, მეცხრე ადგილისთვის იბრძოლებს. საამისოდ, 21 იანვარს თურქეთის უნდა მოუგოს.

შეიძლება იყოს ცურავენ და ტექსტი გამოსახულება

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...