ევროპული სარაგბო სეზონი ფინიშის სწორზე გავიდა: ჩემპიონთა და ჩელენჯ თასების გათამაშებებში ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ, ხოლო პრო დ2-ში რეგულარული ჩემპიონატის 26-ე ტური გაიმართა. ჩემპიონთა თასი მიმოხილვას კვლავ მიხეილ შიოშვილზე საუბრით დავიწყებთ: ჭაბუკმა ქართველმა მერვედფინალის შემდეგ მეოთხედფინალშიც ითამაშა, „ტულონის“ სასტარტო 8 ნომერი იყო და თავის გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა. ბორჯღალოსანმა მესამეხაზელმა მაგრად იშრომა, ბურთი ტრადიციულად დიდ მანძილზე მიჰქონდა...
ჭდე: სანდრო ქუნთელია
პლეი-ოფი დაიგეგმა
EPCR-ის (ევროპული პროფესიული საკლუბო რაგბის) ჩემპიონთა და ჩელენჯ თასების ჯგუფური ეტაპის შედეგად დგინდება მერვედფინალში გასული გუნდების ერთიანი ცხრილი, იქ კი პირველადგილოსანი მე-16 გუნდს მასპინძლობს, მე-2 – მე-15-ეს და ასე შემდეგ. ჩელენჯ თასზე მცირე განსხვავებაა, რადგან იქ სამი 6-გუნდა პულია, საიდანაც 4-4 მოწინავე პლეი-ოფში გადის, ამ 12-ეულს ჩემპიონთა თასის 4 მეხუთეადგილოსანი უერთდება, ზემოთ ხსენებულ რეიტინგში კი...
ჭუმბაძის დუბლი და ნინიაშვილი-მელიქიძე
სარაგბო ევროპაში კონტინენტური საკლუბო ტურნირების ჯგუფური ეტაპი დასრულდა და აბა, როგორ იქნებოდა, ქართველ ლეგიონერებს თავი ინდივიდუალურად არ გამოეჩინათ. ბაჩუკი ჭუმბაძემ „ექსეტერის“ შემადგენლობაში სადებიუტო ლელო გაიტანა, შემდეგ მეორეც მიაყოლა, ხოლო დავით ნინიაშვილმა და გიორგი მელიქიძემ თავთავიანთი საოცარი სეზონები კიდევ თითო ლელოთი გაამდიდრეს. ჩემპიონთა თასი ჩემპიონთა თასის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურში უჩვეულოდ ბევრმა – შვიდმა ქართველმა მიიღო...
შეუჩერებელნი
მოგეხსენებათ, გასულ უქმეებზე ევროპაში საკლუბო თასების ჯგუფური ეტაპი განახლდა და ჩელენჯ თასზე ჩვენი „შავი ლომის“ ისტორიული ბონუსიანი გამარჯვებითაც გავიხარეთ. ჩემპიონთა თასი ევროპის მთავარი ევროთასის მესამე ტურში სამიოდე ქართველმა მიიღო მონაწილეობა. გიორგი ძმანაშვილი თავისი „კლერმონის“ სასტარტო შემადგენლობაში იყო, თუმცა „ვულკანები“ საშინაო მატჩში „გლაზგო უორიორზთან“ 21:33 დამარცხდნენ და შოტლანდიელებს პლეი-ოფის მონაწილეობა გაუნაღდეს, თავად კი წინსვლის ყოველგვარი შანსი...
… როცა მთელ ქალაქს ეიმედები
ვიდრე სარაგბო სამყარო მნიშვნელოვანი საერთაშორისო მატჩებითაა გართული, საფრანგეთში შიდა ჩემპიონატი გრძელდება, ოღონდ მხოლოდ რანგით მეორე დივიზიონში. პლუს ამას, „ტულონმა“ და „ლა როშელმა“ მესამე ტურში უამინდობის გამო ჩაშლილი შეხვედრა გამართეს. ბორჯღალოსან გიორგი ჯავახიას კი ტულონში ფანებმა თბილი დახვედრა მოუწყეს. ტოპ 14 პრინციპში, ნაკრებებში წამყვანი მორაგბეები მივლენილი ტულონელებსაც ბლომად ჰყავდათ და ლაროშელელებსაც, ამიტომაც იყო, რომ ორივე მხარე...
კვაჭთა უქმეები
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ტოპ 14-ის მე-4 ტურში ქართველთა სოლიდური წარმომადგენლობა იყო – 7 მატჩში 17-მა ჩვენებურმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო პრო დ2-ში ქართველთა რიცხვი თითქმის რეკორდული იყო – 25! გარდა ამისა, ინგლისში სტარტი პრემიერშიპმა აიღო და ბაჩუკი ჭუმბაძის ინგლისური დებიუტიც შედგა. ტოპ 14 ქართველთაგან ამ ტურში ქულების დაგროვება მხოლოდ გელა აფრასიძემ მოახერხა: „პერპინიანის“ ბორჯღალოსანმა 9 ნომერმა...
ორიაკი დარჩა
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ტოპ 14-ში ბოლო ტურიღა დარჩა გასამართი, პრო დ2-ში ფინალისტები გამოვლინდნენ, ხოლო „ქართულმა“ „ორიაკმა“ პლეი-ოფში გამარჯვებით ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. ტოპ 14 „ტულუქმა“ ჩელენჯ თასის ფინალისტ „ლიონს“ დამაჯერებლად, 43:3 მოუგო და მდევარ „ბორდოს“ მთელი 17 ქულით დაცილდა. ირაკლი აფციაურმა პირველი ტაიმი სრულად ჩაატარა და ზედაც ბოლო 7 წუთი წაამატა. მეორე ადგილისთვის ორი მებრძოლი კი...
12 უქულო ქართველი
ნაკრებიდან საფრანგეთში დაბრუნებულ ბორჯღალოსანთა გარკვეულმა ნაწილმა ტოპ 14-ის მორიგ ტურში მიიღო მონაწილეობა. რეგულარული ჩემპიონატის მე-19 ტურის მატჩებში 12-მა ქართველმა მორაგბემ ითამაშა. ლიდერი კი უცვლელია: მართალია, „ტულუზმა“ უახლოეს მდევარ „ბორდოსთან“ სტუმრად 24:32 წააგო, მაგრამ 65 ქულით ცხრილის უმაღლესი საფეხური კი შეინარჩუნა. ბორდოელები ქულიანი ჩამორჩენით მეორეზე არიან, ხოლო მესამეზე კვლავაც „ტულონია“, რომელმაც შინ „პერპინიანს“ ბონუსით – 40:...
აიწყვიტა!
დავით ნინიაშვილს ვეღარ აჩერებენ. ქართული რაგბის იმედმა ბოლო დროს ისეთი ფორმა აკრიფა, ლელო ლელოზე გააქვს, თან ლელოცაა და ლელოც! ჯერ იყო და, ჩელენჯ თასის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში სამხრეთაფრიკული „ჩიტასი“ ისე დაალელოვა, რომ სტუმრები შოკიდან ვეღარ გამოვიდნენ. „ლიონმა“ ის თამაში საოცარი ანგარიშით – 68:21 მოიგო, ხოლო ფულბექად მოთამაშე ნინიაშვილმა მე-9 წუთზე თავისი 22-დან ბურთი წაიღო,...
გორგაძის ლელომ 2024 დახურა
გასულ უქმეებზე საფრანგეთში 2024 წლის დასკვნითი სარაგბო ბატალიები შედგა და ამით ტოპ 14-ის პირველი წრე დასრულდა. მე-13 ტური რაგბის ქართველ მოყვარულთათვის სასიამოვნო მოვლენით დაიწყო: ბექა გორგაძემ ტრავმა მოიშუშა და ტურის გახსნით მატჩში თავისი „პოს“ სასტარტო შემადგენლობაშიც გამოჩნდა. მეტიც, აუტსაიდერ „ვანთან“ შეხვედრის 64-ე წუთზე ბორჯღალოსანთა 8 ნომერმა თავისი კლუბის ხანგრძლივი შეტევა ლელოთი დააგვირგვინა. ამ იერიშის დაბოლოებას...









