ტოპ 14-ის მე-5 ტური ქართველი მორაგბე ლეგიონერებისთვის ინდივიდუალური თვალსაზრისით ნაკლებად პროდუქტიული იყო, თუმცა, ერთი-ორი ღირსშესანიშნავი ამბავი მაინც დაფიქსირდა. ლიგის სატურნირო ცხრილის სათავეში „ბორდო“ დარჩა, რომელმაც „ბაიონს“ შინ მოულოდნელად დიდი გაჭირვებით, 30:27 მოუგო. ბორდოელთა ყოფილი თანალიდერი და მოქმედი ჩემპიონი „ტულუზი“ კი კასტრში მხოლოდ სანუგეშო ბონუსს გამორჩა – 23:28. „ბორდოს“ კი პირველობის სხვა გამზიარებელი გამოუჩნდა. „ლა როშელმა“...
ჭდე: სანდრო ქუნთელია
რეკორდები
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატი თანდათან ხურდება და ქართველ ლეგიონერთა პროდუქტიულობაც შესაბამისად მატულობს. ტოპ 14-ის მეორე ტურში, უნაყოფო სტარტისგან განსხვავებით, ერთბაშად ორი ქართული ლელო გავიდა, ხოლო პრო დ2-ის მესამე ტური – 3 ლელო და თედო აბჟანდაძის საოცარი წარმოდგენა. ტოპ 14 „ლიონმა“ მეორე ტურშიც იმარჯვა – ვიცე-ჩემპიონი „ბორდო“ მძიმე ბრძოლაში 28:26 დაამარცხა. ბექა საღინაძემ 63-ე წუთამდე ითამაშა, მეორე...
ევროპაში – „კლერმონის“ ამარა
გასული კვირის მიწურულს სარაგბო ევროტურნირებზე მეოთხედფინალი გაიმართა, რომელის შედეგად ჩემპიონთა თასის ნახევარფინალი ქართველი ლეგიონერების გარეშე ჩაივლის, ხოლო ჩელენჯ თასზე უძლიერესთა კვარტეტში მხოლოდ „კლერმონი“ გავიდა, რომლის ღირსებასაც გიორგი ძმანაშვილი იცავს. პარალელურად, საფრანგეთში პრო დ2-ის მორიგი ტური გაიმართა და ბორჯღალოსანმა ბექა შვანგირაძემ თავისი მორიგი ლელო გაიტანა. ჩემპიონთა თასი. ლექსო ყაულაშვილის „ბორდომ“ უდრამატულეს და ძალზე უხვქულიან მატჩში საკუთარ...
14 ქართველი ტოპ 14-ში
საფრანგეთის ჩემპიონატის ტოპ 14-ში მე-19 ტურის 7 მატჩი შედგა და სასიხარულოა, რომ ქართველთა გარეშე არცერთ მათგანს ჩაუვლია. მთლიანობაში გასულ უქმეებზე 14-მა ჩვენებურმა ითამაშა, რაც ნამდვილად არაა ურიგო რიცხვი. ლიდერის პოზიციაზე დედაქალაქური „სტად ფრანსე“ დაბრუნდა, რომელმაც „ლიონს“ უმასპინძლა და 22:13 იმარჯვა. შეხვედრა „ჟან ბუენზე“ შედგა, ასე რომ სტუმართა ბორჯღალოსან უკანახაზელ დავით ნინიაშვილს ამ არენაზე ზედიზედ მეორე...
ერთადერთი 32 ქართველიდან
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ორივე ელიტურ ლიგაში მორიგი ტური გაიმართა: ტოპ 14-ში – მე-18, ხოლო პრო დ2-ში – 23-ე. ჰოდა, ორივე ლიგის ჯამურ 15 მატჩში ერთბაშად 32-მა ქართველმა მორაგბემ მიიღო მონაწილეობა. ამ 32-დან თავის გამოჩენა მხოლოდ „მონტობანის“ კვაჭმა ბადრი ალხაზაშვილმა მოახერხა, რომელმაც პრო დ2-ში თავისი პირველი ლელო გაიტანა. ტოპ 14 აქ ლიდერი უცვლელი დარჩა – „სტად...
…დანარჩენები იბრძვიან
გასულ უქმეებზე სარაგბო ევროთასების მორიგი ტური გაიმართა, ხოლო საფრანგეთის პრო დ2-ში მეორე წრე დაიწყო. ხსენებულ ტურნირებში სამ ათეულამდე ქართველმა ლეგიონერმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო ჩელენჯ კაპის მონაწილე „შავი ლომის“ შემადგენლობაში ზუსტად 23-მა ქართველმა ითამაშა. ინდივიდუალურად თავი მხოლოდ პრო დ2-ის მოულოდნელი მაჩანჩალა „ბიარიცისა“ და საქართველოს ნაკრების 8 ნომერმა თორნიკე ჯალაღონიამ გამოიჩინა, რომელმაც, როგორც იქნა, სეზონში ლელოთა პირადი...
ქართველებმა წელი ლელოებით გააცილეს
საფრანგეთსა და ინგლისში ზედ ახალი წლის დადგომამდე სარაგბო ჩემპიონატების მორიგი ტური გაიმართა. რას იზამ, კალენდარი სულ უფრო და უფრო ვიწროვდება სანაკრებო და საევროთასო ფანჯრების გამო, ჰოდა ევროპის მოწინავე სარაგბო ქვეყნებს პაუზების გარეშე უწევთ არსებობა. ჰოდა, ამ საზეიმო განწყობამ ჩვენი ბიჭების გაბრწყინება მოიტანა – ტოპ 14-ის ტურში ერთბაშად სამი ქართული ლელო გავიდა, თან ერთი მეორეზე ლამაზი....
გიგაშვილმა ლელოთი დახურა
მილეული სარაგბო საკლუბო სეზონი ფინიშზე ერთობ არეულად მივიდა. აქ იგულისხმება ის ფაქტი, რომ ინგლისში, იუნაიტედ ჩემპიონშიპში და პრო დ2-ში პლეი-ოფის ფინალები გაიმართა და ჩემპიონებიც გამოვლინდნენ. აი ევროპის უძლიერეს ლიგა ტოპ 14-ში კი გასულ კვირას რეგულარული სეზონის ბოლო ტური შედგა და პლეი-ოფი კი მომავალ უქმეებზე დაიწყება. ტოპ 14 საფრანგეთის მთავარი ლიგის რეგულარული სეზონი „ტულუზმა“ მოიგო, რომელმაც...
ევროპული რაგბის ფრანგული დომინაცია
გასულ უქმეებზე სარაგბო ევროპამ მორიგი ციკლი დაასრულა და ისევე, როგორც შარშან, ორივე საკლუბო ტურნირი ფრანგული კლუბების გამარჯვებით დასრულდა. სასიამოვნოა, რომ ქართველი მორაგბე წლეულსაც გახდა ერთ-ერთი თასის მფლობელი. ჩემპიონთა ლიგა ვინაიდან ფინალებს დუბლინი მასპინძლობდა, მთავარი ევროთასის მოგების მთავარ პრეტენდენტად სწორედაც დუბლინური „ლენსტერი“ მოიაზრებოდა. ესეც რომ არა, ირლანდიური სუპერგუნდი მშვენიერ ფორმაში იყო და მას ფავორიტად ბუქმეიკერებიც მიიჩნევდნენ....
გიგაშვილი ევროთასის ფინალში
გასული სარაგბო უიქ-ენდის მთავარი ამბავი, რაღა თქმა უნდა, ევროთასების ნახევარფინალები იყო და მეტად სასიამოვნო ფაქტია, რომ ამ მატჩების შედეგად გაირკვა ბექა გიგაშვილის „ტულონის“ ჩელენჯ კაპის ზედიზედ მეორე ფინალისტობა, ხოლო სანდრო ქუნთელიას „ლა როშელი“ ჩემპიონთა თასის შენარჩუნებას ეცდება, რაშიც მას ვახტანგ აბდალაძის „ლენსტერი“ შეეცილება. ჩემპიონთა თასი მართალია, 20 წლის ქუნთელიას ამ გათამაშებაში მხოლოდ ერთი მატჩი აქვს...









