ჭდე: გიორგი ცხოვრებაძე

Home გიორგი ცხოვრებაძე
მოუგებელი ევროპა
ჩანაწერი

მოუგებელი ევროპა

ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა სამი წაგებით დაასრულა. ტიტე კალანდაძის გუნდი ბოლო ტურში ნიდერლანდებთან 26:31 დამარცხდა. დაახლოებით ათი წუთი თამაში ბურთი ბურთში წავიდა. მდევრის როლში საქართველო იყო. გიორგი ცხოვრებაძის გოლით საქართველო მე-11 წუთზე პირველად დაწინაურდა; მე-18 წუთისთვის საქართველოს ორბურთიანი უპირატესობაც ჰქონდა, მაგრამ 25-ე წუთიდან მეტოქემ იგდო ხელთ მატჩის სადავეები. დაწინაურდნენ და პლუს სამი ბურთიც მიაყოლეს....

საქართველო ჯგუფში დარჩა
ჩანაწერი

საქართველო ჯგუფში დარჩა

ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მეორე მატჩიც წააგო და ჯგუფში დარჩა. ტიტე კალანდაძის გუნდი ამჯერად ერთ-ერთ თანამასპინძელ შვედეთან დამარცხდა – 29:38.  კონტინენტის ყველაზე ტიტულოვან გუნდთან მოგების ილუზია არც გვქონდა. ბრძოლა მხოლოდ ნახევარი ტაიმი გაგრძელდა. შემდეგ მასპინძლებმა გამოცდილებისა და კლასის ხარჯზე მარტივად მოიგეს. ერთადერთი სანუგეშო ის გვაქვს, რომ მატჩის საუკეთესო მოთამაშე 11 გოლის გამტანი გიორგი ცხოვრებაძე...

საქართველო – ევროპასთან ძალიან ახლოს
ჩანაწერი

საქართველო – ევროპასთან ძალიან ახლოს

ახლა, სასწაული უნდა მოხდეს, საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის 2026 წლის ჩემპიონატზე ვერ გავიდეს. ეს მას შემდეგ გაირკვა, რაც ტიტე კალანდაძის გაწვრთნილმა გუნდმა ბონსიის ნაკრები სტუმრადაც დაამარცხა. ჩვენებმა ისევ ორი ბურთის სხვაობით იმარჯვეს – 22:20. არადა, საქმე ასე სანერვიულოდავ არ უნდა გაგვეხადა. პირველი ტაიმის დიდი ნაწილი ქულა-ქულაში მიდიოდა. უფრო ხშირად წინ მასპინძლები იყვნენ, მაგრამ ტაიმის ბოლოს...

მარცხი ბრძოლაში
ჩანაწერი

მარცხი ბრძოლაში

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფლეი ოფის პირველ მატჩში შინ ავსტრიას დაუხვდა და მაგარი ბრძოლაც გაუმართა. თამაშის მიმდინარეობიდან გამომდინარე ფავორიტად შერაცხულ ავსტრიელებთან მოგებაც შეიძლებოდა, მაგრამ 25:27 დავმარცხდით. მატჩი წავაგეთ ერთ პატარა მონაკვეთში, როდესაც როგორც დაცვაში, ისე შეტევაში კონცენტრაცია დავკარგეთ. თამაში თანაბრად დაიწყო, მერე ტიტე კალანდაძის გუნდი „აფეთქდა“ და ტაიმის შუაში 8:5 დაწინაურდა. თუმცა, ეს უპირატესობა...

ისტორიული ევროს მოლოდინში
ჩანაწერი

ისტორიული ევროს მოლოდინში

10 იანვარს ხელბურთში ევროპის ჩემპიონატი იწყება, რომელიც საქართველოს ნაკრებისთვის ისტორიული იქნება. ტიტე კალანდაძის გუნდი კონტინენტის უმთავრეს ფორუმზე პირველად ითამაშებს… გუნდმა რამდენიმე შეკრება უკვე გაიარა და გეზი გერმანიისკენ აიღო. გუნდმა რუმინეთი და სლოვენია მოიარა, სადაც ოთხი მატჩი გამართა და სამი მოიგო. ჩვენებმა რუმინეთში, „კარპატის თასზე“ ნახევარფინალში სლოვაკეთი დაამარცხეს და ფინალში მასპინძლებთან წააგეს, შემდეგ კი სლოვენიაში საუდის...

ფავორიტმა დაგვჯაბნა
ჩანაწერი

ფავორიტმა დაგვჯაბნა

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე მეორე მარცხი განიცადა. ტიტე კალანდაძის გაწვრთნილმა გუნდმა ჯგუფის ფავორიტ უნგრეთს უმასპინძლა და 24:41 წააგო. თანაბარი თამაში რამდენიმე წუთი გაგრძელდა, შემდეგ უნგრეთმა ხელთ იგდო უპირატესობა და ანგარიშიც მათ სასარგებლოდ იზრდებოდა. საქართველოს ნაკრებში საუკეთესო იყო გიორგი ცხოვრებაძე, რომელმაც 6 ბურთი გაიტანა; 5-5 გოლი შეაგდეს ერეკლე არსენაშვილმა და გიორგი დიხამინჯიამ. შეგახსენებთ,...

ფინეთის წინ – ტრავმებით, დებიუტანტით და ცხოვრებაძით
ჩანაწერი

ფინეთის წინ – ტრავმებით, დებიუტანტით და ცხოვრებაძით

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებაზეა და ფინეთის ეროვნული გუნდთან ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის მზადებას შეუდგა. ჩვენი ნაკრები პირველ შეხვედრას 5 იანვარს თბილისში, ოლიმპიურ სასახლეში, მეორეს კი – 9 იანვარს სტუმრად გამართავს. ორმატჩიან დუელში გამარჯვებული გუნდი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი შესარჩევი ეტაპის ჯგუფში გადაინაცვლებს. საქართველოს რუმინელმა მწვრთნელმა სანდუ ფლორინ იაკობმა ფინეთთან სათამაშოდ 16 ხელბურთელს უხმო....

ცხოვრებაც ამას ჰქვია!
ჩანაწერი

ცხოვრებაც ამას ჰქვია!

ფრანგული „მონპელიეს” 18 წლის ქართველმა ხელბურთელმა, მარჯვენა ინსაიდმა გიორგი ცხოვრებაძემ გულშემატკივარს კვლავ გული გაუხარა — სათასო მეთექვსმეტედფინალში, „ანესს” ხუთი გოლი გაუტანა. ჯერჯერობით ეს გახლავთ გიოს ყველაზე შედეგიანი თამაში საფრანგეთისა და ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდის ძირითად შემადგენლობაში, სადაც მაღალი დონის ცაცია მოთამაშეებს შორის დიდი კონკურენციაა და მთავარ გუნდში დამკვიდრება იოლი საქმე არ არის. „მონპელიემ” „ანესს” 35:26...

ცხოვრებაძის გუნდის დრამატული ფრე
ჩანაწერი

ცხოვრებაძის გუნდის დრამატული ფრე

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში „პორტუ” შინ კარგად თამაშობს — „მონპელიესთან” შეხვედრამდე 3 მატჩიდან 5 ქულა ჰქონდა და გიორგი ცხოვრებაძის გუნდის დამარცხების შემთხვევაში კიდევ უფრო მყარად დადგებოდა ფეხზე. ანგარიში მართლაც „პორტუმ” გახსნა, მაგრამ შემდეგ 6 წუთში ფრანგების დაცვა ანთებულ მასპინძლებს მტკიცედ დაუდგა, პორტუგალიური კლუბის ყოფილმა მოთამაშემ ჟილბერტო დუარტემ კი ორი გოლიც გაუტანა და ამ მონაკვეთში „მონპელიე”...

ცხოვრებაძემ სასატარტოში ითამაშა
ჩანაწერი

ცხოვრებაძემ სასატარტოში ითამაშა

18 წლის ქართველმა ხელბურთელმა გიორგი ცხოვრებაძემ „მონპელიესა” და „კილის” ჩემპიონთა ლიგის უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში სასატარტო შემადგენლობაში ითამაშა. გიორგიმ მოედანზე ხუთი წუთი დაჰყო. „კილმა” მოიგო 33:30. გერმანული გუნდი ამ შეხვედრამდეც B ჯგიფის ლიდერი იყო. ახლა მას 9 ქულა აქვს. „კილს” 6 ქულით მოსდევენ უნგრული „ტელეკომ ვესპრემი” და „მონპელიე”. ის ფაქტი, რომ ცხოვრებაძეს არც მეტი არც ნაკლები ჯგუფის...