ახლა, სასწაული უნდა მოხდეს, საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის 2026 წლის ჩემპიონატზე ვერ გავიდეს. ეს მას შემდეგ გაირკვა, რაც ტიტე კალანდაძის გაწვრთნილმა გუნდმა ბონსიის ნაკრები სტუმრადაც დაამარცხა. ჩვენებმა ისევ ორი ბურთის სხვაობით იმარჯვეს – 22:20. არადა, საქმე ასე სანერვიულოდავ არ უნდა გაგვეხადა.
პირველი ტაიმის დიდი ნაწილი ქულა-ქულაში მიდიოდა. უფრო ხშირად წინ მასპინძლები იყვნენ, მაგრამ ტაიმის ბოლოს მოვუმატეთ და შესვენებაზე ორბურთიანი უპირატესობით გავედით – 12:10. შემდეგ ჩვენების უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა. ჩვენები მეთოდურად ზრდიდნენ უპირატესობას და მატჩის დარულებამდე შვიდი წუთით ადრე ხუთი ბურთითაც ვიგებდით.
შესაძლოა, გუნდმა გამარჯვება ნაადრევად ირწმუნა და აირია – მასპინძლებმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს. თუმცა, გამოჩნდა, რომ ეს ბოსნიის მაქსიმუმი იყო და მნიშვნელოვანი ორი ქულაც ჩვენ დაგვრჩა. ამჯერად, გუნდს თეიმურახ ორჯონიკიძემ ულიდერა, ვინაც ექვსი გოლი შეაგდო; 5-5 გაიტანეს გიორგი ცხოვრებაძემ და გიორგი დიხამნჯიამ; 3-3 გოლი კი, ირაკლი კბილაშვილმა და ერეკლე არსენაშვილმა მიითვალეს.
ამავე ჯგუფში ისლანდიელებმა შინ 33:21 მოუგეს ბერძნებს და სატურნირო ცხრილში ახლა ასეთი მდგომარეობაა: ოთხი ტურის შემდეგ ისლანდიას 8 ქულა აქვს; საქართველოს ნაკრებს 4 ქულა მოუგროვდა; ბერძნებსა და ბოსნიელებს კი, 2-2 ქულა აქვთ. დარჩენილ ორ ტურში საქართველო 8 მასისს საბერძნეთს უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. შანსი წაგების შემთხვევაშიც რჩება, მაგრამ მაღალი ადგილით გასვლა უკეთესია და შესაძლებელიც…
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე20/04/2026 | 00:50კვარამ კი გაიტანა, მაგრამ…
კატეგორიის გარეშე19/04/2026 | 18:24თუშიშვილის ოქრო და გუნდური პირველი ადგილი
კატეგორიის გარეშე16/04/2026 | 21:36მოქმედი ვიცე გახდა…
კატეგორიის გარეშე11/04/2026 | 21:29ერთი მოგებაც და…
