საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე მეორე მარცხი განიცადა.ტიტე კალანდაძის გაწვრთნილმა გუნდმა ჯგუფის ფავორიტ უნგრეთს უმასპინძლა და 24:41 წააგო.
თანაბარი თამაში რამდენიმე წუთი გაგრძელდა, შემდეგ უნგრეთმა ხელთ იგდო უპირატესობა და ანგარიშიც მათ სასარგებლოდ იზრდებოდა. საქართველოს ნაკრებში საუკეთესო იყო გიორგი ცხოვრებაძე, რომელმაც 6 ბურთი გაიტანა; 5-5 გოლი შეაგდეს ერეკლე არსენაშვილმა და გიორგი დიხამინჯიამ.
შეგახსენებთ, ჩვენმა გუნდმა სასტარტო მატჩი შვეიცარიასთან სტუმრად წააგო – 23:24. ჩვენივე ჯგუფში ლიეტუვა შვეიცარიასთან 26:27 დამარცხდა. შვეიცარიასა და უნგრეთ 4-4 ქულა აქვთ, ჩვენ და ლიეტუვას – 0.
საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩებს უკვე გაისად, მარტში ჩაატარებს: შინ და გარეთ ლიეტუვასთან. საკვალიფიკაციო ეტაპზე 8 ჯგუფია შექმნილი, საიდანაც ფინალში 2-2 საუკეთესო გავა, ამას გარდა კი, საგზურებს 4 საუკეთესო მესამეადგილოსანიც მიიღებს.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები22/06/2026 | 22:56ბასილაშვილმა უიმბლდონი დატოვა
სიახლეები21/06/2026 | 22:10მედლები ბოლოს…
მთავარი ამბავი16/06/2026 | 18:56ფლორა და დემჩენკო იბერიას
მთავარი ამბავი07/06/2026 | 23:05ზვერევის პირველი სლემი
