18 წლის ქართველმა ხელბურთელმა გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგაში ითამაშა. „მონპელიეს” მწვრთნელებმა ჩათვალეს, რომ საქართველოს ნაკრების ყმაწვილი მარჯვენა ინსაიდი დიდ ასპარეზზე გასვლისთვის მზად არის. შეხვედრა, რომელშიც გიომ მონაწილეობა მიიღო დასრულდა 29:27 — „მონპელიემ” სტუმრად დაამარცხა პოლონური „კელცე”. ეს გახლდათ ფრანგული კლუბის ზედიზემ მესამე გამარჯვება ევროპის უდიდეს საკლუბო შეჯიბრებაში. „კელცესთან” ცხოვრებაძე თამაშში 24-ე წუთზე ჩაერთო და ტაიმის...
ჭდე: გიორგი ცხოვრებაძე
ცხოვრებაძე ჩემპიონთა ლიგის ოხშივარში
თითქოს ბევრი არაფერია სათქმელი, მაგრამ… გუშინ, ხელბურთელთა ჩემპიონთა ლიგაში „მონპელიემ“ „ვარდარს“ უმასპინძლა. „ვარდარი“ ლიგის მოქმედი გამარჯვებულია, „მონპელიე“ — წინა. ფეხბურთზე რომ გადავიყვანოთ, „რეალი“ „ლივერპულს“ მასპინძლობდა და ამ რანგის შეხვედრის განაცხადში „მონპელიეს“ 18 წლის გიორგი ცხოვრებაძე ჰყავდა შეყვანილი. „ვარდართან“ გიოს არ უთამაშია, სათადარიგოთა სკამზე იჯდა, რაც ლოგიკური გახლდათ. შეხვედრა იმდენად დაძაბული იყო, რომ „მონპელიეს“ მწვრთნელი პატრის...
ეს ერთი და სხვა მრავალი, გიო!
საქართველოს ნაკრების 18 წლის ხელბურთელმა გიორგი ცხოვრებაძემ ფრანგული „მონპელიეს” შემადგენლობაში პირველი ჯილდო მოიგო. ეს გახლდათ სეზონისწინა ტურნირი, რომლის ნახევარფინალში „მონპელიემ” „ბენფიკას” აჯობა 32:25, ფინალში კი უნგრულ „სეგედს” სძლია 27:25. გიომ პირველ შეხვედრაში გოლიც შეაგდო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცხოვრებაძემ სეზონისწინა მოსამზადებელი პერიოდი „მონპელიეს” მთავარ გუნდთან ერთად ჩაატარა და ამხანაგურ შეხვედრებში 16 კაციან განაცხადში რეგულარულად ხვდებოდა. გიორგი...
ცხოვრებაძე მონპელიეს უშინაურდება
ქართული ხელბურთის ამომავალმა ვარსკვლავმა გიორგი ცხოვრებაძემ „მონპელიეს” ძირითად შემადგენლობაში ითამაშა. აქამდე გიორგი 17 წლისა იყო და ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულის მთავარ გუნდში თამაში ეკრძალებოდა, 2019 წლიდან კი გზა ხსნილია. შეხვედრა, რომელშიც ცხოვრებაძემ „მონპელიეს” პირველ გუნდში თამაში დააჭაშნიკა ამხანაგური გახლდათ. მისმა გუნდმა დაამარცხა „შამბერი” 33:29. „საქართველოს ნაკრებიდან საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ სამ ამხანაგურ შეხვედრაში მივიღე მონაწილეობა —...


