ფინეთის წინ – ტრავმებით, დებიუტანტით და ცხოვრებაძით

Home აქეთურ-იქითური ფინეთის წინ – ტრავმებით, დებიუტანტით და ცხოვრებაძით
ფინეთის წინ – ტრავმებით, დებიუტანტით და ცხოვრებაძით

[ხელბურთი. საქართველოს ნაკრები] ბოლო ვარჯიში იტალიაში გამგზავრებამდე | Lelo.Geსაქართველოს ხელბურთელთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებაზეა და ფინეთის ეროვნული გუნდთან ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის მზადებას შეუდგა.

ჩვენი ნაკრები პირველ შეხვედრას 5 იანვარს თბილისში, ოლიმპიურ სასახლეში, მეორეს კი – 9 იანვარს სტუმრად გამართავს. ორმატჩიან დუელში გამარჯვებული გუნდი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი შესარჩევი ეტაპის ჯგუფში გადაინაცვლებს.

საქართველოს რუმინელმა მწვრთნელმა სანდუ ფლორინ იაკობმა ფინეთთან სათამაშოდ 16 ხელბურთელს უხმო. არის დანაკლისი – გუნდს ტრავმის გამო ნიკოლოზ კალანდაძე და ხაზეინ რუსტამოვი გამოაკლდება. არის დებიუტანტიც – აკაკი პატაშური.

„უხერხული მეტოქე გვყავს. საერთოდ, ფინეთში თამაში რთულია, მაგრამ ბოლოს, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ვეთამაშეთ, ფაქტობრივად, მოგებული მატცი წავაგეთ. ასე რომ, იმედია, ისეთივე შეცდომებს არ დავუშვებთ და იმ შედეგს მივაღწევთ, რაც ჩაფიქრებული გვაქვს. ორმატჩიან დუელში, მოგება-წაგებისისა, გამარჯვებულის ვინაობას ბურთების სხვაობა გადაწყვეტს. აქედან გამომდინარე, პირველ შეხვედრაში, რომელიც თბილისში იქნება, კარგი ჰანდიკაპი უნდა მივიღოთ, რათა სანერვიულო შემდეგ მეტოქეს უფრო ჰქონდეს, ვიდრე – ჩვენ. გვაქვს დანაკლისი კალანდაძისა და რუსტამოვის სახით, მაგრამ ფინელებთან ბოლო მატჩისგან განსხვავებით დაგვიბრუნდება ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ცხოვრებაძე, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანი ძალაა“, – გვითხრა ნაკრების ერთ-ერთმა მწვრთნელმა ბექა ორჯონიკიძემ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ფინეთთან მატჩებისთვის კი ასეთია:

მეკარეები ზურაბ ცინცაძე, გიგა ტორონჯაძე;

მოედნის მოთამაშეები ზურაბ აბრამიშვილი, ირაკლი გოგოლაძე, რევაზ ჭანტურია, გიორგი დიხამინჯია, გიორგი ცხოვრებაძე, ზურიკო სიმონია, ირაკლი კბილაშვილი, ლექსო წითელიშვილი, მირიან გავაშელიშვილი, აკაკი პატაშური, ირაკლი ჩიქოვანი, თეიმურაზ ორჯონიკიძე, ერეკლე არსენაშვილი, უჩა მაისურაძე.

ავტორის პროფილი

ლუკა თალაკვაძე
ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.