ლუის კარდინალი… ჩემპიონი კულისებს მიღმა

Home აქეთურ-იქითური ლუის კარდინალი… ჩემპიონი კულისებს მიღმა
ლუის კარდინალი… ჩემპიონი კულისებს მიღმა

Luis Campos will see the Serie A?LE SPIRO: Brilliant Campos gives Lille edgeლუის კამპოსი – ამ კაცს ბევრი არ იცნობს, მაგრამ არიან ასეთი პიროვნებები, მაგრად რომ აკეთებენ საქმეს და სტატუსიდან გამომდინარე შეუმჩნეველნი რჩებიან.

გერმანული Bild-ი ყოველი წლის ბოლოს აჯილდოებს მათ, რომლებიც კულისებს მიღმა რჩებიან, მაგრამ დიდი გავლენა აქვთ… და ლუის კამპოსის კანდიდატურა „ბაიერნის“ ლეგენდამ კარლ-ჰაინც რუმენიგემ წამოაყენა.

ლუის კამპოსი სპორტული დირექტორია. მუშაობდა „მონაკოში“, „ლილში“, მადრიდის „რეალში“ და ახლა შესაძლოა, ისევ დაბრუნდეს სამეფო კლუბში. რუმენიგემ განაცხადა, რომ ლუის კამპოსის მიწვევა „ბაიერნში“ სურდა…

რუმენიგე: „გერმანიაში ამ კაცის შესახებ არავინ ლაპარაკობს, მე კი დიდი ხანია, ვიცი ვინ არის და რას წარმოადგენს. „მონაკოში“ ახალი მისული იყო, როცა მიიყვანა კილიან მბაპე, რადამელ ფალკაო, ანტონი მარსიალი, ბერნარდუ სილვა და ფაბინიო… „მონაკო“ ჩემპიონი გახდა. შემდეგ კი კლუბმა ეს ფეხბურთელები სარფიანად გაყიდა.

… „ლილში“ ლუის კამპოსმა მიიწვია რენატუ სანჩესი, ბურაქ ილმაზი, ჟოზე ფონტე და ვიქტორ ოსიმჰენი. „ლილი“ ჩემპიონი გახდა. 2020 წლის ბოლოს კამპოსი კლუბიდან წავიდა, რადგან ხელმძღვანელობა შეიცვალა და ეტყობა, მათთან სიტუაცია ვერ დალაგდა.

…„რეალში“ კი ჟოზე მოურინიუს პერიოდში მუშაობდა“.

ლუის კამპოსს რამდენიმე ძლიერი კლუბისგან აქვს მიწვევა, თუმცა ფლორენტინო პერესი მას კარგად იცნობს და ფავორიტიც „რეალია“.

Luis Campos: The Transfer Genius Who Is One of Football's Most Wanted Men |  Bleacher Report | Latest News, Videos and Highlights

ავტორის პროფილი

ილია ნანობაშვილი
კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ