ჭდე: ბერნარდუ სილვა

Home ბერნარდუ სილვა
ლუის კარდინალი… ჩემპიონი კულისებს მიღმა
ჩანაწერი

ლუის კარდინალი… ჩემპიონი კულისებს მიღმა

ლუის კამპოსი – ამ კაცს ბევრი არ იცნობს, მაგრამ არიან ასეთი პიროვნებები, მაგრად რომ აკეთებენ საქმეს და სტატუსიდან გამომდინარე შეუმჩნეველნი რჩებიან. გერმანული Bild-ი ყოველი წლის ბოლოს აჯილდოებს მათ, რომლებიც კულისებს მიღმა რჩებიან, მაგრამ დიდი გავლენა აქვთ… და ლუის კამპოსის კანდიდატურა „ბაიერნის“ ლეგენდამ კარლ-ჰაინც რუმენიგემ წამოაყენა. ლუის კამპოსი სპორტული დირექტორია. მუშაობდა „მონაკოში“, „ლილში“, მადრიდის „რეალში“ და...

პირველი ავტოგოლი ისტორიაში
ჩანაწერი

პირველი ავტოგოლი ისტორიაში

ინგლისური პრემიერლიგის მე-11 ტურში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ საკუთარ „ოლდ ტრაფორდზე“ თანაქალაქელ „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. პირველი ბურთი საკუთარ კარში მასპინძელთა კოტ დ’ივუარელმა ნახევარმცველმა ერიკ ბაილიმ მე-7 წუთზე ჩაჭრა. ფაქტი ისტორიულია, რადგან „მანჩესტერის“ კარში დერბის ფარგლებში ავტოგოლი პირველად გავიდა. მეორე გოლი პირველი ტაიმის ბოლო წუთზე „ქალქელმა“ ბერნარდუ სილვამ გაიტანა.