ტრამპლინი გენტიდან

Home აქეთურ-იქითური ტრამპლინი გენტიდან
ტრამპლინი გენტიდან

Canadian forward Jonathan David's late goal rescues Lille in Bordeaux | The Starბელგიის „გენტი“ ქართველებისთვის ვერ გამოდგა ტრამპლინი და სულ ისმის, ჩვენიანებმა იქ ვერაფრით გაიხარესო.

ეს ქართველებისთვის, თორემ კანადელ ჯონათან დევიდს შეხედეთ: ჯერ ფრანგულმა „ლილმა“ იყიდა, სადაც ჩემპიონი გახდა და ჩემპიონთა ლიგაშიც დაფრინავს, ახლა კი ეს ჰოკეის ქვეყნის წარმომადგენელი ბიჭი მადრიდის „რეალს“ სურს.

არა მხოლოდ „რეალს“… „არსენალსაც“, „ლივერპულსაც“. ესპანურ პრესაში დაიწერა, რომ კარლო ანჩელოტის ძალიან მოსწონს კანადელი და სავარაუდო სატრანსფერო ფასზეც წერენ – 50 მილიონი ევრო.

ჯონათან დევიდი იმ დროს აბობოქრდა „გენტში“, როცა გიორგი ჩაკვეტაძე ტრავმირებული იყო და გიორგი ქვილითაიასაც უკვე მცირე სათამაშო პრაქტიკა ჰქონდა.

ჯონათან დევიდი, ალფონსო დევისი… კანადელები. ტყულად კი არ არიან პირველ ადგილზე კონკაკაფის შესარჩევში?! კანადა ახლოსაა მონდიალის საგზურთან.

ავტორის პროფილი

ილია ნანობაშვილი
კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ