სანდრო მამუკელაშვილი და „ტორონტო“ საკრამენტოში სათამაშოდ ჩავიდნენ და მეტოქე 122:109 დაამარცხეს. საქართველოს ნაკრების ფორვარდი სასტარტო ხუთეულში ცენტრის პოზიციაზე დაბრუნდა და პარკეტზე 32.20 წუთი გაატარა. მამუს ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა – 22 ქულა, 9 მოხსნა და 4 ასისტი. სანდრომ ექვსიდან ხუთი ორქულიანი, რვიდან სამი სამქულიანი და ოთხიდან სამი საჯარიმო ჩააგდო. პასივში ერთი დაკარგა ჰქონდა, მისი მოედანზე ყოფნისას კი კანადელებმა 15 ქულა მოიგეს.
აღსანიშნავია, რომ ქულებით სანდრო გუნდში ორ კალათბურთელს ჩამორჩა – სკოტი ბარნსსა და ბრენდონ ინგრემს (23-23), ხოლო +/- მაჩვენებლით მეორე-მესამე მაჩვენებლი ჰქონდა. „ტორონტო“ 27 მოგებითა და 19 მარცხით კონფერენციაში მეოთხე ადგილს ინარჩუნებს, მომდევნო მატჩი კი, პორტლენდში უწევს.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები07/11/2026 | 22:27ჩემპიონობა ვიცეზე გაიცვალა
აქეთურ-იქითური06/11/2026 | 14:30მარცხი სკანდინავიელებთან
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:21ლიდერი და საჭირო სანდრო
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 15:27მამუ პორტლენდს არ ეყო
