საქართველოს ბორჯღალოსნები კვირას, 15 თებერვალს „რაგბი ევროპის“ 2026 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩს გამართავენ. მარკო ბორტოლამის ბიჭები 16 საათზე ნიდერლანდების ნაკრებს შეერკინებიან, რომელმაც პირველ ტურში ესპანეთს ბრძოლა კი გაუმართა, მაგრამ მაინც დამარცხდა – 33:51. საქართველოს ნაკრები ამ ჯგუფის ლიდერია, რადგან პირველ ტურში უფრო დიდი სხვაობით იმარჯვა – შვეიცარია ივერდონში 54:3 დაამარცხა. ქართველთა 34-კაციანი გაფართოებული...
ჭდე: ლუკა ივანიშვილი
პლეი-ოფი დაიგეგმა
EPCR-ის (ევროპული პროფესიული საკლუბო რაგბის) ჩემპიონთა და ჩელენჯ თასების ჯგუფური ეტაპის შედეგად დგინდება მერვედფინალში გასული გუნდების ერთიანი ცხრილი, იქ კი პირველადგილოსანი მე-16 გუნდს მასპინძლობს, მე-2 – მე-15-ეს და ასე შემდეგ. ჩელენჯ თასზე მცირე განსხვავებაა, რადგან იქ სამი 6-გუნდა პულია, საიდანაც 4-4 მოწინავე პლეი-ოფში გადის, ამ 12-ეულს ჩემპიონთა თასის 4 მეხუთეადგილოსანი უერთდება, ზემოთ ხსენებულ რეიტინგში კი...
ივანიშვილის სადებიუტო ინგლისური
სანაკრებო პერიპეტიების შემდეგ ევროპის წამყვანი ეროვნული ჩემპიონატების ერთი ტურით გააქტიურება მოხდა – მომდევნო კვირის ბოლოს უკვე ევროთასების სტარტია. ტოპ 14 „სტად ფრანსემ“ კლერმონში დიდი ბრძოლა გადაიტანა, 32:36 დამარცხდა, ნუგეშ-ქულა მიიღო და 31 ქულით ლიდერთა ჯგუფში მე-4 საფეხური შეინარჩუნა. „ვულკანებში“ ნაკრებიდან დაბრუნებული გიორგი ახალაძე სასტარტოში იყო, ხოლო პარიზელთა ძირითად 15-ეულში სეზონში პირველად გამოჩნდა სერგო აბრამიშვილი. გიორგი...
ვულკანური ახალაძე
საფრანგეთის ტოპ 14-ის მე-5 ტურში ბორჯღალოსანმა გიორგი ახალაძემ მორიგი ლელო გაიტანა, ხოლო პრო დ2-ის მე-6 ტურში ქართული ღირსშესანიშნაობების მთელი კასკადი დაფიქსირდა. სასიამოვნო ცნობა ინგლისიდანაც მოვიდა, სადაც ლუკა ივანიშვილს პრემიერშიპში დებიუტი ჰქონდა. ტოპ 14 „კლერმონმა“ ლიგაში დიდი პაუზის შემდეგ დაბრუნებულ „მონტობანს“ უმასპინძლა და ანომალიური ანგარიშით დაამარცხა – 84:31. „ვულკანების“ ლელოთა ორნიშნა რიცხვში თავისი წვლილი გიორგი ახალაძემაც...
შარშანდელივით: მეორეა სკარლეტსი
კვირას „შავ ლომს“ მიმდინარე ჩელენჯ თასზე პირველი გასვლითი მატჩი ელის – 17 საათზე უელსის ქალაქ ჰლანეჰლის „პარკ ი სკარლეტსზე“ დაიწყება ადგილობრივი „სკარლეტსისა“ და ქართული ფრემჩაიზის შეხვედრა. ეს იქნება ახალი გათამაშების მეორე ტურის მატჩი. საინტერესო დამთხვევაა: შარშან, „შავი ლომისთვის“ სადებიუტო ჩელენჯ თასზე, ქართულ ფრენჩაიზს პირველი გასვლითი მატჩი სწორედ „სკარლეტსთან“ ჰქონდა და თუ დამთხვევაა, ბარემ სრულად დაემთხვეს....
წიქარა პირველში ავიდა…
შაბათს გორის სარაგბო სტადიონზე რეგიონული ლიგის ფინალი გაიმართა – რეგულარული სეზონის მომგები თბილისის „წიქარა“ რუსთავის „რუსთავს“ დაუპირისპირდა. არც ერთი და არც მეორე გუნდი პირველ ლიგაში არასდროს ყოფილა. „წიქარა“ გაცილებით ტრადიციული კლუბია – 2010 წელს შეიქმნა, ხოლო „რუსთავი“ მხოლოდ 3 წლისაა. რეგულარულის მსვლელობისას „წიქარას“ ფინალისტი მეტოქე ორჯერ ჰყავდა დამარცხებული და საერთოდაც, თბილისურმა გუნდმა სეზონის ყველა მატჩი...
შავი ლომი vs დიდი კლუბი
შაბათს, 17 საათზე, „მიხეილ მესხზე“ სარაგბო ევროტურნირის, კერძოდ კი, ჩელენჯ კაპის მატჩი დაიწყება – ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ქართული „შავი ლომი“ ფრანგულ „კლერმონს“ უმასპინძლებს. ის, რომ ასეთი ბობოლა კლუბი საქართველოს პირველად ეწვევა – თავისთავად დიდი ამბავია. „კლერმონი“ არათუ საფრანგეთის მასშტაბით, არამედ ევროპული საზომითაც დიადი კლუბია. მართალია, დღესდღეობით „ყვითელი წყალქვეშა ნავი“ (ეს ყვითელკვართიანი „კლერმონის“ თიკუნია) ვერაა...
შავი ლომი, რომელიც არასდროს ნებდება!
„შავმა ლომმა“ „თელ ავივ ჰითის“ საოცარ წნეხს გაუძლო, ორკაცნაკლულმა უპირატესობა შეინარჩუნა და „რაგბი ევროპის“ სუპერთასის მფლობელი ზედიზედ მესამედ გახდა! ცნობისთვის, ეს ტურნირი სულ მესამედ გაიმართა და ქართულმა ფრენჩაიზმა ჯერაც არავინ გააკარა საკმაოდ ორიგინალურ ჯილდოს. 27:17 – ესაა შეხვედრის საბოლოო ანგარიში. სიცივის მიუხედავად, „ავჭალაზე“ საკმაოდ ბევრი ხალხი შეიკრიბა და ეჭვგარეშეა, რომ მორაგბეებმა პუბლიკა ცეცხლოვანი, ემოციებით აღსავსე...
ცუდი სტარტი: ავსტრალიასთან – 15:35
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა გუნდმა მსოფლიო თასის გათამაშება წარუმატებლად დაიწყო – ვერც სატურნირო ქულას შეწვდა და მეტოქესაც მაქსიმუმი გაატანა. ავსტრალიის ნაკრებმა ბორჯღალოსნებს სამართლიანად მოუგო, 4 ლელო გაიტანა, ბონუს-ქულაც მიიღო და 5 ქულით C ჯგუფში გალიდერდა. 35:15 – ასეთია მატჩის შედეგი და ფაქტია, ქართული გუნდის მწვრთნელებს მომდევნო ორი კვირა სწორედაც რომ იმისთვის აქვთ, რათა დასკვნები როგორც საკუთარი...








