EPCR-ის (ევროპული პროფესიული საკლუბო რაგბის) ჩემპიონთა და ჩელენჯ თასების ჯგუფური ეტაპის შედეგად დგინდება მერვედფინალში გასული გუნდების ერთიანი ცხრილი, იქ კი პირველადგილოსანი მე-16 გუნდს მასპინძლობს, მე-2 – მე-15-ეს და ასე შემდეგ. ჩელენჯ თასზე მცირე განსხვავებაა, რადგან იქ სამი 6-გუნდა პულია, საიდანაც 4-4 მოწინავე პლეი-ოფში გადის, ამ 12-ეულს ჩემპიონთა თასის 4 მეხუთეადგილოსანი უერთდება, ზემოთ ხსენებულ რეიტინგში კი...
ჭდე: ნიკა სუთიძე
ნინი საუკეთესოა
საფრანგეთის ტოპ 14-ში რეგულარული ჩემპიონატის მეორე წრე დაიწყო, ხოლო ინგლისის პრემიერშიპში პირველი წრის ბოლო ტური შედგა. მიუხედავად იმისა, რომ ამ მატჩებში ჯამურად 15-მა ქართველმა მორაგბემ მიიღო მონაწილეობა, ამ ყველაზე გუნდურ თამაშში ინდივიდუალურად თავის გამოჩენა მხოლოდ დავით ნინიაშვილმა შეძლო. ტოპ 14 „ლა როშელმა“ „ტულონს“ უმასპინძლა და ისტორიაში ალბათ ყველაზე მწარე მარცხი აგემა. ბისკაისყურელებმა სამხრეთელებს 10 (!)...
აფრასიძის 50-ე, სუთიძის – პირველი
ტოპ 14-ის მე-5 ტური ქართველი მორაგბე ლეგიონერებისთვის ინდივიდუალური თვალსაზრისით ნაკლებად პროდუქტიული იყო, თუმცა, ერთი-ორი ღირსშესანიშნავი ამბავი მაინც დაფიქსირდა. ლიგის სატურნირო ცხრილის სათავეში „ბორდო“ დარჩა, რომელმაც „ბაიონს“ შინ მოულოდნელად დიდი გაჭირვებით, 30:27 მოუგო. ბორდოელთა ყოფილი თანალიდერი და მოქმედი ჩემპიონი „ტულუზი“ კი კასტრში მხოლოდ სანუგეშო ბონუსს გამორჩა – 23:28. „ბორდოს“ კი პირველობის სხვა გამზიარებელი გამოუჩნდა. „ლა როშელმა“...


