35 დარტყმა და 33 მოგერიება… საქართველოს ფუტსალის ნაკრების მეკარე ალი ასლანმა, უფრო სწორად ასლანიშვილმა, ევროპის ჩემპიონატზე ხორვატიასთან მატჩისას მართლაც რომ სასწაულები აკეთა. შორიდან, ახლოდან, თავით, ფეხით, რიკოშეტით, პენალტის ნიშნულიდან თუკი ბურთი კარში წავიდა, ალიმ თითქმის ყველა უკუაგდო და თუ ჩვენმა ნაკრებმა ეს მატჩი 2:2 ითამაშა, ასლანის წვლილი უდიდესია. სრულიად ლოგიკურად, უეფამ ის მატჩის საუკეთესოდ დაასახელა. ალი ფერეიდანიდანაა, მეუღლეც...
ჭდე: ფუტსალის ნაკრები
ფუტსალის ნაკრები ევროპაზეა
საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს! ავთანდილ ასათიანის გუნდმა ევროპის ჩემპიონატის ფლეი ოფის საპასუხო მატჩი სლოვაკეთის წინააღმდეგ გამართა, 3:5 დამარცხდა, თუმცა, პირველი თამაში 4:1 ჰქონდა მოგებული და ორი მატჩის ჯამში კონტინენტის მთავარ ტურნირში მონაწილეობის უფლებაც დაიმსახურა. მატჩი დაძაბული და ნერვიული გამოდგა: ანგარიში სლოვაკებმა გახსნეს, რასაც გიორგი ჩიმაკაძის საპასუხო მოჰყვა, მაგრამ შესვენებამდე მასპინძლებმა მეორეც შეაგდეს. შესვენების...
წაგება და ბოლო ადგილი…
საქართველოს ფუტსალის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ელიტრაუნდის ბოლოსწინა ტურში სომხეთის ნაკრებს ესტუმრა და 1:3 წააგო. ერევანში ჩატარებული მატჩში საქართველოს ნაკრების რიგებში გოლი გიორგი ღავთაძემ გაიტანა. შეგახსენებთ, რომ ლეგიონერთა ლიმიტის წესის დარღვევის გამო ავთნდილ ასათიანი გუნდს მოგებულ შეხვედრებში წაგებები (0:5) ჩაუთვალეს, შესაბამისად, გუნდს 3 ქულა აქვს და ბოლო ადგილზეა. ელიტრაუნდის შესარჩევის ბოლო შეხვედრას ფუტსალის ნაკრები თბილისში პორტუგალიის...
მოგება და სასჯელის მოლოდინი
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ელიტრაუნდში, თბილისის სპორტის სასახლეში ფინეთის ნაკრები 5:2 დაამარცხა და მონდიალზე მოხვედრის შანსი დაიტოვა. თუმცა… საქართველოს ნაკრებმა პირველ ტაიმში სამი უპასუხო გოლი შეაგდო: ანგარიში სიმი საიოტმა, გახსნა, მერე იყო იირო ვანჰას ავტოგოლი და ბოლოს ბინიოს გოლი. მეორე ტაიმში ფინელებმა ერთი ბურთი გაქვითეს, მაგრამ ბინიომ სხვაობა ისევ სამბურთიანი გახადა. მატჩი ბოლოს ვაბანკზე...
საქართველომ კავკასიური დერბი მოიგო
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ელიტრაუნდი გამარჯვებით გახსნა. ავთანდილ ასათიანის გუნდმა სპორტის სასახლეში სომხეთის ნაკრებს 2:1 მოუგო. თამაში საბოლოოდ მძიმე გამოდგა. არადა, ჩვენებს მატჩის ბედის გადაწყვეტა ბევრად მარტივად შეეძლოთ. ჩვენებმა პირველ ტაიმში ორი გოლი შეაგდეს: ჯერ ჩიმბას პასით ირაკლი თოდუამ გაიტანა, ტაიმის ბოლოს კი, ბრუნო გომესმა ბურთი მეკარისგან მკერდზე მიიღო და მეორე შეხებით კარში გადაგზავნა....
საქართველომ ბევრით წააგო
2022 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპის დასკვნით მატჩში, საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ვერაფერი გააწყო ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ ესპანეთთან და 0:8 წააგო. ეს ყველაზე დიდი ანგარიშია, რომელიც ამ ევროპირველობაზე დაფიქსირდა. საქართველოს ნაკრებს ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად ფრეც ჰყოფნიდა, მაგრამ ესპანელები ჩინებულად ირჯებოდნენ და პირველ ტაიმში უკვე სამბურთიანი სხვაობით იგებდნენ. მატჩის მიმდინარეობიდან გამომდინარე, ავთანდილ ასათიანს ლიდერები დიდად აღარ...
ფლეი ოფისკენ…
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატზე მეორე ტურში ბოსნიას 2:1 მოუგო და ფლეი ოფისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა – თუ ფავორიტი ესპანეთი მოგვიანებით აზერბაიჯანთან არ წააგებს, ავთანდილ ასათიანის გუნდი კიდევ ერთ ისტორიულ შედეგს დააფიქსირებს. არადა, მატჩი საქართველომ ამჯერადაც ცუდად დაიწყო და პირველი ტაიმი 0:1 წააგო. გოლი კავეჯიჩმა გაიტანა. ჩვენი ნაკრები მცირე უპირატესობას კი ფლობდა, მაგრამ...
ისტორიული გამარჯვება
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ისტორიული, პირველი მატჩი ჩაატარა ნიდერლანდებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე და ძლიერ აზერბაიჯანის ეროვნულ გუნდს 3:2 მოუგო. არადა, 0:2 აგებდა. ფუტსალის ევრო 2022 ნიდერლანდების ორ ქალაქში, ამსტერდამსა და გრონინგენში მიმდინარეობს. სწორედ გრონინგენის „მარტინი პლაზას“ უმაყურებლო დარბაზში გაიმართა ჩვენებურების პირველი მატჩი. ქართველები ტურნირის დებიუტანტები არიან, აზერბაიჯანელები კი ზედიზედ მეექვსედ ასპარეზობენ ევროზე, ამიტომ ფავორიტებად,...
შანსი იზრდება
საქართველოს ფუტსალის ნაკრები სადებიუტო ევროპირველობას აზერბაიჯანის ნაკრებთან მატჩით დაიწყებს. მეტოქე ხელწამოსაკრავი სულაც არ არის, მაგრამ ზედ ჩვენებთან მატჩის წინ პრობლემები მიეძალათ. აზერბაიჯანის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ბელგიაში ემზადებოდა. ვიდრე გუნდი ნიდერლანდებში გადაინაცვლებდა, კოვიდ-ტესტებზე დადებითი პასუხი მათ წამყვან ფეხბურთელებს – ედუარდოსა და რავალ ვილელას აღმოაჩნდათ. თუმცა, მათი მთავარი პრობლემა ისაა, რომ ორი ლეგიონერის – მანეკესა და ფელიპინიოს...
ყველაფერი საქართველოსთვის
საქართველოს ფუტსალის ნაკრები პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილი გუნდი ნიდერლანდებში 19 იანვარს მიემგზავრება, ხოლო საქმეში 22 იანვარს ჩაერთვება. ჩვენი გუნდის პირველი მეტოქე აზერბაიჯანია, 26 იანვარს ჩვენები ბოსნიას შეხვდებიან, ხოლო 29-ში ჯგუფურ ეტაპს ესპანეთთან მატჩით დაასრულებენ. საქართველო ქალაქ გრონინგენში ითამაშებს. ურთულესი ჯგუფია. უმთავრესი ფავორიტი ესპანეთია, შემდეგ ჩვენები, აზერბაიჯანელები და ბოსნიელები… საქართველო-აზერბაიჯანის მატჩს სპეციალისტები...









