თუკი ფეხბურთში არსებობს მუდმივი თემები, ერთ-ერთი მათგანი შემადგენლობის სწორად შერჩევაა. გამოიყვანს მწვრთნელი მოედანზე თერთმეტ ფეხბურთელს და იწყება დავა-კამათი იმის შესახებ, რომელიმე მათგანის მაგივრად სხვისი თამაში ხომ არ ჯობდა. საფრანგეთში კრიტიკით „მარსელის’’ გულშემატკივრები გამოირჩევიან. მათ ხშირად არ მოსწონთ რობერტო დე ძერბის რჩეულები, მითუფრო ახლა, როდესაც მათმა საყვარელმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ბრიუგესთან სტუმრად...
ჭდე: ლუკა შევალიე
საფონოვი შინაურია და შევალიე არა?
თუკი დღეს „პარი სენ ჟერმენის’’ გულშემატკივრები რამეზე ლაპარაკობენ ეს მეკარეების საკითხია. რუსმა მატვეი საფონოვმა ლუკა შევალიეს ტრავმით ისარგებლა და რამდენიმე შეხვედრაში ისე ეფექტურად ითამაშა, რომ როგორც Maxifoot წერს, კარში იერარქია შეარყია. შეგახსენებთ, რომ შევალიე ნოემბრის ბოლოს „მონაკოსთან’’ (0:1) შეხვედრაში დაშავდა და შემდეგ ტურში „რენთან’’ (5:0) ლუის ენრიკე იძულებული გახდა პსჟ-ს კარი საფონოვისთვის ჩაებარებინა. რუსმა ამ...
ბოლო ცნობები პარიზელთა ვარჯიშიდან
„პარი სენ ჟერმენს’’ ხუთშაბათის ვარჯიში პრესისთვის ღია ჰქონდა. შედეგად, პუასის საწვრთნელ ცენტრში მისულმა ჟურნალისტებმა იხილეს, თუ როგორ შეუერთდა თანაგუნდელებს გამოჯანმრთელებული დეზირე დუე, რომელმაც მათ თვალი მოსჭრა თავისი აჩქარებებით, ბურთის ფლობით და სხვა კომპონენტებით. ფრანგული მედია წერს, რომ თავდამსხმელი ახალი გამოჯანმრთელებულის კვალობაზე ჩინებულ ფიზიკურ ფორმაშია და ეჭვი არაა, ძალიან მალე საქმეშიც ვიხილავთ. რამდენიმე დღის წინ 2025...
შევალიემ ოთხშაბათს ვერ ივარჯიშა
იმას, რომ „პარი სენ ჟერმენის’’ მეკარე ლუკა შევალიემ „მონაკოსთან’’ შეხვედრაში ბოლომდე ითამაშა, სასწაული უწოდეს. მოგეხსენებათ, სენეგალელმა ლამინ კამარამ ფრანგ მეკარეს ფეხში ჩაარტყა. მატჩის დამთავრების შემდეგ შევალიემ თქვა: „დღეს ჩემი კარიერია შეიძლება სხვანაირად გაგრძელებულიყო. გამიმართლა’’. მსაჯებმა „მონაკოს’’ ფეხბურთელს ყვითელი ბარათი აკმარეს, რაც ლიგა 1-ის არბიტრთა დეპარტამენტმა ორიოდ დღის შემდეგ შეცდომად მიიჩნია. „ლილის’’ ყოფილი გოლკიპერი კი „პარიზიენის’’...
დეპარტამენტის დასკვნა: კამარა გასაგდები იყო
ლიგა 1-ის ბოლო ტურში, „მონაკოსა’’ და „პარი სენ ჟერმენის’’ შეხვედრაში, რომელიც მასპინძლებმა 1:0 მოიგეს, იყო ერთი ეპიზოდი, რომელმაც დიდი კამათი გამოიწვია. ლაპარაკია მე-12 წუთზე ლამინ კამარას უხეშობაზე მეკარე ლუკა შევალიეს წინააღმდეგ. უფრო სწორად იმაზე, რომ მსაჯმა კლემენ ტურპენმა კამარა წითელი ბარათით არ დასაჯა. და აი, ლიგა 1-ის მსაჯთა ტექნიკურმა დეპარტამენტმა რამდენიმე დღის შემდეგ გამოაქვეყნა დასკვნა,...
ლუის ენრიკე: ეს იყო სეზონის ყველაზე ცუდი მატჩი
„მონაკოსთან’’ სტუმრად 0:1 წაგების შემდეგ „პარი სენ ჟერმენის’’ თავკაცი ლუის ენრიკე გაბრაზებული ჩანდა და საპრესკონფერენციო ოთახი მალე დატოვა. ესპანელმა სპეციალისტმა თქვა, რომ მისი გუნდის მარცხი ლოგიკური იყო, აღშფოთება გამოთქვა ლამინ კამარას უხეშობით ლუკა შევალიეს წინააღმდეგ და იმ ფაქტით, რომ მსაჯმა კამარას წითელი ბარათი არ ამოუღო. რას იტყოდით ლუკა შევალიეს წინააღმდეგ შესრულებულ ვარდნაზე და ამით ხომ...
შევალიე ფაშისტად გამოაცხადეს
„პარი სენ ჟერმენის’’ მეკარე ლუკა შევალიე კრიტიკის ობიექტი გახდა. მედიას და გულშემატკივარს არ მოსწონს როგორ იცავს ის საფრანგეთის ჩემპიონის კარს, თუმცა ბოლო ხმაური მოედანს მიღმა ამბავმა გამოიწვია. „ლილის’’ ყოფილ მოთამაშეს უკიდურესი მემარჯვენეობა დააბრალეს, ყველაფერი კი ინსტაგრამზე დასმული უბრალო „ლაიქიდან’’ დაიწყო. ეს ლიონში პარიზელთა 3:2 გამარჯვების მეორე დღეს მოხდა, როდესაც შევალიემ მოიწონა მავანი პოლიტიკოსის პოსტი, რომლის...
დონარუმა იმ ვარჯიშს არ ესწრებოდა
ჟესტი რომელიც „პარი სენ ჟერმენმა’’ გააკეთა ტრივიალური არ არის და თან მეტყველია ― ნათლად გამოჩნდა, თუ რას აპირებს კლუბი იტალიელ მეკარესთან ჯანლუიჯი დონარუმასთან დაკავშირებით. ახლა ამაზე ბევრს ილაპარაკებენ და კიდევ, საფრანგეთის ჩემპიონი სატრანსფერო ფანჯარას ალბათ სწორედ ამით დახურავს. საქმე ასეა: ლუკა შევალიეს ყიდვიდან სამ დღეში პსჟ-მ იტალიელი გოლკიპერი უეფას სუპერთასის განაცხადში არ შეიყვანა. ანუ, ოთხშაბათს...
შევალიე ოფიციალურად გაპარიზელდა
ოფიციალურად გამოცხადდა: მეკარე ლუკა შევალიე „პარი სენ ჟერმენის’’ ფეხბურთელია. 23 წლის მოთამაშემ საფრანგეთის ჩემპიონთან, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულთან და კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტთან ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ტრანსფერი შაბათს, 9 აგვისტოს დადასტურდა. შევალიეს ყოფილი კლუბი „ლილი’’ დაახლოებით 40 მილიონ ევროს და მომავალში შესაძლოა დამატებით 15 მილიონსაც მიიღებს. შევალიე „ლილში’’ 2021 წლიდან თამაშობდა. მან ამ გუნდის შემადგენლობაში...
პარი სენ ჟერმენი დონარუმას უშვებს?
საოცარი რამ ხდება! „პარიზიენი’’ ფიქრობს, რომ ეს სიახლე ბევრს გააკვირვებს და არანაკლებს გააბრაზებს: 31 მაისიდან ანუ „ალიანც არენაზე’’ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ინტერთან’’ 5:0 გამარჯვებიდან ორ თვეში „პარი სენ ჟერმენმა’’ გადაწყვიტა თავისი ნანატრი წარმატების ერთ-ერთ მთავარ არქიტექტორს, მეკარე ჯანლუიჯი დონარუმას დაშორდეს. გავლენიანი ფრანგული გამოცემა წერს: „მერვედფინალში „ლივერპულთან’’ ამაღლევებელი თამაშის შემდეგ ის გენიოსის რანგში აიყვანეს, მეოთხედფინალში „ასტონ...









