საოცარი რამ ხდება! „პარიზიენი’’ ფიქრობს, რომ ეს სიახლე ბევრს გააკვირვებს და არანაკლებს გააბრაზებს: 31 მაისიდან ანუ „ალიანც არენაზე’’ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ინტერთან’’ 5:0 გამარჯვებიდან ორ თვეში „პარი სენ ჟერმენმა’’ გადაწყვიტა თავისი ნანატრი წარმატების ერთ-ერთ მთავარ არქიტექტორს, მეკარე ჯანლუიჯი დონარუმას დაშორდეს. გავლენიანი ფრანგული გამოცემა წერს: „მერვედფინალში „ლივერპულთან’’ ამაღლევებელი თამაშის შემდეგ ის გენიოსის რანგში აიყვანეს, მეოთხედფინალში „ასტონ...
