
საოცარი რამ ხდება! „პარიზიენი’’ ფიქრობს, რომ ეს სიახლე ბევრს გააკვირვებს და არანაკლებს გააბრაზებს: 31 მაისიდან ანუ „ალიანც არენაზე’’ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ინტერთან’’ 5:0 გამარჯვებიდან ორ თვეში „პარი სენ ჟერმენმა’’ გადაწყვიტა თავისი ნანატრი წარმატების ერთ-ერთ მთავარ არქიტექტორს, მეკარე ჯანლუიჯი დონარუმას დაშორდეს.
გავლენიანი ფრანგული გამოცემა წერს: „მერვედფინალში „ლივერპულთან’’ ამაღლევებელი თამაშის შემდეგ ის გენიოსის რანგში აიყვანეს, მეოთხედფინალში „ასტონ ვილასთან’’ თამაშის შემდეგ სასწრაფო დახმარების ექიმი უწოდეს, ნახევარფინალში „არსენალთან’’ შეხვედრის შემდეგ ჯადოქარი დაარქვეს, ფინალში „ინტერთან’’ მოგების მერე კი გმირად გამოაცხადეს, ახლა კი ხელშეუხებელ მოთამაშედ აღარ ითვლება. ეს ხდება კლუბში, რომელსაც ის ევროპის მწვერვალზე ასვლაში დაეხმარა’’.
როგორც ირკვევა „პარი სენ ჟერმენი’’ ინტენსიურ მოლაპარაკებას აწარმოებს „ლილთან’’ მეკარე ლუკა შევალიეს შესაძენად. დადასტურდა, რომ რამდენიმე დღეა „ლილიც’’ გამალებული ეძებს გოლკიპერს. ეს კი იძლევა დასკვნის საშუალებას: მომდევნო სეზონში პარიზელთა მთავარი მეკარე შევალიე იქნება. მანამდე საფრანგეთის ნაკრების მეკარე „ლილთან’’ ერთად გერმანიაშია და მშვიდად ელოდება, თუ რას გადაწყვეტენ კლუბები.
ფრანგული პრესა იტყობინება, რომ თუ შევალიე პარიზში გადავა, ეს ძალიან მალე მოხდება და ის უკვე 13 აგვისტოს, ვარჯიშების განახლებიდან ერთ კვირაში, „ტოტენჰემთან’’ ევროპის სუპერთასზე ითამაშებს.
შევალიე 23 წლისაა და „ლილი’’ მას 40 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის.
რაც შეეხება დონარუმას, როგორც ჩანს ის და პარიზული კლუბი ხელფასზე ვერ თანხმდებიან. იტალიელი მეკარე გასამრჯელოს გაზრდას ითხოვს.
„საინტერესოა, რას იზამს პსჟ-ს პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი, როდესაც დეზირე დუეს კონტრაქტის განახლების დრო მოვა’’, – კითხულობს ფრანგული გამოცემა foot01.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები01/08/2026 | 08:31საზონოვი ხეტაფეში ვარჯიშობს
მთავარი ამბავი01/08/2026 | 07:39ინფანტინომ უკან დაიხია!
აქეთურ-იქითური31/07/2026 | 16:12დინამო მუზეუმში
მთავარი ამბავი31/07/2026 | 15:53ქოჩორა სევილიასაც მოუნდა
