2 აგვისტოდან ეროვნული ლიგა განახლდება. ორთვიანი შესვენების პერიოდში ქართული გუნდების შემადგენლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა.
გამონაკლისი არც თბილისის „დინამოა“ გუნდმა რამდენიმე ახალი ფეხბურთელი დაიმატა.
დედაქალაქურ კლუბში გააგრძელებს კარიერას ლუკა ლაცაბიძე – დონეცკის „შახტარის“ ფეხბურთელმა გასული სეზონი იჯარით ოდესის „ჩერნომორეცში“ გაატარა, ახლა კი სეზონის ბოლომდე „დინამოში“ ითამაშებს.
„დინამოს“ დაუბრუნდა გიორგი ხარაიშვილი, რომელიც ბოლოს აზერბაიჯანის ჩემპიონატში „სუმგაითში“ გამოდიოდა – გიორგი „დინამოს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
მათ გარდა ლადო კაკაშვილის გუნდმა ერთი ლეგიონერიც დაიმატა – აბდულა იორო – 18 წლის კოტდ’ივუარელი ნახევარმცველი, რომელიც „დინამოში“ თურქული „ბაშაქშეჰირიდან“ ერთწლიანი იჯარით გადავიდა.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები13/09/2026 | 23:45მამაგეიშვილმა ჩემპიონს გაუტანა [VIDEO]
აქეთურ-იქითური13/09/2026 | 20:16დიდი კუში
სიახლეები13/09/2026 | 00:05გიორგი გაგუა – დუბლი და MVP [VIDEO]
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 21:17ოფიციალურად მეთოფე
