ჭდე: ბორნმუთი

Home ბორნმუთი
ალისონისა და ლივერპულის ჩავარდნა
ჩანაწერი

ალისონისა და ლივერპულის ჩავარდნა

„ლივერპულის’’ წაუგებელი სვლა დრამატულად შეწყდა ― სტუმრად „ბორნმუთთან’’ 2:3 წააგო. მასპინძლებმა ანგარიში 26-ე წუთზე გახსნეს და 33-ზე ორამდე გაზარდეს. გოლები გაიტანეს ევანილსონმა და ალეხანდრო ხიმენესმა. 45-ე წუთზე ვირჯილ ვან დაიკმა სხვაობა შეამცირა. მე-80 წუთზე დომინიკ სობოსლაიმ ეფექტური საჯარიმო დარტყმით გაქვითა, მაგრამ 90+5-ზე მაროკოელმა ამინ ადლიმ მასპინძელთა გამარჯვების გოლი შეაგდო. ამრიგად, გუნდმა, რომელშიც გიორგი მამარდაშვილი სათადარიგო...

ლივერპულმა მოიგო, ალისონმა ორი გაუშვა
ჩანაწერი

ლივერპულმა მოიგო, ალისონმა ორი გაუშვა

„ლივერპულმა’’, სადაც გიორგი მამარდაშვილს ჯერჯერობით სათადარიგო მეკარედ განიხილავენ, ტიტულის დაცვა დაიწყო: ფედერიკო კიეზას და მოჰამედ სალაჰის მიერ შეხვედრის ბოლოს გატანილი გოლების წყალობით წონასწორობა (2:2) დაირღვა და მასპინძლებმა 4:2 მოიგეს. იტალიელი მოედანზე 82-ე წუთზე შევიდა, 88-ე კი შეაგდო. მსაჯის წამატებულ წუთებში ეგვიპტელმაც გამოიჩინა თავი. ასე დასრულდა მატჩი, რომელშიც მერსისაიდელებმა თავიდან მოპოვებული ორბურთიანი უპირატესობა გაანიავეს. ანგარიში პირველ...

რატომ არის მამარდას ინგლისში გადასვლა ჩახლართული?
ჩანაწერი

რატომ არის მამარდას ინგლისში გადასვლა ჩახლართული?

დღეს, როდესაც გიორგი მამარდაშვილის ლა ლიგიდან პრემიერლიგაში გადასვლის საკითხი სადაც არის მოგვარდება, ესპანური პორტალი Relevo მკითხველს შესაძლო ტრანსფერის სპეციფიკას აცნობს. სატრანსფერო ბაზარზე ყველაფერი თვალის დახამხამებაში შეიძლება შეიცვალოს. მაგალითად, სანამ ჩვენი წინამდებარე პოსტი თქვენამდე მოაღწევს მამარდაშვილი შეიძლება უკვე პრემიერლიგის ფეხბურთელი გახდეს, მაგრამ ვფიქრობთ რიგი ნიუანსების გამო Relevo-ს ინფორმაციის წაკითხვა მაინც ღირს. საქმის არსი ყველამ იცის: ქართველი...

25 მილიონი ვინმე ტრაორეში
ჩანაწერი

25 მილიონი ვინმე ტრაორეში

„ნაპოლიმ” და „ბორნმუთმა” ჰამედ ჟუნიორ ტრაორეს ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს — კოტ დ’ივუარელი შემტევი ნახევარმცველი ნეაპოლში იჯარით გადაბარგდება. ხელშეკრულებაში ჩაიწერება ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხაც — 25 მილიონი ევრო. „ნაპოლის” ტრაორე ჯერ კიდევ მისი „სასუოლოში” თამაშის დროიდან მოსწონს. სეზონის ბოლოს ფეხბურთელის გამოსყიდვის პრიორიტეტი სწორედ „აძურის” ექნება. კოტ დ’ივუარელი სამედიცინო შემოწმებას მომდევნო კვირაში გაივლის, რაც იმას ნიშნავს, რომ...

გატუზო გამოსავალს ეძებს
ჩანაწერი

გატუზო გამოსავალს ეძებს

გიორგი მამარდაშვილის კლუბს, „ვალენსიას”, ფინანსური პრობლემების გამო შემადგენლობის გაძლიერება არ შეუძლია, მაგრამ მწვრთნელი ჯენარო გატუზო გამოსავლის ძიებაშია. ადრეც გვითქვამს, რომ ახალი მოთამაშეების შესაძენად „ჩეებმა” ჯერ თავიანთი ვარსკვლავებიდან უნდა გაყიდონ რომელიმე და მხოლოდ ამის შემდეგ, შემოსული თანხით შეიძინონ ახალწვეული, მაგრამ ჯერჯერობით „გასაყიდები”, გონსალო გედეში, კარლოს სოლერი და ხოსე გაია „ვალენსიაში” რჩებიან. და აი, ასეთ დროს გატუზო...

რუსული კვალი
ჩანაწერი

რუსული კვალი

„ბორნმუთის” ფეხბურთელები ჯერ გაოცდნენ, შემდეგ კი გაბრაზდნენ. მიზეზი: კლუბის აღმასრულებელი შეფის ნილ ბლეიკის ცოლმა ალესიამ ქმრის საშობაო საჩუქარი გამოამზეურა. არადა, მსოფლიოში covid 19 მძვინვარებს, რის გამოც ბორნმუთელ მოთამაშეებს ხელფასები შეუმცირეს. საჩუქარი, რომელიც რუსმა ლამაზმანმა გაასაჯაროვა, 140 ათას გირვანქად ღირებული „ბენტლია”, პერსონალურად მისთვის შერჩეული სახელმწიფო ნომრით. ეს საკითხი გუნდში „ნოტინგემ ფორესტთან” თამაშის წინ განხილვის საგანი ყოფილა....

კორონიანი ინგლისელი
ჩანაწერი

კორონიანი ინგლისელი

„ბორნმუთისა” და ინგლისის 21 წლამდელთა ნაკრების მეკარეს აარონ რემსდეილს პარასკევს, ვარჯიშის შემდეგ აღებულმა ტესტმა covid 19 დაუდგინა. არადა, წინა ორშაბათის ტესტის თანახმად ის ჯანმრთელი იყო. რემსდეილი ვარაუდობს, რომ ვირუსი ადრე, სუპერმარკეტში შეეყარა. აარონ რემსდეილი: რა თქმა უნდა შოკში ვარ. არავისთან მიკონტაქტია და უცებ, ინებეთ… თურმე კორონავირუსი მჭირს. არანაირი სიმპტომი არ მაქვს. ამან უფრო შემაშინა. ვინ...

ექვსი აუტსაიდერის ულტიმატუმი
ჩანაწერი

ექვსი აუტსაიდერის ულტიმატუმი

„მირორი” წერს, რომ პრემიერლიგის ექვსი კლუბი ორშაბათს კოლეგებს კატეგორიულად გამოუცხადებს: გააუქმეთ პრემიერლიგიდან გავარდნა და ჩვენ შეწყვეტილ ჩემპიონატს ჩაგამთავრებინებთ! „ნორვიჩი”, „უოტფორდი”, „ასტონ ვილა”, „ბორნმუთი”, „ვესტ ჰემი” და „ბრაიტონი” ნეიტრალურ მოედნებზე თამაშს იმ შემთხვევაში დაყაბულდებიან, თუ გავადნა აღარ იქნება. ისინი პრემიერლიგის კლუბთა ორშაბათის ვიდეოკონფერენციაში სწორედ ამ მოთხოვნით მიიღებენ მონაწილეობას. ჩამოთვლილ კლუბთაგან ერთ-ერთის მაღალჩინოსანმა „მირორს” განუმარტა: „ყველა თავისი ინტერესებიდან...

არსენალის გვარდიოლა
ჩანაწერი

არსენალის გვარდიოლა

„არსენალის” ახალი მწვრთნელი მიკელ არტეტა ბორნმუთში, „დინ კორტზე”, გუნდის მთავარი მწვრთნელის რანგში თავის პირველ შეხვედრაზე, ზუსტად პეპ გვარდიოლასავით ჩაცმული მივიდა. არტეტა „მეთოფეთა” მწვრთნელად გასულ კვირას დაასახელეს, მანამდე კი „მანჩესტერ სიტიში” გვარდიოლას თანაშემწე იყო. ეს ამბავი ყველაზე ადრე ფანებმა შეამჩნიეს და ატყდა დიდი პოსტვა სოციალურ ქსელებში. „ხალხო, ზუსტად გვარდიოლასავით ჩაცმა რასაც უნდა ნიშნავდეს, ალბათ გასაგებია… ეტყობა...