გიორგი მამარდაშვილის კლუბს, „ვალენსიას”, ფინანსური პრობლემების გამო შემადგენლობის გაძლიერება არ შეუძლია, მაგრამ მწვრთნელი ჯენარო გატუზო გამოსავლის ძიებაშია. ადრეც გვითქვამს, რომ ახალი მოთამაშეების შესაძენად „ჩეებმა” ჯერ თავიანთი ვარსკვლავებიდან უნდა გაყიდონ რომელიმე და მხოლოდ ამის შემდეგ, შემოსული თანხით შეიძინონ ახალწვეული, მაგრამ ჯერჯერობით „გასაყიდები”, გონსალო გედეში, კარლოს სოლერი და ხოსე გაია „ვალენსიაში” რჩებიან.
და აი, ასეთ დროს გატუზო 22 წლის როდრიგო რიკელმეს შეძენაზე ფიქრობს. რიკელმე მადრიდელია, 22 წლის. ის „ატლეტიკოს” აღზრდილია და დღემდე „მატრასების მკერავებს” ეკუთვნის, მაგრამ ბოლო წლებში იჯარით არის გასხვისებული. 2020-21-ის სეზონში რიკელმე „ბორნმუთში” თამაშობდა, მაგრამ ჩემპიონშიპში შთაბეჭდილება ვერ მოახდინა და „ატლეტიკომ” სეგუნდა დივიზიონის „მირანდესში” გააქირავა.
„მირანდესში” როდრიგო რიკელმე კარგად ათამაშდა: 39 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა და 12 საგოლე პასი შეასრულა.
ესპანური პრესის ცნობით „ვალენსიას” გარდა ახალგაზრდა გარემარბის (ან უკანდაწეული თავდამსხმელის) შეძენით დაინტერესებულები არიან „რაიო ვალეკანო”, „მალიორკა” და „ვალიადოლიდი”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური17/09/2026 | 08:43ირაოლა მამარდას შესახებ…
აქეთურ-იქითური17/09/2026 | 07:09მბაპემ ლოზუნგი არ გამოაჩინა
აქეთურ-იქითური16/09/2026 | 14:13რონალდ კუმანს მეუღლე გარდაეცვალა
აქეთურ-იქითური16/09/2026 | 11:00რენი ჩივის – პარიზში თამაში არ უნდა
