არგენტინაში, მეოთხე დივიზიონის შეხვედრაში, სროლა ატყდა. ერთი ყმაწვილი საავადმყოფოში სიკვდილს ებრძვის. იყო შემზარავი სცენები. ბუენოს აირესის დერბიში, სტადიონზე, რომელსაც ჰქვია „კამპო მუნისიპალ დე დეპორტეს”, „ლუხანი” „ალემს” მასპინძლობდა. ქაოსი თამაშის დაწყებიდან 15 წუთში დაიწყო.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, 18 წლის ახალგაზრდა ტყვიით არის დაჭრილი. არეულობის მიზეზი სტუმარი გუნდის გულშემატკივრები ყოფილან, რომლებიც მანქანებით მოვარდნილან და ცეცხლი გაუხსნიათ. სულ მცირე შვიდი ადამიანია დაჭრილი.
შეტაკებები გაიმართა სტადიონის შიგნით და გარეთ. ხალხი ტყვიების გარდა ტრიბუნებიდან ნასროლი საგნებისა და ხელჩართული ჩხუბის გამოც დაზიანდა. მდგომარეობის განმუხტვისთვის მისულმა პოლიციამ რეზინის ტყვიები გამოიყენა.
ამბობენ, რომ სტუმარი გუნდის სათადარიგოთა სკამთან ჩამოვარდა ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელსაც ძლიერი ხმა აქვს. მსაჯმა შეხვედრა ჯერ შეაჩერა, შემდეგ კი შეწყვიტა და ფეხბურთელები გასახდელებში შეიყვანა. ამბობენ, რომ არის ერთი ვიდეოჩანაწერი, რომლის გაზიარება ტექნიკური მიზეზებით ვერ ხერხდება, სადაც ჩანს, როგორ იკიდებს დასისხლიანებული ბიჭი მუცელზე ხელს, სასწრაფო დახმარების ექიმი კი ცდილობს მას უშველოს.
დაზარალებულები ახლომდებარე ლოხანის ღვთისმშობლის სახელობის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გაზეთ „ოლეს” ვებ გვერდზე გავრცელდა „ალემის” მწვრთნელის ორასიო ფაბრეგატის სიტყვები, რომლებიც მან ჟურნალისტებს არეულობის დროს უთხრა:
„ჩვენ გასახდელში ვართ ჩაკეტილი. აქედან გამოსვლის შანსი არ გვაქვს. ველოდებით, როდის მოგვეცემა შინ წასვლის შესაძლებლობა.
რაღაც რომ ხდებოდა, პირველმა მე დავინახე. მყისვე დავუძახე მეოთხე მსაჯს და თამაშის შეწყვეტა მოვთხოვე.
ამის შემდეგ, ჩვენ სათადარიგოთა სკამს გავცილდით და მოედნის შუაში შევედით, რადგან ტრიბუნებიდან საგნებს გვესროდნენ და ერთი დიდხმიანი ბომბიც ჩამოაგდეს.
ვიცი, რომ სტადიონის გარეთ რაღაც სერიოზული ხდება, თუმცა ზუსტად ვერაფერს ვამბობ”.
https://www.youtube.com/watch?v=54WbwQ6mAZ0
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები30/05/2026 | 14:53საფრანგეთს ნოლეც დაემშვიდობა
ინტერვიუ30/05/2026 | 09:53ლუის ენრიკე: …რადგან არასდროს იცი შემდეგი ფინალი როდის მოგიწევს
მთავარი ამბავი30/05/2026 | 06:43ზურიკო კი საუკეთესო იყო, მაგრამ…
მთავარი ამბავი29/05/2026 | 12:32მამარდას თემაზე ლივერპულშიც დაიწერა
