„მონაკოსთან’’ ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფის შეხვედრიდან სამ დღეში „პარი სენ ჟერმენი’’ ლიგა 1-ს უბრუნდება. ცხრილის სათავეში მოქცეული პარიზელები ჰავრში გაემგზავრნენ და გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ იქ გამართა პრეს-კონფერენცია. – ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ჩელსი’’ შეგხვდათ. როგორია თქვენი რეაქცია? – საუცხოო კენჭისყრაა, ჩვენ გახარებულები ვართ. ამ გუნდს კარგად ვიცნობთ, მაგრამ შურისძიებაზე (კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში მარცხის გამო)…
„პარი სენ ჟერმენს’’ სავარაუდოდ თამაშს გადაუდებენ. ლაპარაკია „ნანტთან’’ შეხვედრაზე, რომელიც თავდაპირველი კალენდრის თანახმად ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის ორ მატჩს შორის უნდა გამართულიყო. მოგეხსენებათ, პსჟ-ს კენჭისყრამ ჩემპიონთა ლიგაში „ჩელსი’’ არგუნა, ლონდონელებთან ორ შეხვედრას შორის კი, 26-ე ტურში საფრანგეთის ჩემპიონს „პარკ დე პრენსზე’’ „იადონებისთვის’’ უნდა ემასპინძლა. პარიზელების პირველი დაპირისპირება „ჩელსისთან’’ 11 მარტს საფრანგეთის დედაქალაქში გაიმართება, ხოლო საპასუხო 17…
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა დანია სტუმრად დიდი ანგარიშით 89:71 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. უღიმღამო და ქულამწირი პირველი მეოთხედის (12:12) შემდეგ ჩვენმა გუნდმა ძალიან მოუმატა. მეორე მეოთხედი 27:20 მოიგო, ხოლო მესამე მეოთხედში 38:25 იმარჯვა და მატჩის ბედი ვადაზე ადრე გადაწყვიტა. მეოთხე პერიოდში წავაგეთ, მაგრამ ამ ფაქტს საერთო გამარჯვებაში ხელი არ შეუშლია….
ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალების წილისყრა გაიმართა. ორი დიდებული დაპირისპირება მივიღეთ: პსჟ – „ჩელსი“ და „რეალი“ – „სიტი“. დანარცენი გუნდები კი ასე დაწყვილდნენ: „გალათასარაი“ – „ლივერპული“, „ატალანტა“ – „ბაიერნი“, „ნიუკასლი“ – „ბარსელონა“, „ატლეტიკო“ – „ტოტენჰემი“, „ბოდო გლიმტი“ – „სპორტინგი“, „ლევერკუზენი“ – „არსენალი“. პირველი მატჩები 10-11 მარტს გაიმართება, საპასუხოები 17-18 მარტს.
ხვიჩა კვარაცხელია უეფამ ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფის სიმბოლურ გუნდში დაასახელა. შეგახსენებთ, ხვიჩას პსჟ-მ ორი მატჩის ჯამში 5:4 მონაკო დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. საპასუხო შეხვედრაში, რომელიც 2:2 მორჩა, ჩვენიანი შემტევი ერთ-ერთი საუკეთესო იყო და მეორე გატანილი გოლითაც გამორჩა. უეფამ სათანადოდ დააფასა კვარას გარჯა და სიმბოლურ გუნდის მარჯვენა ფლანგზე მიუჩინა ადგილი. ობლაკი (ატლეტიკო); ძაპაკოსტა (ატალანტა), ბიორტუფტი (ბოდო…
ბოლო რამდენიმე კვირაა ვინისიუს ჟუნიორი შესანიშნავად თამაშობს, მაგრამ მისი „რეალში’’ დარჩენა-არ დარჩენის საკითხი შესაძლოა კვლავ მძაფრად წამოიჭრას. ადრეც გვითქვამს, რომ ბრაზილიელს მადრიდელებთან კონტრაქტის თანახმად კიდევ 18 თვე აკავშირებს. მართალია თანამშრომლობის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მხარეებს შორის მოლაპარაკებები ზაფხულში უნდა გაიმართოს, მაგრამ არ არსებობს გარანტია, რომ ის წარმატებით დამთავრდება. „რეალს’’ ვარსკვლავის შენარჩუნება ძალიან უნდა, მაგრამ მისი მადის დაკმაყოფილებას…
არ ცხრება ლაპარაკი „პარი სენ ჟერმენისა’’ და „მონაკოს’’ ჩემპიონთალიგურ შეხვედრაში მონაკოელი მამადუ კულიბალის გაძევების შესახებ. ცეცხლზე ნავთს ასხამს რომ სებასტიან პოკონიოლის გუნდიდან ფეხბურთელი ორრაუნდიანი დაპირისპირების პირველ რაუნდშიც გააგდეს. „ლუი მეორეზე’’ წითელი ბარათო რუსმა ალექსანდრ გოლოვინმა მიიღო. შედეგად, გამოვიდა, რომ „მონაკომ’’ დედაქალაქელებთან ორივე მატჩი კაცნაკლულმა დაამთავრა და ორივე შემთხვევაში გაძევებამ თამაშის მსვლელობა პარიზელთა სასარგებლოდ შეცვალა. რა…
ეს იყო ბრძოლით, რთულად მოპოვებული გამარჯვება. პსჟ მერვედფინალში გავიდა. პარიზელებმა კარგად ჩატარებული მეორე ტაიმისა და „მონაკოს’’ ფეხბურთელის მამადუ კულიბალის გულუბრყვილო შეცდომის, სამ წუთში მიღებული ორი ყვითელი ბარათის წყალობით მოიგეს. და მაინც, მასპინძლებს ბოლო წამამდე მოუწიათ ნერვიულობა. მათ მწვრთნელს ლუის ენრიკეს ემოციათა მთელი ქარიშხლის გადატანა მოუხდა. მატჩის შემდეგ ესპანელი ფეხბურთის სპეციალისტი პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტებს ელაპარაკა. – თამაშის…
მთავარი საქმე გაკეთდა, „პარი სენ ჟერმენი’’ მერვედფინალშია, მაგრამ ასეთი თამაშით მომავალს მშვიდად ვერ უყურებ. ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფის ორივე შეხვედრაში პსჟ „მონაკოს’’ წინააღმდეგ იყო მძიმე, დუნე და არ ჰგავდა გუნდს, რომელმაც გასულ გათამაშებაში გაიმარჯვა. Footmercato იხსენებს, რომ „ლუი მეორეზე’’ პარიზელები 18 წუთის მერე უკვე 0:2-ს აგებდნენ და მხოლოდ დეზირე დუეს ჩინებულ თამაშს პლუს ალექსანდრ გოლოვინის…
ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალის საპასუხო მატჩში „პარი სენ-ჟერმენი“ „მონაკოს“ მასპინძლობს. პირველი ტაიმი პარიზელებმა 0:1 წააგეს. მეორე ტაიმში „მონაკო“ კაცნაკლული დარჩა და ჯერ მარკინიოსმა გაათანაბრა ანგარიში, რამდენიმე წუთში კი ხვიჩა კვარაცხელიამ მასპინძლები დააწინაურა.
„ტორინოს“ გულშემატკივრებმა გუნდის პრეზიდენტისა და მფლობელის ურბანო კაიროს წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს. გაბრაზებულმა ქომაგებმა კლუბის სავარჯიშო მოედანზე პიკაპით ნაკელი მიიტანეს და შესასვლელთან მიმოფანტეს. მოედნის გარშემო ღობეზე ასევე ეკიდა ბანერი წარწერით „კაიროს მსგავსი ნაგავი“. „ტორინო“ სერია A-ს ცხრილში 27 ქულით მე-15 ადგილზეა. გუნდი გასავარდნ ზონას სამი ქულით აჭარბებს. ისინი ასევე გამოეთიშნენ იტალიის თასს – მეოთხედფინალში „ინტერთან“…
გიორგი მიქაუტაძე ესპანეთის ლა ლიგის თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. საქართველოს ნაკრებისა და „ვილირეალის“ თავდამსხმელმა გამოკითხვაში, რომელიც ES Sports-ის გვერდზე მიმდინარეობდა, ფედერიკო ვალვერდეს („რეალი“), ლუის მილიას („ხეტაფე“), ტომა ლემარს („ჟირონა“) და აბდე ელზალზულის („ბეტისი“) აჯობა. თებერვალში მიქაუტაძემ ესპანეთის ჩემპიონატში ზედიზედ სამ თამშში გატანა გოლი – „ესპანიოლის“, „ხეტაფესა“ და „ლევანტეს“ კარში და ამას გარდა ერთი საგოლე გადაცემაც…
„ვილიარეალმა’’ ბოლო ტურში რეგიონული დერბი მოუგო „ვალენსიას’’ – 2:1. „ყვითელი წყალქვეშა ნავი’’ ლა ლიგის ცხრილში მესამე ადგილზეა და „ღამურებზე’’ თითქმის ორჯერ მეტი ქულა აქვს. სწორედ ამას ეძღვნება AS-ის წერილი, რომელიც შეგვახსენებს, რომ „ვალენსიამ’’ „ლა სერამიკაზე’’ თავისი 26 ვიზიტიდან 16 წააგო. სადღეისოდ, სხვაობა ამ ორ გუნდს შორის იმდენად დიდია, რომ ვილიარეალის ბანაკი თავს უფლებას აძლევს სოციალურ…
ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის ეტაპის ყველაზე დიდი სენსაცია „ბოდო/გლიმტის’’ მიერ „ინტერის’’ გაგდება იყო. ნორვეგიულმა გუნდმა გასული გათამაშების ფინალისტი პირველ შეხვედრაში 3:1 დაამარცხა, რასაც არც მეტი, არც ნაკლები „სან სიროზე’’ 2:1 მოგება დაამატა და მერვედფინალში გავიდა, სადაც „მანჩესტერ სიტის’’ ან „სპორტინგს’’ შეხვდება. „ინტერი’’ ინიციატივას ფლობდა. კარში დარტყმები: 30-7. მეორე მხრივ, კარში დარტყმა გოლს არ ნიშნავს. მეტი გოლი…
2021 წელს ლეო მესიმ „ბარსელონა’’ დატოვა და „პარი სენ ჟერმენში’’ გადავიდა. მაშინ წერდნენ, რომ არგენტინელი „ბარსას’’ პრეზიდენტის ჟოან ლაპორტას დამოკიდებულებით ძალიან უკმაყოფილო იყო. ლაპორტამ მას ჯერ კონტრაქტის გახანგრძლივება შესთავაზა, შემდეგ კი უკან დაიხია. მიზეზი კლუბის ფინანსური პრობლემები იყო. ვის და რატომ გაახსენდა ეს ამბავი 2026 წელს? საქმე ის არის, რომ წლეულს „ბარსელონას’’ პრეზიდენტის არჩევნებია. ლაპორტა…
„ლიონის’’ პორტუგალიელმა მწვრთნელმა პაულუ ფონსეკამ „ეკიპს’’ ინტერვიუ მისცა, რომელშიც აშშ-ს და ფიფას პრეზიდენტები დონალდ ტრამპი და ჯანი ინფანტინო გააკრიტიკა. ის შეეხო ბოლოხანს წამოწეულ საკითხს, უნდა დააბრუნონ თუ არა რუსული კლუბები საერთაშორისო შეჯიბრებებში. ფონსეკამ, რომელსაც უკრაინელი მეუღლე ჰყავს, თქვა: „ნუთუ ჩვენ სათამაშოდ მოსკოვში უნდა ვიაროთ, მაშინ როდესაც უკრაინელები თავიანთ ტერიტორიაზე ბურთს ვერ აგორებენ? ქვეყანა, რომელშიც შეიჭრნენ…
NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა და ორივე ქართველის გუნდმა ითამაშა. ორივემ მოიგო, მაგრამ ჩვენებურებს სხვადასხვა როლები ერგოთ. როგორც ხშირად ხდება, სანდრო მამუკელაშვილი მოედანზე იყო და გუნდს დაეხმარა, გოგა ბითაძეს კი არ უთამაშია. „ტორონტო“ მამუკელაშვილის ყოფილ გუნდს, „მილუოკის“ ესტუმრა და 122:94 დაამარცხა, რაშიც სანდრომ სოლიდური წვლილი შეიტანა. მამუმ მოედანზე 22:44 წუთი დაჰყო, რა დროშიც 15 ქულა, 4…
„მეცთან’’ შეხვედრის ბოლოს ხვიჩა კვარაცხელია ჩაიცუცქა. მასთან რამდენიმე თანაგუნდელი მივიდა. ქართველ გულშემატკივარს გულმა რეჩხი უყო: ხომ არ გაუმიზეზდა ქართული ფეხბურთის მთავარ ვარსკვლავს ერთი შეხედვით მოშუშებული ტრავმა? მაგრამ, „პარიზიენში’’ დღეს გამოქვეყნებული წერილიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ ხვიჩას პრობლემა არ აქვს და ის ოთხშაბათს „მონაკოსთან’’ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო შეხვედრაში ითამაშებს. ამის ნათელი დასტურია წერილის სათაურიც: „ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის…
AS: „ჟორჟ მიქაუტაძე იბრძოდა, მაგრამ იზოლირებული იყო. ერთხელ კარგად დაარტყა პირველ ტაიმში და ორი გარღვევა ჰქონდა მეორეში. მას თანაგუნდელებისგან მეტი მხარდაჭერა სჭირდება’’. ასე შეაფასა ესპანეთის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა სპორტულმა გაზეთმა ქართველი თავდამსხმელის თამაში ვალენსიურ დერბიში, რომლშიც „ვილიარეალმა’’ „ვალენსიას’’ შინ 2:1 მოუგო. ჩვენი მხრივ დავძენთ, რომ სრულიად ვეთანხმებით AS-ის შეფასებას. „შეხვედრა კარგად დავიწყეთ. მეტოქის გოლის შემდეგ…
ფიფა კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის წარმატებამ იმდენად მოხიბლა, რომ გადაწყვიტა შეჯიბრება განავითაროს. მოგეხსენებათ, 2025 წლის ზაფხულში მას აშშ-მ უმასპინძლა. გაიმარჯვა „ჩელსიმ’’. კლუბთა შემდეგი მუნდიალი 2029 წლისთვის არის დაგეგმილი, მაგრამ ამბობენ, რომ მსოფლიო ფეხბურთის შეფებს მისი უფრო ხშირად, კერძოდ ორი წელიწადში ერთხელ ჩატარება უნდათ. სად გაიმართება მომდევნო ჩემპიონატი? ეს ჯერ ცნობილი არ არის. ნამდვილი, ნაკრებთა მუნდიალი სამ…
საფრანგეთის ლიგა 2-ში ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენმა’’ „ლავალს’’ 2:1 მოუგო. შეხვედრა მასპინძლებისთვის იდეალურად დაიწყო: ბენ ოლდმა ბურთი შორეულ ძელთან ჩააწოდა, ილიე არაჯმა კი ხელით ითამაშა. მსაჯმა სამართლიანად დანიშნა პენალტი, რომელიც დავითაშვილმა გაიტანა. ქართველი თავდამსხმელის გოლმა „ჟოფრუა გიშარზე’’ შეკრებილი გულშემატკივარი აღაფრთოვანა. პირველ ტაიმში „სენტ ეტიენი’’ მოწინააღმდეგეს სჯობდა და 30-ე წუთზე ზურიკოს მეორე გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ…
იმაში, რომ „პარი სენ ჟერმნმა’’ აუტსაიდერ „მეცს’’ შინ 3:0 მოუგო განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ ქართველი გულშემატკივრისთვის ეს იყო გამორჩეული შეხვედრა, რადგან საფრანგეთის ლიგა 1-ში 11 წუთის განმავლობაში მოედანზე ერთბაშად ოთხი თანამემამულე იხილა: მასპინძელთა მხრიდან ხვიჩა კვარაცხელია, ხოლო სტუმართა მხრიდან სამი გიორგი – წიტაიშვილი, აბუაშვილი და ქვილითაია. თავიდან მხოლოდ წიტაიშვილმა ითამაშა. 64-ე წუთზე მას კვარაცხელია დაემატა, შემდეგ…
კონფერენციის ლიგის გათამაშებაში „აპოლომ“ ჯგუფური ეტაპი სამი ფრის შემდეგ, ფრანგულ „მონპელიესთან“ 20:13 მოგებით დაასრულა, მაგრამ ეს ფლეი ოფში გასასვლელად საკმარისი არ გამოდგა. „აპოლომ“ პირველი მეოთხედი 5:3 მოიგო, რის შემეგ უპირატესობას მეთოდურად ზრდიდა და საბოლოოდ, შვიდი ბურთით იმარჯვა. ამ მოგებით შვიდი ქულა გაუხდა და გაირკვა, რომ ხუთგუნდიან, C ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა. არადა, ძირითად დროში თამაში…
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა „რაგბი ევროპის“ 2026 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩიც ბონუსით მოიგო – ესპანელ „ლომებს“ სამის წილ 6 ლელო გაუტანა და 42:30 იმარჯვა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თბილისში, „ავჭალაზე“ გამარჯვებამ ბორჯღალოსნებს „ა“ ჯგუფი მოაგებინა, რის შედეგადაც 2 კვირაში ტურნირის ნახევარფინალი კვლავაც ავჭალაში გაიმართება, ოღონდაც მეტოქე მოგვიანებით გამოგვივლინდება რუმინეთს, გერმანიასა და ბელგიას…
წყალბურთელთა კონფერენციის ლიგაში „აპოლომ“ ძირითად დროში მესამე ფრე ითამაშა და პენალტების სერიაში მეორედ წააგო. ჩვენი გუნდი ამჯერად იტალიურ „დე აკერთან“ დამარცხდა – 15:16 და ჯგუფიდან გასვლა გაირთულა. არადა, მოსაგები თამაში იყო: პირველი მეოთხედში 5:3 წავიყვანეთ, მაგრამ ეს უპირატესობა მეორე მეოთხედში გავანიავეთ და დიდ შესვენებაზე გუნდები თანაბრად გავიდნენ – 7:7. კარგი გვქონდა მესამე მეოთხედიც და 10:8…
ფრანგი მცველი იბრაჰიმა კონატე „ლივერპულთან’’ კონტრაქტის ბოლო თვეებს ითვლის. ფეხბურთელის წარმომადგენლები მერსისაიდული კლუბის დირექტორებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. მხარეებს შორის შესაძლოა ახალი ხელშეკრულება გაფორმდეს. იგივე ვითარებაა შოტლანდიელ ენდი რობერტსონთან დაკავშირებითაც. მერსისაიდელები ფრთხილობენ. მათ არ უნდათ გაიმეორონ ისეთივე შეცდომა ტრენტ ალექსანდერ-არნოლდთან დაკავშირებით რომ მოუვიდათ, როდესაც ეს უკანასკნელი „რეალში’’ გადავიდა. საიტმა This is Anfield დათვალა, რომ 2027 და 2028…
„პარი სენ ჟერმენს’’ ხშირად ადარებენ ერთი წლის წინანდელ საკუთარ თავს და ეს ბუნებრივია. 2025 წლის დასაწყისში ლუის ენრიკეს გუნდი განსაკუთრებულ ფეხბურთს თამაშობდა. მან ეს დონე დაახლოებით ნახევარი წლის განმავლობაში შეინარჩუნა, შემდეგ კი გულშემატკივარს გაუჩნდა ეჭვი, რომ პარიზელთა თამაშის ხარისხი ძველებური აღარ იყო. „მეცთან’’ შეხვედრის წინა დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე გუნდის ესპანელ მწვრთნელს ლუის ენრიკეს სხვა თემებთან…
წყალბურთელთა კონფერენციის ლიგაში ქართულმა კლუბმა პირველი გამარჯვება მოიპოვა – „აპოლომ“ პენალტების სერიაში ხორვატული „პრიმოერიე რიეკა“ დაამარცხა და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაიტოვა. პირველი ტაიმი ქართული გუნდის იყო და ანგარიშს აკონტროლებდა. შესვენების შემდეგ სიტუაცია შეიცვალა და თამაშზე კონტროლი უკვე ხორვატებმა დაამყარეს. „აპოლომ“ თამაში ბოლო წამზე გატანილი გოლით გადაარჩინა და ძირითადი დრო 13:13 დამთავრდა. პენალტების სერია ხანგრძლივი გამოდგა…
NBA-ში რეგულარული სეზონი განახლდა. თითქმის ერთკვირიანი უქმობის შემდეგ ორივე ქართველის გუნდმა ითამაშა. მოიგო ორივემ, მაგრამ ერთი ჩვენებური პარკეტზე არ გასულა. გოგა ბითაძის „ორლანდომ“ სტუმრად „საკრამენტოს“ 131:94 აჯობა. „ჯადოქრების“ მწვრთნელმა კი, მოედანზე ბითაძის გარდა ყველა კალათბურთელი შეუშვა. ეს კი არ არის დამაიმედებელი ამბავი, როდესაც „გარბიჯ თაიმშიც“ სათამაშო დრო არ ეძლევა. „ორლანდოს“ კი, 29 მოგების წილ, 25…
რაგბი ევროპის“ 2026 წლის ჩემპიონატმა, როგორც იქნა, საქართველომდე მოაღწია – შაბათს, მიმდინარე გათამაშებაში პირველად, საქართველოს ბორჯღალოსნები მშობლიურ „ავჭალაზე“ ითამაშებენ. „ა“ ჯგუფის გადამწყვეტი მატჩი 15 საათზე დაიწყება და მარკო ბორტოლამის ბიჭების მეტოქე ესპანეთის ნაკრები იქნება. ორივე გუნდმა საწყის ორ ტურში ქულათა მაქსიმუმი დააგროვა და შაბათის ჯახი მხოლოდ იმას დაადგენს, თუ ვინ ითამაშებს ნახევარფინალს საკუთარ მოედანზე და…
ესპანეთის საკლუბო ფეხბურთში ერთხანს მშვიდობა სუფევდა. ისტორიულად დაპირისპირებული კლუბები თითქოსდა აღარ მტრობდნენ ერთმანეთს, რაც უპირველეს ყოვლისა სუპერლიგის პროექტით იყო განპირობებული, მაგრამ აი, ჩაიშალა ეს პროექტი და მათ კვლავ ხმლები იშიშვლეს. „რეალისა’’ და „ბარსელონას’’ გაუთავებელ ქიშპობაზე ბევრი დაწერილა, ახლა კი მადრიდის ორი კლუბის „რეალისა’’ და „ატლეტიკოს’’ კონფლიქტზეც დაიწყეს ლაპარაკი. საქმე ის არის, რომ ესპანეთის დედაქალაქის ორ…
სამი ქართველი ფეხბურთელის, სამი გიორგის ― წიტაიშვილის, აბუაშვილისა და ქვილითაიას ― გუნდი „მეცი’’ ლიგა 1-ის ცხრილში ბოლო ადგილზეა და შაბათს „პარკ დე პრენსზე’’ „პარი სენ ჟერმენს’’ უნდა ესტუმროს. ბენუა ტავენოს შეგირდები უმძიმესი გამოწვევის წინაშე დგანან, მაგრამ როგორც ფრანგული პრესა წერს ყურების ჩამოყრას არ აპირებენ. ტავენო, „ბასტიას’’ ყოფილი თავკაცი, დარწმუნებულია, რომ გუნდი ჯერ კიდევ შეიძლება გადარჩეს,…
მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე დასრულდა ტურნირი ფიგურულ ციგურაობაში ქალთა შორის, სადაც საქართველოს სახელით ანასტასია გუბანოვა გამოდიოდა. გუბანოვა მოკლე პროგრამის შემდეგ მეექვსე ადგილზე იყო, მაგრამ თავისუფალ პროგრამაში მხოლოდ მე-11 შედეგი აჩვენა და ჯამში მოპოვებული 209.99 ქულით, საბოლოოდ, მეცხრე ადგილზე დარჩა. ისიც ვთქვათ, რომ გუბანოვამ წინა ოლიმპიურ თამაშებზე მე-10 ადგილი დაიკავა და ახლა ეს…
დაიწყო წყალბურთელთა კონფერეს ლიგა, სადაც ორი ქართული გუნდი გამოდის – თბილისის „აპოლო“ და „დინამო“. „აპოლო“ C ჯგუფშია, სადაც მეტოქედ უნგრული „ჰონვედი“ ჰყავდა და გამარჯვებასთანაც ახლოს იყო. თუმცა, საბოლოოდ, პენალტებში 19:20 დამარცხდა. „აპოლომ“ კარგად დაიწყო და მეორე მეოთხედის მიმდინარეობისას ორჯერ ოთხი ბურთით დაწინაურდა, დიდ შესვენებაზე კი, სამბურთიანი ჰანდიკაპით გავიდა. ბოლო ნაწილი უნგრელებმა უკეთ ჩაატარეს: მესამე მეოთხედში…
ეს მოსალოდნელი იყო, მაგრამ ახლა ოფიციალურად დადასტურებული ფაქტია: „მარსელის „ოლიმპიკს’’ ჰაბიბ ბეიე გაწვრთნის. კლუბმა გამოაცხადა, რომ რობერტო დე ძერბი ფეხბურთის 48 წლის სპეციალისტმა შეცვალა. ბეიე ბოლოს „რენში’’ მუშაობდა, საიდანაც დაახლოებით მაშინ გაათავისუფლეს, როდესაც დე ძერბი „მარსელიდან’’. სენეგალის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ზღვისპირელებთან 2027 წლის ივნისამდე გააფორმა ხელშეკრულება. ის დაუბრუნდა კლუბს, რომელშიც 2003-07 წლებში თამაშობდა და რომლის…
AS: „ქართველმა მერვე გოლი გაიტანა. ყოველთვის, როდესაც ის მეტიუ რაიანის საჯარიმოში შედიოდა, ხიფათს ქმნიდა. ავსტრალიელმა მეკარემ საუცხოოდ მოიგერია მისი დარტყმული მაღალ კუთხეში, ხოლო დელამ კიდევ ერთ ეპიზოდში კარის ხაზიდან გამოიტანა ბურთი, რითაც კიდევ ერთი გოლის შეგდების შესაძლებლობა არ მისცა. მოედანზე ის იყო ნამდვილად გამორჩეული ფეხბურთელი’’. ასეთი გახლდათ ქართველი თავდამსხმელისთვის ვალენსიაში გამართული მე-16 ტურის თამაში „ლევანტესა’’…
ესპანეთის ლა ლიგაში „ვილიარეალი“ სტუმრად „ლევანტეს“ ეთამაშება. შეხვედრაში ანგარიში გიორგი მიქაუტაძემ გახსნა, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატში ზედიზედ მესამე მატჩში მოახერხა გოლის გატანა. იხილეთ ვიდეო:
„ბენფიკას“ მწვრთნელმა ჟოზე მოურინიუმ კომენტარი გააკეთა რასობრივ სკანდალზე, რომელიც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის რაუნდის პირველ მატჩში მადრიდის „რეალთან“ თამაშისას მოხდა. სტუმრებმა 1:0 გაიმარჯვეს. „ორივე მხარეს მოვუსმინე. ვინისიუსი ერთს ამბობს, პრესტიანი კი სრულიად სხვას. ჩემთვის მნიშვნელოვანია ობიექტურობა შევინარჩუნო და არ ვაპირებ რომელიმე მხარის დაჭერას. ინციდენტამდე კარგი ფეხბურთი ვნახეთ. „ბენფიკამ“ ძლიერად დაიწყო, თუმც მადრიდელებმა მეორე ტაიმში უკეთ ითამაშეს“….
ლისაბონში სკანდალი ატყდა. „ბენფიკასა’’ და „რეალის’’ შეხვედრაში მადრიდელების ბრაზილიელ ვარსკვლავს ვინისიუს ჟუნიორს სავარაუდოდ რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს. ეს გახლდათ ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის ეტაპის პირველი შეხვედრა, რომელიც სტუმრებმა ვინისიუსის გოლით 1:0 მოიგეს. მადრიდელმა გოლი მეორე ტაიმის დასაწყისში, 50-ე წუთზე გაიტანა. მან ოსტატურად ითამაშა და შემდეგ გოლი იზეიმა, მაგრამ მსაჯის აზრით გამოხატვაში გადააჭარბა და ყვითელი ბარათით დასაჯა. როდესაც…
ორბურთიანი ჩამორჩენის მიუხედავად „პარი სენ ჟერმენმა’’ მონაკოში 3:2 მოიგო. ეს იყო ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის პირველი შეხვედრა, რომელიც ლუი მეორის სახელობის სტადიონზე გაიმართა და რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 69 წუთი დაჰყო. პარიზელთა მთავარი გმირი რასაკვირველია დეზირე დუე გახლდათ. ის მოედანზე 27-ე წუთზე ოსმან დემბელეს ნაცვლად შევიდა და შესვენებამდე ერთი თვითონ გაიტანა, ხოლო მეორე აშრაფ ჰაკიმის გაატანინა….
„ბარსელონამ’’ ჟირონაში უპირატესობა გაუშვა ხელიდან და წააგო – 1:2. ესპანური პრესა თანხმდება, რომ უპირველეს ყოვლისა მდგომარეობა თავად „ბლაუგრანამ’’ გაირთულა, შემდეგ კი იყო მსაჯის რამდენიმე სადავო გადაწყვეტილება. ეს კატალონიელთა მთავარი გუნდისთვის გადაულახავი პრობლემა გამოდგა, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმის მიწურულს ლამინ იამალმა პენალტი გაარტყა ძელს. პლუს „ბარსა’’ დაცვაში თამაშობდა ძალიან ცუდად. ამიტომაც თქვა მატჩის შემდეგ…
„მონაკოსთან’’ ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის პირველი მატჩის წინ „პარი სენ ჟერმენის’’ მწვრთნელს ლუის ენრიკეს არ აშფოთებს ოსმან დემბელეს კომენტარი, რომელიც 2025 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა რენში წაგების შემდეგ გააკეთა. მას პსჟ-ს თამაშის ხარისხი აინტერესებს. ესპანელმა მატჩისწინა პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს გასცა პასუხი. – პსჟ-ს ჰყავს აშრაფ ჰაკიმი და ნუნუ მენდეში, ძალიან აქტიური განაპირა მცველები. ამით თქვენი გუნდი…
მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველომ ისტორიული მედალი მოიპოვა და ეს ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას დუეტმა მოახერხა. ფიგურულ ციგურაობის სპორტულ წყვილებში საქართველოს წარმომადგენლები მეორე ადგილზე გავიდნენ. მეტელკინა-ბერულავა მოკლე პროგრამის შემდეგაც მეორე ადგილზე იყვნენ, მაგრამ ყველაფერი თავისუფალ პროგრამას უნდა გადაეწყვიტა, სადაც ჩვენებმა მცირე ხარვეზებით, მაგრამ დამაჯერებლად ისრიალეს და ისტორია დაწერეს. მეტელკინა-ბერულავამ თავისუფალ პროგრამაში…
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები 27 თებერვალს დანიის ნაკრებთან სტუმრად, კოპენჰაგენში, ხოლო 2 მარტს – თბილისში მსოფლიო ჩემპიონატის ორ შესარჩევ მატჩს გამართავს. ამ მატჩებისთვის ეროვნულ გუნდს ახალი ნატურალიზებული მოთამაშე – მარკის რიდი შეუერთდება. რიდი თურქული „ტრაბზონსპორის“ უკანახაზელია. იგი 2023/24 და 2024/25 წლებში თურქეთის ლიგის საუკეთესო მექულე, 2024/25 წელს კი FIBA Europe Cup-ის საუკეთესო ბომბარიდირი გახდა და თურქეთის…
ვინისიუს ჟუნორი 18 თვის განმავლობაში მოედანზე თავის თავს არ ჰგავდა, მაგრამ ბოლოხანს ისევ ძველ ვინის მოგვაგონებს. რამდენიმე კვირაა ბრაზილიელი კარგად თამაშობს, რაც „რეალის’’ გულშემატკივარს ახარებს, რადგან უკვე ხშირად ისმოდა ლაპარაკი მისი მადრიდიდან წასვლის შესახებ. ვინისუსს ამჟამინდელი კონტრაქტის ვადა 2027 წლის ივნისში ეწურება, ახალ ხელშეკრულებაზე კი ჯერ არაფერი ისმის. ამის მიუხედავად AS-თან ინტერვიუში ფეხბურთელმა თქვა, რომ…
უეფამ ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის ეტაპზე „პარი სენ ჟერმენისა’’ და „მონაკოს’’ პირველი შეხვედრის მსაჯად 43 წლის ესპანელი ხესუს ხილ მანსანო დანიშნა. მანსანოს ასისტენტებიც ესპანელები იქნებიან. შეხვედრა სამშაბათს, 17 თებერვალს მონაკოში „სტად ლუი მეორეზე’’ გაიმართება. სტატისტიკა ამბობს, რომ ეს არბიტრი უკვე პსჟ-ს მეექვსე თამაშს მოემსახურება. პირველად მისი და პარზელთა გზები 2021 წელს გადაიკვეთა, ხოლო ბოლოს ხილ მანსანომ…
„მარსელში’’ სერიოზული ძვრებია: მწვრთნელის რობერტო დე ძერბის გაშვების შემდეგ თანამდებობა დატოვა კლუბისთვის ძალიან მნიშვნელოვანმა ფიგურამ, სპორტულმა დირექტორმა მეჰდი ბენატიამ. მაროკოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა გამოაქვეყნა წერილი, რომლითაც ის გულშემატკივარს თავისი გადაწყვეტილების მიზეზს უხსნის. ბენატიამ დაწერა, რომ კლიმატი, რომელიც კლუბის გარშემო შეიქმნა გაუსაძლისი გახდა. ზეწოლამ, რომლის ქვეშაც „მარსელი’’ ჩემპიონთა ლიგაში „ბრიუგესა’’ და ლიგა 1-ში „პარი სენ ჟერმენთან’’…
საქართველოს ბორჯღალოსნებმა ამსტერდამის ეროვნული სარაგბო ცენტრის მომცრო სტადიონზე იქაური ნაკრები 61:12 დაამარცხეს და „რაგბი ევროპის“ 2026 წლის ჩემპიონატის მეორე ტურის შემდეგ „ა“ ჯგუფის ლიდერობა შეინარჩუნეს. პირველ ტურში ნიდერლანდების ნაკრებმა ესპანეთს უმასპინძლა, რომელიც არსებითად უფრო მაღალი დონის გუნდია, ამდენად 5 გატანილი ლელო და არცთუ დიდი სხვაობით – 33:51 მარცხი ერთგვარ მოულოდნელობად ჩაითვალა. პირველი ტაიმის საწყისი 15…
მას მერე, რაც „პარი სენ ჟერმენმა’’ „რენთან’’ 1:3 წააგო, „ლანსს’’ ლიგა 1-ის ცხრილში პირველ ადგილზე დაბრუნების შესაძლებლობა მიეცა და შანსი ხელიდან არ გაუშვა. ჩრდილოელებმა „პარკ დე პრენსის’’ გვერდით მდებარე „სტად ჟან ბუენზე’’ 5:0 მოუგეს დედაქალაქის მეორე გუნდ „პარიზს’’. კარგად ესმოდათ რა შეხვედრის მნიშვნელობა პიერ საჟის ბიჭებმა თამაში სწრაფად დაიწყეს. უკვე მერამდენედ გამოავლინა ეფექტურობა ფლირიან ტოვენისა…
ილია ზაბარნი „პარი სენ ჟერმენმა’’ „ბორნმუთისგან’’ 63 მილიონ ევროდ იყიდა. საფრანგეთის დედაქალაქის კლუბს იმედი ჰქონდა, რომ უკრაინელი ცენტრალური მცველი მყისიერად გახდებოდა მარკინიოსის კონკურენტი და ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრებდა ადგილს. Maxifoot-ის თქმით, 23 წლის ახალწვეული მეტწილად წარუმატებლად თამაშობს. ბოლო შეხვედრაში, რომელიც ჩემპიონმა რენში 1:3 წააგო, ზაბარნი კვლავ გუნდის ერთ-ერთი სუსტი რგოლი გამოდგა. მან რამდენჯერმე წააქცია მოწინააღმდეგე, რის…
| Powered by WordPress | Theme by TheBootstrapThemes