ქართულმა წყვილმა, ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ კიდევ ერთი ისტორია დაწერეს – მსოფლიო ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს წარმომადგენლები კვარცხლბეკზე პირველად დადგნენ. მოკლე პროგრამის შემდეგ, მეტელკინა-ბერულავა პირველ ადგილზე მყოფ მინერვა ფაბიენ ჰასე-ნიკიტა ვოლოდინის წყვილს მხოლოდ 0.33 ქულით ჩამორჩებოდნენ. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ჩვენები თავისუფალ პროგრამაში უკეთ ასპარეზობენ, ოქროს იმედიც გვქონდა. თუმცა, აჯერად ჩვენს წყვილს პროგრამა ისეთი...
ჭდე: ანასტასია გუბანოვა
მეტელკინა-ბერულავა სტატუსს ამართლებენ
პრაღაში დაიწყო მსოფლიო ჩემპიონატი ფიგურული ციგურაობაში. ჩეხეთის დედაქალაქში საქართველოს დელეგაცია სრული, საბრძოლო შემადგენლობით ჩავიდა და პირველივე დღეს უკვე მედლის მოპოვების შანსი გაუჩნდა. ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა ფავორიტთა შორის ისეც იყვნენ და ეს სტატუსი გაამრთლეს. ჩვენმა წყვილმა მსაჯებისგან კარიერის საუკეთესო შედეგი – 79.45 ქულა დაიმსახურეს. თუმცა, ეს შედეგი მოკლე პროგრამის მოსაგებად საკმარისი მაინც არ გამოდგა....
გუბანოვა მეცხრეა
მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე დასრულდა ტურნირი ფიგურულ ციგურაობაში ქალთა შორის, სადაც საქართველოს სახელით ანასტასია გუბანოვა გამოდიოდა. გუბანოვა მოკლე პროგრამის შემდეგ მეექვსე ადგილზე იყო, მაგრამ თავისუფალ პროგრამაში მხოლოდ მე-11 შედეგი აჩვენა და ჯამში მოპოვებული 209.99 ქულით, საბოლოოდ, მეცხრე ადგილზე დარჩა. ისიც ვთქვათ, რომ გუბანოვამ წინა ოლიმპიურ თამაშებზე მე-10 ადგილი დაიკავა და ახლა ეს...
ისტორიამდე არ მიგვიშვეს
მილანი – კორტინას ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ოლიმპიურმა ნაკრებმა გუნდური მეოთხე ადგილი დაიკავა და ისტორიის დაწერამდე მცირედი დააკლდა. აქამდე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მედალი არ მოგვიპოვებია. შანსი გაჩნდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. მეტოქეებიც უკეთესები იყვნენ, ნაკლები შეცდომები დაუშვეს და მედალმდე არ მიგვიშვეს. 10 გუნდიდან ფინალში გადავიდა: აშშ, კანადა, იტალია, იაპონია და საქართველო. რითმულ ცეკვებში...
მეორე ფიგურული მედალი
ლიეტუვაში მიმდინარე ფიგურულ მოციგურავეთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაციას მეორე მედალი აქვს – ანასტასია გუბანოვა კონტინენტის პირველობაზე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. გუბანოვა მოკლე პროგრამის შემდეგ მესამე იყო, მაგრამ თავისუფალ პროგრამაში უკეთ ისრიალა და ჯამში 206.52 ქულით მეორე შედეგი აჩვენა. 21 წლის მოციგურავე შარშან ევროპის ჩემპიონი გახდა და საქართველოს ისტორიული ოქრო მოუპოვა, მაგრამ წლეულს მხოლოდ ვერცხლს დასჯერდა....
გუბანოვას ქართული ევროოქრო
საქართველოს სახელით მოასპარეზე 20 წლის ანასტასია გუბანოვამ ჩვენს ქვეყანას ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი მოუპოვა. ეს ფინეთის ქალაქ ესპოოში მოხდა და ქართული ფიგურული ციგურაობის ისტორიაში პირველი შემთხვევაა. აქამდე, ევროპის ჩემპიონატებზე საქართველოს სულ სამი მედალი ჰქონდა მოპოვებული: ორჯერ ელენე გედევანიშვილმა (2010, 2012) და ერთხელაც მორის ყვითელაშვილმა (2020) ევროპირველობაზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. გუბანოვა მოკლე პროგრამის შემდეგ 69.81 ქულით...





