„ბარსელონამ’’ ჟირონაში უპირატესობა გაუშვა ხელიდან და წააგო – 1:2. ესპანური პრესა თანხმდება, რომ უპირველეს ყოვლისა მდგომარეობა თავად „ბლაუგრანამ’’ გაირთულა, შემდეგ კი იყო მსაჯის რამდენიმე სადავო გადაწყვეტილება. ეს კატალონიელთა მთავარი გუნდისთვის გადაულახავი პრობლემა გამოდგა, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმის მიწურულს ლამინ იამალმა პენალტი გაარტყა ძელს. პლუს „ბარსა’’ დაცვაში თამაშობდა ძალიან ცუდად. ამიტომაც თქვა მატჩის შემდეგ...
