წყალბურთელთა კონფერენციის ლიგაში „აპოლომ“ ძირითად დროში მესამე ფრე ითამაშა და პენალტების სერიაში მეორედ წააგო. ჩვენი გუნდი ამჯერად იტალიურ „დე აკერთან“ დამარცხდა – 15:16 და ჯგუფიდან გასვლა გაირთულა. არადა, მოსაგები თამაში იყო: პირველი მეოთხედში 5:3 წავიყვანეთ, მაგრამ ეს უპირატესობა მეორე მეოთხედში გავანიავეთ და დიდ შესვენებაზე გუნდები თანაბრად გავიდნენ – 7:7. კარგი გვქონდა მესამე მეოთხედიც და 10:8...
ჭდე: აპოლო
აპოლომ ხორვატები დაამარცხა
წყალბურთელთა კონფერენციის ლიგაში ქართულმა კლუბმა პირველი გამარჯვება მოიპოვა – „აპოლომ“ პენალტების სერიაში ხორვატული „პრიმოერიე რიეკა“ დაამარცხა და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაიტოვა. პირველი ტაიმი ქართული გუნდის იყო და ანგარიშს აკონტროლებდა. შესვენების შემდეგ სიტუაცია შეიცვალა და თამაშზე კონტროლი უკვე ხორვატებმა დაამყარეს. „აპოლომ“ თამაში ბოლო წამზე გატანილი გოლით გადაარჩინა და ძირითადი დრო 13:13 დამთავრდა. პენალტების სერია ხანგრძლივი გამოდგა...
აპოლოს სენსაცია ჩაუშალეს
დაიწყო წყალბურთელთა კონფერეს ლიგა, სადაც ორი ქართული გუნდი გამოდის – თბილისის „აპოლო“ და „დინამო“. „აპოლო“ C ჯგუფშია, სადაც მეტოქედ უნგრული „ჰონვედი“ ჰყავდა და გამარჯვებასთანაც ახლოს იყო. თუმცა, საბოლოოდ, პენალტებში 19:20 დამარცხდა. „აპოლომ“ კარგად დაიწყო და მეორე მეოთხედის მიმდინარეობისას ორჯერ ოთხი ბურთით დაწინაურდა, დიდ შესვენებაზე კი, სამბურთიანი ჰანდიკაპით გავიდა. ბოლო ნაწილი უნგრელებმა უკეთ ჩაატარეს: მესამე მეოთხედში...


