საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა „რაგბი ევროპის“ 2026 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩიც ბონუსით მოიგო – ესპანელ „ლომებს“ სამის წილ 6 ლელო გაუტანა და 42:30 იმარჯვა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თბილისში, „ავჭალაზე“ გამარჯვებამ ბორჯღალოსნებს „ა“ ჯგუფი მოაგებინა, რის შედეგადაც 2 კვირაში ტურნირის ნახევარფინალი კვლავაც ავჭალაში გაიმართება, ოღონდაც მეტოქე მოგვიანებით გამოგვივლინდება რუმინეთს, გერმანიასა და ბელგიას...
ჭდე: საქართველოს მორაგბეთა ნაკრები
61:12 ამსტერდამიდან
საქართველოს ბორჯღალოსნებმა ამსტერდამის ეროვნული სარაგბო ცენტრის მომცრო სტადიონზე იქაური ნაკრები 61:12 დაამარცხეს და „რაგბი ევროპის“ 2026 წლის ჩემპიონატის მეორე ტურის შემდეგ „ა“ ჯგუფის ლიდერობა შეინარჩუნეს. პირველ ტურში ნიდერლანდების ნაკრებმა ესპანეთს უმასპინძლა, რომელიც არსებითად უფრო მაღალი დონის გუნდია, ამდენად 5 გატანილი ლელო და არცთუ დიდი სხვაობით – 33:51 მარცხი ერთგვარ მოულოდნელობად ჩაითვალა. პირველი ტაიმის საწყისი 15...
ლობჟანიძის 100 და 8 ლელო ივერდონში
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის მე-18 ჩემპიონობის მოპოვებისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა. შვეიცარიის ქალაქ ივერდონის „სტად მუნისიპალზე“ იტალიელი მარკო ბორტოლამის მიერ დამოძღვრილმა ბორჯღალოსნებმა შვეიცარიელ „ედელვაისებს“ მთლად შარშანდელივით 110:0 ვერა, მაგრამ 54:3 კი მოუგეს. 2026 წლის გათამაშების სტარტზე საქართველოს ნაკრებში დებიუტი ერთბაშად 5 მორაგბეს ჰქონდა. ნიკოლოს რეხვიაშვილი და ოთარ მეტრეველი სულაც სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ და ამ...
ექვსი ლელო და მიღწეული მიზანი
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა „რაგბი ევროპის“ 2025 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩიც მოიგო და გარდა იმისა, რომ ხსენებული ტურნირის ნახევარფინალში ვადამდე ადრე გავიდა, ამასთან მსოფლიოს 2027 წლის თასის საგზურიც მოიპოვა. „ავჭალაზე“ ბორჯღალოსნებმა ნიდერლანდების ნაკრებს 40:7 სძლიეს. არადა, როცა ანგარიში 40:0 იყო, ქართველებმა კიდევ ორი ლელო გაიტანეს, რომელთაგან მეორე გარდასახეს კიდეც, თუმცა ვიდეორეფერის ჩარევის შედეგად...
როცა გამარჯვება ხელიდან გისხლტება
გენუის „ლუიჯი ფერარისზე“ ნამდვილი ომი იყო – იტალიის მორაგბეთა ნაკრები პირველ ტაიმში ბორჯღალოსნებისგან ორი ლელოს მიღების შედეგად 6:17 მარცხდებოდა, მაგრამ მეორე ნახევარში ორი უპასუხი ლელო-გარდასახვა მიითვალა და უმძიმესი გამარჯვება იზეიმა – 20:17. საქართველოს ნაკრები პირველ ტაიმში უბრალოდ დაფრინავდა. ყოველ შემთხვევაში, დავით ნინიაშვილი ჰაერში უფრო ხშირად იყო, ვიდრე გაზონზე. ეს ხუმრობით, თორემ „ნინი“ საწყის 40 წუთში...
გენუაში იტალიის დასამარცხებლად
კვირას, გენუის „ლუიჯი ფერარისზე“ საქართველოს ბორჯღალოსნები „შემოდგომის ერთა სერიების“ ეგიდით იტალიის ნაკრების წინააღმდეგ ტესტ-მატჩს გამართავენ. შეხვედრა 17:40-ზე დაიწყება და მას ცნობილი ახალზელანდიელი რეფერი ბენ ოკეფი გაუძღვება. შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ იტალიელებმა მშობლიურ უდინეში არგენტინის ნაკრებისგან მეტად მტკივნეული მარცხი განიცადეს – 18:50, ხოლო ბორჯღალოსნებმა მარსელში ახალი ზელანდიის XV-ს ცხარე ბრძოლა კი გაუმართეს, მაგრამ „ოლ ბლექსის“...
ტაბუცაძის ჰეთ-თრიქი და 43:5
საქართველოს მორაბეთა ნაკრებმა „მიხეილ მესხზე“ რუმინეთს უმასპინძლა, ერთის წილ 7 ლელო გაუტანა, 43:5 იმარჯვა და „რაგბი ევროპის“ 2024 წლის ჩემპიონატის ფინალში გავიდა, რომელიც 17 მარტს პარიზის „ჟან ბუენზე“ გაიმართება. მიმდიანრე გათამაშებაში ბორჯღალოსნებს პირველად დაემატნენ ვასილ ლობჟანიძე და დავით ნინიაშვილი და ამ წყვილის გამოჩენამ ნაკრებს ახალი ელფერი შესძინა – პირველი ბურთს უფრო სწრაფად ათამაშებდა, მეორე კი...
ნაკრებმა მოიგო, შარიქაძე ცენტურიონია
ბორჯღალოსნებმა „რაგბი ევროპის“ 2024 წლის ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყეს – გერმანიის ნაკრებს სტუმრად 28:17 მოუეგს და სატურნირო ცხრილსაც სათავეში ჩაუდგნენ. ანგარიში აშკარად მოულოდნელია, 11-ქულიანი სხვაობით გერმანია საქართველოსთან მხოლოდ ერთხელ, სულ პირველ, 1996 წელს „დინამოზე“ გამართულ მატჩში დამარცხდა, რასაც სტუმარი მორაგბეების მასობრივი გალახვაც მოჰყვა. ჰოდა, კვირას დესაუში ბორჯღალოსნებმა კვლავ 11-ქულიანი უპიარტესობით იმარჯვეს. როგორც წესი, საქართველო გერმანიას ანადგურებს...
გერმანიასთან ექვსი ახალი ბორჯღალოსნით
4 თებერვალს 18 საათზე დაიწყება გერმანიისა და საქართველოს მორაგბეთა ნაკრებების მატჩი, რომლითაც სტარტი მიეცემა ბორჯღალოსნების ახალ საერთაშორისო სეზონს. ეს იქნება სასტარტო მატჩი ტურნირისა, რომლის გამარჯვებულიც ქართული ეროვნული გუნდი ისტორიაში კონკურენტებზე ბევრად მეტჯერ გამხდარა. ნაკრებს რომ თავი დავანებოთ, მარტო მისი ამჟამინდელი კაპიტანი, მერაბ შარიქაძე „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის (და ყველა მისი წინამორბედი ტურნირის) 11-გზის ჩემპიონია! რადგან შარიქაძე...
კარდიფის გმირობის გასამეორებლად
შაბათს, 7 ოქტომბერს საქართველოს ბორჯღალოსნები X მსოფლიო თასზე გამოსვლას დაასრულებენ. ნანტის „ბოჟუარზე“ ლევან მაისაშვილის გუნდი უორენ გეტლანდის უელსს დაუპირისპირდება, რომელმაც მეოთხედფინალში გასვლა რახანია გაინაღდა და მიზნად ისღა დარჩა, ქართველებთან შეხვედრაში თუნდაც ქულა დააგროვოს, რათა ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდოს. ჯგუფში პირველობა ნიშნავს პლეი-ოფში არგენტინასა ან იაპონიაზე გასვლას, რაც ინგლისთან შეჯახებას ალბათ სჯობს. თუმცა, ეჭვი ნურავის შეეპარება...









