მართალია ოთხშაბათს „მონაკოსთან’’ და შაბათს „ლე ავრთან’’ „პარი სენ ჟერმენის’’ თამაში უზადო არ ყოფილა, მაგრამ შედეგის თვალსაზრისით ლუის ენრიკეს გუნდისთვის გასული კვირა თითქმის იდეალური გამოვიდა. პსჟ ჯერ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გავიდა, შემდეგ კი ლიგა 1-ის ცხრილში ოთხქულიანი უპირატესობით დამკვიდრდა პირველ ადგილზე. „ლე ავრთან’’ მატჩის შემდეგ ლუის ენრიკემ პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. – რაზე ამახვილებს ყურადღებას...
ჭდე: ლე ავრი
პსჟ-მ მოიგო, კვარამ – მოინდომა
„პარი სენ ჟერმენმა’’ სტუმრად „ლე ავრთან’’ მოგებით მთავარი საქმე გააკეთა ― სამი ქულა ჩაიწერა და ცხრილში „ლანსს’’ უკვე 4 ქულით უსწრებს. პარიზელები მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდნენ ინიციატივას, რის პირდაპირი მტკიცებულებაც გახლავთ ის, რომ მედიამ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ ერთხმად და სამართლიანად დაასახელა მასპინძელთა მეკარე მორი დიავი. სენეგალელმა 7 დარტყმა მოიგერია, მათ შორის დეზირე დუეს მიერ 79-ე...
ლუის ენრიკე: მზად ვარ თავადაც გავიდე მოედანზე
„მონაკოსთან’’ ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფის შეხვედრიდან სამ დღეში „პარი სენ ჟერმენი’’ ლიგა 1-ს უბრუნდება. ცხრილის სათავეში მოქცეული პარიზელები ჰავრში გაემგზავრნენ და გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ იქ გამართა პრეს-კონფერენცია. – ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ჩელსი’’ შეგხვდათ. როგორია თქვენი რეაქცია? – საუცხოო კენჭისყრაა, ჩვენ გახარებულები ვართ. ამ გუნდს კარგად ვიცნობთ, მაგრამ შურისძიებაზე (კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში მარცხის გამო)...
ბარკოლამ ზუსტად იცოდა, რომ ხვიჩა მიაწოდებდა
„პარი სენ ჟერმენმა’’ „ლე ავრს’’ 3:0 მოუგო. გოლები გაიტანეს კანგ-ინ ლიმ, ჟოაო ნევეშმა და ბრედლი ბარკოლამ ხვიჩა კვარაცხელიას პასით. ბარკოლა და კვარაცხელია თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთნენ ― 35 და 25 წუთით. პარიზელთა გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მეკარე ლუკა შევალიემაც, რომელიც ბევრი მიმომხილველის აზრით მატჩის საუკეთესო მოთამაშე იყო. „პარიზელების წინააღმდეგ ავტობუსს არ ჩავაყენებ’’, ― თქვა მატჩის...
რა შანსი დარჩა ზურიკოს გუნდს?
საფრანგეთში ფლეი-ოფებისა და მეორე პირდაპირ გავარდნილის ვინაობა ბოლო ტურში გაირკვევა. გადათამაშებაში მონაწილეობისთვის იბრძვიან ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენი’’ (30 ქულა, მე-17 ადგილი) და „ლე ავრი’’ (31 ქულა, მე-16 ადგილი). ქართველი თავდამსხმელის გუნდი თეორიულად შეიძლებოდა უკვე გავარდნილიყო, მაგრამ შაბათს სტუმრად „რეიმსს’’ 2:0 მოუგო. ამ შეხვედრაში ანგარიში მე-3 წუთზე ფლორან ტარდიუმ გახსნა, 41-ზე კი ირვინ კარდონამ მეორეც შეაგდო....
ჟორჟი – ტურის საუკეთესო
„ლე ავრთან’’ ჩინებული თამაშის შემდეგ „ლიონის’’ ქართველი თავდამსხმელი ჟორჟ მიქაუტაძე ლიგა 1-ის 26-ე ტურის საუკეთესო ფეხბურთელიაო, წერს პორტალი maxifoot. მისი ვერსიით საუკეთესოთა შორის აგრეთვე მოხვდნენ პსჟ-ს ნახევარმცველი ფაბიან რუისი, „მონაკოს’’ ფორვარდი მიკა ბირეთი, „სტრასბურგის’’ ნახევარმცველი ფელიქს ლემარეშალი და სხვანი. Maxifoot ყოველი ტურის შემდეგ ასახელებს საუკეთესო თერთმეტეულსა და შვიდ სათადარიგოს, თუმცა ამჯერად აზუსტებს, რომ რაკი „მონპელიესა’’...





