ფრანგი მცველი იბრაჰიმა კონატე „ლივერპულთან’’ კონტრაქტის ბოლო თვეებს ითვლის. ფეხბურთელის წარმომადგენლები მერსისაიდული კლუბის დირექტორებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. მხარეებს შორის შესაძლოა ახალი ხელშეკრულება გაფორმდეს. იგივე ვითარებაა შოტლანდიელ ენდი რობერტსონთან დაკავშირებითაც. მერსისაიდელები ფრთხილობენ. მათ არ უნდათ გაიმეორონ ისეთივე შეცდომა ტრენტ ალექსანდერ-არნოლდთან დაკავშირებით რომ მოუვიდათ, როდესაც ეს უკანასკნელი „რეალში’’ გადავიდა.
საიტმა This is Anfield დათვალა, რომ 2027 და 2028 წლებში „ლივერპულთან’’ კონტრაქტის ვადა ამოეწურება 12 ფეხბურთელს. [პორტალმა გადაწყვიტა მათგან გამოეყო ხუთი მოთამაშე რომელთა დატოვებაც „ლივერპულისთვის’’ საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ესენია დომინიკ სობოსლაი (ხელშეკრულება აქვს 2028 წლამდე), კერტის ჯონსი (2027), ვირჯილ ვან დაიკი (2027), რაიან გრავენბერხი (2028), ალექსის მაკალისტერი (2028) და მეკარე ალისონ ბეკერი, რომელმაც განსაკუთრებით მიიპყრო ჩვენი ყურადღება.
This is Anfield წერს, რომ 33 წლის ბრაზილიელი გოლკიპერის ხელშეკრულება შეიცავს პუნქტს, რომლის თანახმადაც კლუბს მიმდინარე წლის ზაფხულამდე შეუძლია თანამშრომლობა კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივოს. „ლივერპულს’’ ამ პუნქტით ოფიციალურად ჯერ არ უსარგებლია. ამრიგად, მას შეუძლია მეკარე შეინარჩუნოს ან გათვალისწინებული თანხა გადაუხადოს და გაუშვას. ამ ყველაფრის გათვალისწინებით პორტალი წერს:
„მართალია, ალისონის თამაშში თვალშისაცემი ცვლილებებია რამაც მისი დონე დაწია, მაგრამ ის „ლივერპულისთვის’’ ფასდაუდებელ ფეხბურთელად რჩება და ამ ეტაპზე უფრო საიმედოა ვიდრე მამარდაშვილი.
დასკვნა: კლუბმა ალისონთან კონტრაქტი ერთი წლით უნდა გაახანგრძლივოს და ვითარებას მომდევნო სეზონის შუაში უნდა გადახედოს. იმ დროისთვის ალისონს 34 წელი შეუსრულდება, მამარდაშვილმა კი წესით თავის გამოჩენა უნდა დაიწყოს’’.
ჩვენი მხრიდან დავძენთ, რომ იმ დროისთვის მამარდაშვილი 26 წლის იქნება, ხოლო როგორ იმოქმედებს მის კლასზე სათადარიგოთა სკამზე ჯდომა და მხოლოდ ვარჯიში, ინდივიდზეა დამოკიდებული.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი10/08/2026 | 07:12მამარდას მორიგი ამხანაგური
სიახლეები09/08/2026 | 10:35აბუაშვილმა გოლიც გაიტანა და საუკეთესოც იყო
სიახლეები09/08/2026 | 09:27ზურკიომ მოგებით დაიწყო
კატეგორიის გარეშე09/08/2026 | 08:46ჟორჟი ორივე გუნდში ყველას სჯობდა
