მას მერე, რაც „პარი სენ ჟერმენმა’’ „რენთან’’ 1:3 წააგო, „ლანსს’’ ლიგა 1-ის ცხრილში პირველ ადგილზე დაბრუნების შესაძლებლობა მიეცა და შანსი ხელიდან არ გაუშვა. ჩრდილოელებმა „პარკ დე პრენსის’’ გვერდით მდებარე „სტად ჟან ბუენზე’’ 5:0 მოუგეს დედაქალაქის მეორე გუნდ „პარიზს’’. კარგად ესმოდათ რა შეხვედრის მნიშვნელობა პიერ საჟის ბიჭებმა თამაში სწრაფად დაიწყეს. უკვე მერამდენედ გამოავლინა ეფექტურობა ფლირიან ტოვენისა...
ჭდე: პარიზი
ფრანგული ამბები: წიტას ფრე და დერბი კვარას გარეშე
გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი აბუაშვილის „მეცმა’’ ზედიზედ მეხუთე თამაში აღარ წააგო, „ლორიანთან’’ სტუმრად 1:1 ითამაშა, ოღონდ ეგაა, რომ მოგება შეეძლო, რადგან 29-ე წუთიდან 73-ე წუთამდე სენეგალელი მცველის სადიბუ სანეს გოლით იგებდა. მეცელთა სამწუხაროდ ბამბა დიენგმა ანგარიშის გათანაბრება შეძლო. სტუმართათვის განსაკუთრებით უსიამოვნო ის იყო, რომ მასპინძლების საგოლე შეტევა მათი ნახევარმცველის, მალელი ბუბაქარ ტრაორეს დაუფიქრებელ პასს მოჰყვა....
ამბობენ, რომ დღეს კვარაცხელია არ იქნება
დღეს პარიზული დერბია, „პარი სენ ჟერმენი’’ „პარიზს’’ მასპინძლობს და როგორც საფრანგეთის დედაქალაქის გაზეთი „პარიზიენი’’ წერს, ამ შეხვედრაში მონაწილეობის დიდი შანსი უპირატესად პსჟ-ს იმ ფეხბურთელებს აქვთ, რომლებმაც ახალი წლის წინ თასის ოცდამეთორმეტედფინალში „ვენდე ფონტენეს’’4:0 მოუგეს. მიზეზი: ერთი კვირის შემდეგ ლუის ენრიკეს გუნდს „ლე კლასიკი’’ ელის ანუ „მარსელს’’ ხვდება და უძლიერესი შემადგენლობა იქ სჭირდება. „ელ კლასიკი’’ რომელიც...
პარიზული დერბი საშიში არ არის
ძალთა თანაფარდობისა რა მოგახსენოთ, მაგრამ შეხვედრა, რომელიც კვირას „პარკ დე პრენსზე’’ გაიმართება გარკვეული გაგებით ისტორიულია ― ბოლო 47 წელიწადში პირველად ერთმანეთს საფრანგეთის დედაქალაქის ორი გუნდი დაუპირისპირდება. „პარი სენ ჟერმენი’’ „პარიზს’’ მასპინძლობს. ამ შეხვედრაში „პარიზის’’ ფანებისთვის გამოყოფილი სექტორი სავსე იქნება, მაგრამ არის ერთი ნიშანდობლივი გარემოება: ქალაქის მეორე კლუბის ქომაგთათვის განკუთვნილი 10 ევროიანი ბილეთები თვალის დახამხამებაში გათავდა,...
მეფე ჟორჟი პარიზშიც არ იყიდება
რაც სატრანსფერო ფანჯარა გაიღო „ლიონი’’ ფინანსური მდგომარეობის გამოსწორების მიზნით ბევრ კომპრომისზე წავიდა, ასე ვთქვათ ქამარი მოიჭირა. მგეხსენებათ, რონისპირელები სავალალო საბანკო ანგარიშების გამო კინაღამ ლიგა 2-ში დააქვეითეს, მაგრამ კლუბი გადარჩა და ფულის საშოვნელად მოთამაშეების გაყიდვას შეუდგა. „ლიონი’’ დატოვეს ლიდერებმა ალექსანდრ ლაკაზეტმა, რაიან შერკიმ, ტიაგო ალმადამ და ლუკა პერიმ, რამაც პაულუ ფონსეკას გუნდი დაასუსტა, მაგრამ ახლა პორტუგალიელი...
პარიზელებს პარადი უნდათ, ოლქის მერიას კი ეშინია
თუ „პარი სენ ჟერმენი’’ შაბათ საღამოს „ინტერს’’ დაამარცხებს და ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, პარიზში დაბრუნებული ფეხბურთელები შონზ ელიზეზე პარადს მოაწყობენ. ეს ცნობა პირველმა RMC Sport-მა გაავრცელა და მოგიანებით „პარიზიენმა’’ დაადასტურა. პარიზული კლუბის ხელმძღვანელობამ დედაქალაქის მერიას ნახევარფინალში გამარჯვებისთანავე მიმართა, მაგრამ მკაფიო პასუხი მყისიერად არ მიუღია. არადა ეს პარადი პარიზულ კლუბს ისტორიაში პირველი „დიდყურა თასის’’ მოგების შემთხვევაში საშუალებას...
პარიზს პარიზი დაემატა
ერიკ კანტონას უთქვამს, საფრანგეთი საფეხბურთო ქვეყანა არ არის, რადგანს უმაღლეს ლიგაში ორი გუნდი ერთ ქალაქსაც კი არ ჰყავსო. ვერ გეტყვით რამდენად სწორი თუ დემაგოგიურია ეს განცხადება, მაგრამ მომავალი სეზონიდან ლიგა 1-ში პარიზს სწორედაც ორი წარმომადგენელი ეყოლება: „პარი სენ ჟერმენი’’ და „პარიზი’’. არადა, „პარიზმა’’ მარტიგში ვერ მოიგო (1:1), მაგრამ ვინაიდან თავის მხრივ „მეცმა’’ „როდესი’’ ვერ დაამარცხა...






