პარიზს პარიზი დაემატა

Home კატეგორიის გარეშე პარიზს პარიზი დაემატა
პარიზს პარიზი დაემატა

It's historic: Paris FC joins the elite of French football. Loic Baratoux/FEP/LP/Icon Sportერიკ კანტონას უთქვამს, საფრანგეთი საფეხბურთო ქვეყანა არ არის, რადგანს უმაღლეს ლიგაში ორი გუნდი ერთ ქალაქსაც კი არ ჰყავსო. ვერ გეტყვით რამდენად სწორი თუ დემაგოგიურია ეს განცხადება, მაგრამ მომავალი სეზონიდან ლიგა 1-ში პარიზს სწორედაც ორი წარმომადგენელი ეყოლება: „პარი სენ ჟერმენი’’ და „პარიზი’’.

არადა, „პარიზმა’’ მარტიგში ვერ მოიგო (1:1), მაგრამ ვინაიდან თავის მხრივ „მეცმა’’ „როდესი’’ ვერ დაამარცხა (3:3) 46 წლიანი ჩავარდნის შემდეგ საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში თამაშის უფლება მოიპოვა. 33-ე ტური დედაქალაქის გუნდისთვის სანერვიულო გამოდგა. შეხვედრის მიწურულს კლუბის პრეზიდენტი ბიზნესმენი პიერ ფერაჩი და მთავარი აქციონერი ანტუან არნო ადგილს ვერ პოულობდნენ. 72 წლის ფერაჩი, რომელიც კორსიკელი კომუნისტების ლიდერისა და წინააღმდეგობის მოთავის ალბერტ ფერაჩის შვილი და ფრანგი პოლიტიკოსის, ინდუსტრიისა და ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის მარკ ფერაჩის მამაა, ნერვიულობას ვეღარ უმკლავდებოდა და როგორც კი მისი გუნდის შეხვედრა დასრულდა, პრეს-ლოჟისკენ გაიქცა, რათა თვალი „მეცის’’ თამაშის ბოლო წუთებისთვის ედევნებინა.

მატჩის შემდგომა პრეს-კონფერენციაზე მან უპირველეს ყოვლისა „პარიზის’’ საპატიო პრეზიდენტი, სამი თვის წინ გარდაცვლილი 86 წლის კრისტიან ამარა მოიგონა და თქვა, რომ დასანანია კლუბის სული და გული ამ დიდი ოცნების ახდენას ვერ მოესწრო. ამარა „პარი სენ ჟერმენთან’’ ერთად 1970 წელს დაარსებულ კლუბს თავიდანვე მოსდევდა და მასთან ერთად 50 წლის განმავლობაში ყველა აღმსავლა და დაცემა გამოიარა.

„ლიგა 1-დან ჩვენ აღარასოდეს გავვარდებით’’, ― თქვა ფერაჩიმ.

ლიგა 1-ში აღზევდა პირველადგილოსანი „ლორიანიც’’, ხოლო ჟორჟ მიქაუტაძის ყოფილი გუნდი „მეცი’’ ფლეი-ოფში ითამაშებს.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.