
ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში „ბარსელონამ’’ და „ინტერმა’’ 3:3 ითამაშეს. ამ დღეს განსაკუთრებით გაიბრწყინა კატალონიელთა 17 წლის ვარსკვლავმა ლამინ იამალმა, რომლის ნიჭი მთელი მსოფლიოს პრესაში გარჩევის საგნად იქცა. იამალის შეახებ თავისი აზრი გამოთქვა „რეალის’’ ლეგენდამ ფერნანდო მორიენტესმაც, რომელიც ხუანმა კასტანიოს გადაცემა El Partidazo-ში იყო მიწვეული. მას ჰკითხეს, ვინ იყო მისი ეპოქის იამალი ანუ ვინ გამოირჩეოდა სხვათაგან ისევე ძალიან, როგორც ბარსელონელი.
„რაული! – უპასუხა მორიენტესმა წამყვანს, – მე მადრიდში 20 წლისა ჩამოვედი, ის კი ალბათ 20 წლისა იქნებოდა. ჩვენ ესპანეთის 18 წლამდელთა ნაკრებიდან ვიცნობდით ერთმანეთს. პრესაში მაშინ უკვე დიდი ამბავი ყო ატეხილი რაულისა და ივან დე ლა პენიას გამო. როდესაც მე მათთან ერთად 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის წინა შეკრებაზე ვიყავი, ყველა მხოლოდ მათზე ლაპარაკობდა’’.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური25/10/2026 | 10:11კომპანი საავადმყოფოში ცხოვრების წესმა მოახვედრა
აქეთურ-იქითური25/10/2026 | 08:56სატრანსფერო ამბები: ვის საით მიუწევს გული?
მთავარი ამბავი25/10/2026 | 07:25ჟორჟი – შევიდა, ნახა, გაიამრჯვა!
აქეთურ-იქითური24/10/2026 | 09:43ბარსელონაში გორდონი არ მოსწონთ
