პარიზული დერბი საშიში არ არის

Home სიახლეები პარიზული დერბი საშიში არ არის
პარიზული დერბი საშიში არ არის

The Ultras Lutetia remained alone in the away section this Sunday in Le Havre (Seine-Maritime) after the departure of the Old Clan. Icon Sport/Daniel Derajinskiძალთა თანაფარდობისა რა მოგახსენოთ, მაგრამ შეხვედრა, რომელიც კვირას „პარკ დე პრენსზე’’ გაიმართება გარკვეული გაგებით ისტორიულია ― ბოლო 47 წელიწადში პირველად ერთმანეთს საფრანგეთის დედაქალაქის ორი გუნდი დაუპირისპირდება. „პარი სენ ჟერმენი’’ „პარიზს’’ მასპინძლობს. ამ შეხვედრაში „პარიზის’’ ფანებისთვის გამოყოფილი სექტორი სავსე იქნება, მაგრამ არის ერთი ნიშანდობლივი გარემოება: ქალაქის მეორე კლუბის ქომაგთათვის განკუთვნილი 10 ევროიანი ბილეთები თვალის დახამხამებაში გათავდა, დანარჩენი კი… საერთო გაყიდვაში მოხვდა.

ფრანგული პრესა წერს, რომ მატჩი „პარიზის’’ ულტრასებისთვის ცუდ დროს ტარდება. მათ 7 დეკემბერს „ლე ავრის’’ ფანებთან იჩხუბეს, რისთვისაც დასჯილები არიან ― სტუმრად გასამართ შეხვედრებზე დასწრების უფლება არ აქვთ. ეს სანქცია ჯამში 950 ადამიანს შეეხო. 4 იანვარს 80 კაცი „პარკ დე პრენსზე’’ ინდივიდუალურად შევა, მაგრამ ბანერებს არ გაშლიან. მათ დოლები და ორი დროშა ექნებათ.

„ჩვენს გუნდს ძველებურად დავუჭერთ მხარს. „ძველ კლანს’’ სძინავს, მაგრამ ერთგულ გულშემატკივრებად ვრჩებით’’, ― განმარტეს „პარიზის’’ გულშემატკივართა ჯგუფში.

შეხვედრა რასაკვირველია მნიშვნელოვანია, მაგრამ იმის გამო, რომ მას ერთი გუნდის ფანები არ დაესწრებიან, დედაქალაქის პოლიციამ უსაფრთხოების ტრადიციულ ზომებს აღარ მიმართა. სამართალდამცავები ორივე კლუბის წარმომადგენელებს შეხვდნენ, ესაუბრნენ და გადაწყვიტეს პარიზული დერბისთვის მაღალი რისკის სტატუსი არ მიენიჭებინათ.

პარკირების ამბავი ასეა: სტადიონის გარშემო ქუჩებში, რომელთა ჩამოთვლას აქ აზრი არ აქვს, მანქანის გაჩერება ორშაბათის ღამის 1 საათამდე აკრძალული იქნება. აღსანიშნავია, რომ „პარი სენ ჟერმენისა’’ და „პარიზის’’ სტადიონები გვერდიგვერდ მდებარეობს.