ჭდე: რობერტო დე ძერბი

Home რობერტო დე ძერბი
დიდი კრიზისი მარსელში
ჩანაწერი

დიდი კრიზისი მარსელში

„მარსელში’’ სერიოზული ძვრებია: მწვრთნელის რობერტო დე ძერბის გაშვების შემდეგ თანამდებობა დატოვა კლუბისთვის ძალიან მნიშვნელოვანმა ფიგურამ, სპორტულმა დირექტორმა მეჰდი ბენატიამ. მაროკოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა გამოაქვეყნა წერილი, რომლითაც ის გულშემატკივარს თავისი გადაწყვეტილების მიზეზს უხსნის. ბენატიამ დაწერა, რომ კლიმატი, რომელიც კლუბის გარშემო შეიქმნა გაუსაძლისი გახდა. ზეწოლამ, რომლის ქვეშაც „მარსელი’’ ჩემპიონთა ლიგაში „ბრიუგესა’’ და ლიგა 1-ში „პარი სენ ჟერმენთან’’...

მარსელში დე ძერბის გამოეტირნენ
ჩანაწერი

მარსელში დე ძერბის გამოეტირნენ

ის, რაც ყველამ იცოდა, ოფიციალურად დადასტურდა: რობერტო დე ძერბი „მარსელის’’ მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. იტალიელი ფეხბურთის სპეციალისტი საფრანგეთის უმსხვილეს საპორტო ქალაქში 2024 წლის ზაფხულში დიდი ამბიციით ჩავიდა, მაგრამ ბოლოხანს გუნდს ზედიზედ ისეთი ცუდი შედეგები ჰქონდა, რომ  ის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. კლუბის ხელმძღვანელობისთვის და კერძოდ პრეზიდენტ პაბლო ლონგორიასთვის ბოლო წვეთი „ლე კლასიკში’’ „პარი სენ ჟერმენთან’’ 0:5-ის წაგება გამოდგა....

დე ძერბი შაბათს მარსელში აღარ იქნება
ჩანაწერი

დე ძერბი შაბათს მარსელში აღარ იქნება

მარსელში რობერტო დე ძერბისთან დაკავშირებული ვითარება რთულდება. მართალია გუნდმა თასის გათამაშებაში „რენი’’ 3:0 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა, მაგრამ გავარდა ჩემპიონთა ლიგიდან უსახელოდ წააგო რა „ბრიუგესთან’’ (0:3), 2:2 ითამაშა „პარიზთან’’ და 0:5 განადგურდა „ლე კლასიკში’’ „პარი სენ ჟერმენთან’’. ასეთმა შედეგებმა იტალიელ მწვრთნელს წყალი შეუყენა. ყველაზე დიდი დარტყმა რასაკვირველია პსჟ-თან წაგება იყო. მატჩის შემდეგ დე ძერბიმ ჟურნალისტებს...

ორივე მწვრთნელის აზრით გამარჯვებას ალბათ მარსელი იმსახურებდა
ჩანაწერი

ორივე მწვრთნელის აზრით გამარჯვებას ალბათ მარსელი იმსახურებდა

მიმდინარე სეზონში „პარი სენ ჟერმენმა’’ პენალტების სერიით ზედიზედ მესამე ტიტული მოიგო: ევროპის სუპერთასი, საკონტინენტთაშორისო თასი და საფრანგეთის სუპერთასი. პირველი მსხვერპლი გახლდათ „ტოტენჰემი’’, მეორე – „ფლამენგო’’, ხოლო მესამე – „მარსელი’’. 2024 წლის დეკემბრიდან მოყოლებული ეს ლუის ენრიკეს გუნდისთვის ზედიზედ მეხუთე მოგებული პენალტების სერია გახლდათ. თავიდან იყო გამარჯვება „ლანსთან’’, ხოლო 2025 წლის მარტში ჩემპიონთა ლიგაში „ლივერპულთან’’. ამ...

დე ძერბი: ასეთი რამ ქუჩიდან მოდის
ჩანაწერი

დე ძერბი: ასეთი რამ ქუჩიდან მოდის

ახლა სანაკრებო კვირეულია, კლუბები ისვენებენ და „მარსელის’’ მწვრთნელმა რობერტო დე ძერბიმ ინტერვიუსთვის მოიცალა. იტალიელს მილანური „კორიერე დელა სერა’’ ელაპარაკა. საუბარი სხვა თემებთან ერთად ადრიენ რაბიოსა და ინგლისელი ჯონათან როუს ჩხუბსაც შეეხო. შეგახსენებთ, რომ „მარსელის’’ ფეხბურთელები გასახდელში 15 აგვისტოს „რენთან’’ 0:1 წაგების შემდეგ დაერივნენ ერთმანეთს. ბევრისთვის გასაოცრად ვეტერანი რაბიო ჩხუბის გამო „მარსელიდან’’ გააგდეს. ის „მილანს’’ მიჰყიდეს....

დე ძერბიმ, რაბიო კარგი კაციაო
ჩანაწერი

დე ძერბიმ, რაბიო კარგი კაციაო

ადრიენ რაბიოს ამბავი მოგეხსენებათ, ინგლისელ თანაგუნდელ ჯონათან როუსთან ჩხუბის შემდეგ „მარსელმა’’ ის მოკვეთა და ახალ კლუბს ელის. ყველაფერი თითქოს მკაცრად და მკაფიოდ იყო, მაგრამ გუნდის მწვრთნელმა რობერტო დე ძერბიმ პრეს-კონფერენციაზე ყველა გააკვირვა. მან თქვა: „მე პაბლოსთან (კლუბის პრეზიდენტ პაბლო ლონგორიასთან) და მეჰდისთან (სპორტულ დირექტორ მეჰდი ბენატიასთან) ჯერ არ მილაპარაკია, მაგრამ ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილების შეცვლა ჯერ...

ლუის ენრიკე: სხვა ლიგაში უფრო ძლიერები ვიქნებოდით
ჩანაწერი

ლუის ენრიკე: სხვა ლიგაში უფრო ძლიერები ვიქნებოდით

ვის შეუძლია დღეს „პარი სენ ჟერმენის’’ გაჩერება? ეს პრემიერლიგის ლიდერმა „ლივერპულმაც’’ კი ვერ შეძლო. ლიგა 1-ში „მარსელს’’ „პარკ დე პრენსზე’’ პარიზელთა დამარცხებისთვის სასწაული სჭირდებოდა, რომელიც არ მოხდა. პსჟ-მ 3:1 მოიგო, დამარცხებული გუნდის იტალიელმა მწვრთნელმა რობერტო დე ძერბიმ კი ასე თქვა: „თქვენ ამას კლასიკოს ეძახით, მაგრამ გუნდების შედარება კლუბების ეკონომიკური სიძლიერიდან გამომდინარე შეუძლებელია. კლასიკო ისაა, როდესაც...