ლისაბონში სკანდალი ატყდა. „ბენფიკასა’’ და „რეალის’’ შეხვედრაში მადრიდელების ბრაზილიელ ვარსკვლავს ვინისიუს ჟუნიორს სავარაუდოდ რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს. ეს გახლდათ ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის ეტაპის პირველი შეხვედრა, რომელიც სტუმრებმა ვინისიუსის გოლით 1:0 მოიგეს.
მადრიდელმა გოლი მეორე ტაიმის დასაწყისში, 50-ე წუთზე გაიტანა. მან ოსტატურად ითამაშა და შემდეგ გოლი იზეიმა, მაგრამ მსაჯის აზრით გამოხატვაში გადააჭარბა და ყვითელი ბარათით დასაჯა. როდესაც ფეხბურთელები შეხვედრის განსაახლებლად მოედნის ცენტრში დაბრუნდნენ, ვინისიუსმა და „ბენფიკას’’ არგენტინელმა მოთამაშემ ჯანლუკა პრესტიანიმ სიტყვები გაცვალეს. პრესტიანიმ სახეზე მაისური აიფარა და ბრაზილიელს რაღაც უთხრა, რის შემდეგაც ვინისიუსი მსაჯისკენ გაიქცა და ამის შესახებ აცნობა. არბიტრმა, როგორც ამბობენ, ანტი-რასისტული პროტოკოლი გაააქტიურა.
შეხვედრა დაახლოებით 10 წუთით შეწყდა. ამ დროის განმავლობაში ვინისიუსი ხან თავის მწვრთნელს ალვარო არბელოას და ხან „ბენფიკას’’ თავკაც ჟოზე მოურინიუს ელაპარაკებოდა. ამასობაში მასპინძელთა სტაფის მავანი წევრი გააძევეს. ამბობენ, რომ გასახდელში „ბენფიკას’’ პრეზიდენტი, წარსულში ცნობილი პორტუგალიელი ფეხბურთელი რუი კოშტა მავან მადრიდელს ეჩხუბა.
თამაშის დამთავრების შემდეგ პრესტიანიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ვინისიუსისთვის მაიმუნი არ დაუძახია და ბრაზილიელმა ყველაფერი არასწორად მოყვა.
სკანდალმა დიდი მასშტაბი მიიღო, გამოძიება გაგრძელდება.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/11/2026 | 09:33ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
მთავარი ამბავი05/11/2026 | 07:11რეალი რეალია და ოთხშაბათის სხვა ამბები
სიახლეები04/11/2026 | 09:02როგორ ემზადება უნგრეთი საქართველოსთან შესახვედრად?
