ლისაბონში სკანდალი ატყდა. „ბენფიკასა’’ და „რეალის’’ შეხვედრაში მადრიდელების ბრაზილიელ ვარსკვლავს ვინისიუს ჟუნიორს სავარაუდოდ რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს. ეს გახლდათ ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის ეტაპის პირველი შეხვედრა, რომელიც სტუმრებმა ვინისიუსის გოლით 1:0 მოიგეს. მადრიდელმა გოლი მეორე ტაიმის დასაწყისში, 50-ე წუთზე გაიტანა. მან ოსტატურად ითამაშა და შემდეგ გოლი იზეიმა, მაგრამ მსაჯის აზრით გამოხატვაში გადააჭარბა და ყვითელი ბარათით დასაჯა. როდესაც...
