ჭდე: ლუკა ბერულავა

Home ლუკა ბერულავა
მსოფლიო ვერცხლი
ჩანაწერი

მსოფლიო ვერცხლი

ქართულმა წყვილმა, ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ კიდევ ერთი ისტორია დაწერეს – მსოფლიო ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს წარმომადგენლები კვარცხლბეკზე პირველად დადგნენ. მოკლე პროგრამის შემდეგ, მეტელკინა-ბერულავა პირველ ადგილზე მყოფ მინერვა ფაბიენ ჰასე-ნიკიტა ვოლოდინის წყვილს მხოლოდ 0.33 ქულით ჩამორჩებოდნენ. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ჩვენები თავისუფალ პროგრამაში უკეთ ასპარეზობენ, ოქროს იმედიც გვქონდა. თუმცა, აჯერად ჩვენს წყვილს პროგრამა ისეთი...

მეტელკინა-ბერულავა სტატუსს ამართლებენ
ჩანაწერი

მეტელკინა-ბერულავა სტატუსს ამართლებენ

პრაღაში დაიწყო მსოფლიო ჩემპიონატი ფიგურული ციგურაობაში. ჩეხეთის დედაქალაქში საქართველოს დელეგაცია სრული, საბრძოლო შემადგენლობით ჩავიდა და პირველივე დღეს უკვე მედლის მოპოვების შანსი გაუჩნდა. ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა ფავორიტთა შორის ისეც იყვნენ და ეს სტატუსი გაამრთლეს. ჩვენმა წყვილმა მსაჯებისგან კარიერის საუკეთესო შედეგი – 79.45 ქულა დაიმსახურეს. თუმცა, ეს შედეგი მოკლე პროგრამის მოსაგებად საკმარისი მაინც არ გამოდგა....

ისტორია ზამთარში
ჩანაწერი

ისტორია ზამთარში

მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველომ ისტორიული მედალი მოიპოვა და ეს ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას დუეტმა მოახერხა. ფიგურულ ციგურაობის სპორტულ წყვილებში საქართველოს წარმომადგენლები მეორე ადგილზე გავიდნენ. მეტელკინა-ბერულავა მოკლე პროგრამის შემდეგაც მეორე ადგილზე იყვნენ, მაგრამ ყველაფერი თავისუფალ პროგრამას უნდა გადაეწყვიტა, სადაც ჩვენებმა მცირე ხარვეზებით, მაგრამ დამაჯერებლად ისრიალეს და ისტორია დაწერეს. მეტელკინა-ბერულავამ თავისუფალ პროგრამაში...

ისტორიამდე არ მიგვიშვეს
ჩანაწერი

ისტორიამდე არ მიგვიშვეს

მილანი – კორტინას ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ოლიმპიურმა ნაკრებმა გუნდური მეოთხე ადგილი დაიკავა და ისტორიის დაწერამდე მცირედი დააკლდა. აქამდე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მედალი არ მოგვიპოვებია. შანსი გაჩნდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. მეტოქეებიც უკეთესები იყვნენ, ნაკლები შეცდომები დაუშვეს და მედალმდე არ მიგვიშვეს. 10 გუნდიდან ფინალში გადავიდა: აშშ, კანადა, იტალია, იაპონია და საქართველო. რითმულ ცეკვებში...

ქართული ოქრო ყინულზე
ჩანაწერი

ქართული ოქრო ყინულზე

ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა ფიგურული ციგურაობაში ევროპის ჩემპიონები არიან. ჩვენი წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ ლიდერობდა, მაგრამ მთავარი თავისუფალი პროგრამა იყო, სადაც კონკურენტად გერმანელი ევროპის მოქმედი ჩემპიონები ჰყავდა. თუმცა, ქართული წყვილი მეორე დღესაც დამაჯერებელი იყო  და კონტინენტის პირველობა ირგუნა. ჩვენებმა ჯამში 215.76 ქულა დააგროვეს და კონკრენტები ახლოს არ გაიკარეს. მოქმედი ჩემპიონები, გერმანელები – მინერვა ჰასე...

ანასტასიას და ლუკას მსოფლიო…
ჩანაწერი

ანასტასიას და ლუკას მსოფლიო…

უნგრეთის ქალაქ დებრეცენში მიმდინარე ფიგურული ციგურაობის მსოფლიო ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის, სპორტულ წყვილებში, ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ. საქართველოს წარმომადგენლებმა მოკლე პროგრამის მსგავსად, თავისუფალ პროგრამაშიც პირველი ადგილი დაიკავეს, ორი გამოსვლის ჯამში 191.01 ქულა დააგროვეს და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული არავის დაუთმეს.  

ისტორიული მედალი
ჩანაწერი

ისტორიული მედალი

საფრანგეთის ქალაქ გრენობლში ფიგურული სრიალის გარნ პრის ფინალურ ეტაპზე ქართულმა წყვილმა – ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. გრან პრის ფინალის საუკეთესო ექვსეულში მოხვედრა ეტაპების შედეგად გამომუშავებული ქულები განაპირობებდა და ამ რანგის ტურნირზე საქართველო პირველად მოხვდა. ცხადია, მედლის მოპოვებაც ისტორიული შედეგია. ჩვენი დუეტი მოკლე პროგრამის (72.26 ქულა) შემდეგ ექვს წყვილს შორის მესამეზე იყო,...

ქართული წყვილი ფინალში
ჩანაწერი

ქართული წყვილი ფინალში

პირველად ქართული ფიგურული ციგურაობის ისტორიაში, სპორტული წყვილი ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა ISU-ს გრან პრის ფინალში ისრიალებს. ტურნირი 5-8 დეკემბერს საფრანგეთის ქალაქი გრენობლშია დაგეგმილი. ფინალში ექვსი წყვილი იასპარეზებს, რომლებმაც ეს საგზურები გრან პრის სერიის ეტაპების დასრულების შემდეგ დაიბევეს. ქართველები ფინალში მეხუთე ადგილით შევიდნენ. ფინალში ასევე არიან არიან კანადური, იაპონური, გერმანული, იტალიური და ამერიკული წყვილები. 19...

მეორე ფიგურული მედალი
ჩანაწერი

მეორე ფიგურული მედალი

ლიეტუვაში მიმდინარე ფიგურულ მოციგურავეთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაციას მეორე მედალი აქვს – ანასტასია გუბანოვა კონტინენტის პირველობაზე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. გუბანოვა მოკლე პროგრამის შემდეგ მესამე იყო, მაგრამ თავისუფალ პროგრამაში უკეთ ისრიალა და ჯამში 206.52 ქულით მეორე შედეგი აჩვენა. 21 წლის მოციგურავე შარშან ევროპის ჩემპიონი გახდა და საქართველოს ისტორიული ოქრო მოუპოვა, მაგრამ წლეულს მხოლოდ ვერცხლს დასჯერდა....

წყვილთა მეორე
ჩანაწერი

წყვილთა მეორე

კაუნასში დაწყებულ ფიგურულ მოციგურავეთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაციას პირველი მედლები აქვს. ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილი მეორე ადგილზე გავიდა. აღსანიშნია, რომ წყვილთა შორის აქამდე ევროპის ჩემპიონატზე მედალი არ გვქონდა მოპოვებული. არადა, ჩვენებმა მოკლე პროგრამა კარიერისთვის სარეკორდო (71.30 ქულა) შედეგით დაასრულეს და ლიდერობდნენ კიდეც, თუმცა თავისუფალი პროგრამა ჩააგდეს, მხოლოდ მეხუთე შედეგი (124.84) აჩვენეს, რაც ჯამში...