საფრანგეთის ქალაქ გრენობლში ფიგურული სრიალის გარნ პრის ფინალურ ეტაპზე ქართულმა წყვილმა – ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
გრან პრის ფინალის საუკეთესო ექვსეულში მოხვედრა ეტაპების შედეგად გამომუშავებული ქულები განაპირობებდა და ამ რანგის ტურნირზე საქართველო პირველად მოხვდა. ცხადია, მედლის მოპოვებაც ისტორიული შედეგია.
ჩვენი დუეტი მოკლე პროგრამის (72.26 ქულა) შემდეგ ექვს წყვილს შორის მესამეზე იყო, ხოლო თავისუფალი პროგრამა (133.52) უკეთ შეასრულეს, მეორე შედეგი აჩვენეს და ვერცხლის მედლებამდე ცოტა დააკლდათ.
მეტელკინასა და ბერულავას ჯამში 205.78 ქულა მოუგროვდათ და იაპონელებს – რიკუ მიურასა და რიუიჩი კიჰარას (206.71) მცირედით ჩამორჩნენ; ჩემპიონები კი გერმანელები მინერვა ფაბიენ ჰასე და ნიკიტა ვოლოდინი (218.10) გახდნენ.

ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:21ლიდერი და საჭირო სანდრო
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 15:27მამუ პორტლენდს არ ეყო
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 12:35მოედანზე და სკამზე
აქეთურ-იქითური25/10/2026 | 17:00ბასილაშვილმა ფინალი წააგო
