ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა ფიგურული ციგურაობაში ევროპის ჩემპიონები არიან.
ჩვენი წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ ლიდერობდა, მაგრამ მთავარი თავისუფალი პროგრამა იყო, სადაც კონკურენტად გერმანელი ევროპის მოქმედი ჩემპიონები ჰყავდა. თუმცა, ქართული წყვილი მეორე დღესაც დამაჯერებელი იყო და კონტინენტის პირველობა ირგუნა. ჩვენებმა ჯამში 215.76 ქულა დააგროვეს და კონკრენტები ახლოს არ გაიკარეს.
მოქმედი ჩემპიონები, გერმანელები – მინერვა ჰასე და ნიკიტა ვოლოდინი 203.87 ქულით მეორე ადგილს დასჯერდნენ, ხოლო მესამეზე უნგრელები, მარია პავლოვა და ალექსეი სვიატჩენკო (202.56) გავიდნენ.
ოქროს შანსი აქვს კაცთა შორის ნიკა ეგაძესაც. დღეს ქართველმა მოციგურავემ მოკლე პროგრამა მაღალ დონეზე შეასრულა და მსაჯებისგან 91,28 ქულა დაიმსახურა; მეორე ადგილზე ესტონელი ალეკსანდრ სელევკოა – 88.71; მესამე ადგილზე კი, მისი ძმა მიხაილ სელევკო – 88.28. თავისუფალი პროგრამა 17 იანვარს გაიმართება.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური04/11/2026 | 16:08სანდრო მოედანზე, გოგა სკამზე
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:47ევროპის შანსი
აქეთურ-იქითური29/10/2026 | 21:52ბასილაშვილი ალკარასს ვერ მოერია
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 22:54შემდეგი ალკარასია…

