ჭდე: ლუკა ბერულავა

Home ლუკა ბერულავა
პირველად საქართველოს ისტორიაში…
ჩანაწერი

პირველად საქართველოს ისტორიაში…

პირველად ქართული ფიგურულ ციგურაობის ისტორიაში: ლუკა ბერულავასა და კარინა საფინას წყვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მართალია, ეს მიღწევა ახალგაზრდულ მონდიალზე დაფიქსირდა, მაგრამ ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიულია! აქამდე საქართველოს საუკეთესო მიღწევად ასევე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, ასევე ტალინში, 2020 წელს გიორგი რევია და მარია კაზაკოვას მე-2 ადგილი ითვლებოდა. ესტონეთის დედაქალაქში გამართულ პირველობაზე საფინა-ბერულავას წყვილი ფავორიტად მიიჩნეოდა და ეს სტატუსი...

ფიგურული პეკინი
ჩანაწერი

ფიგურული პეკინი

პეკინის ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის გამოსვლა, მეტ-ნაკლებად დადებითად უნდა შევაფასოთ. პირველ ყოვლისა ეს ფიგურულ მოციგურავეთა ასპარეზობაზე უნდა ითქვას. დავიწყოთ გუნდური შეჯიბრით, სადაც საქართველო იმ 10 ქვეყანაში მოხვდა, რომლებიც მედლებისთვის იბრძოდნენ. თავისთავად, ეს უკვე წარმატებაა, რადგან სტანდარტული ზომის ყინულის მოედნის არმქონე საქართველომ ძალიან ბევრ მძლავრ ქვეყანას აჯობა. გუნდურში საქართველო მეექვსე ადგილზე გავიდა. ისიც იმიტომ,...

ალინა, ლუკა და ნოა
ჩანაწერი

ალინა, ლუკა და ნოა

ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ოფიციალურმა საიტმა (www.eurolympic.org) საქართველოს და ისრაელს საგანგებო სტატია მიუძღვნა, სადაც ყურადღება შვეიცარიაში მიმდინარე უმნიშვნელოვანეს სპორტულ ფორუმზე  ამ ორი ქვეყნის სპორტსმენთა წარმატებაზეა გამახვილებული. „ლოზანის III ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები ევროპის ორი ქვეყნისთვის ისტორიული გამოდგა. საქართველომ და ისრაელმა ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების პირველი მედლები მოიპოვეს,“ – წერენ ევროპელი ჟურნალისტები. შეგახსენებთ, რომ ფიგურულ ციგურაობაში ლუკა ბერულავამ და ალინა ბუტაევამ წყვილებში ისტორიული...

არის ოქროც…
ჩანაწერი

არის ოქროც…

ეს უკვე სხვა საქმეა. ლამაზი სიზმარი, რომელიც ცხადად იქცა. ლოზანაში, სადაც ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები გახურებულა, საქართველოს ოქროს მედალიც შეემატა. ზაფხულის სახეობებში ეს ამბავი არ გვიკვირს. ის კი არა, ერთხელ მაინც ასე რომ არ მოხდეს, სპორტის ქართველი გულშემატკივრები, სპეციალისტები და ჟურნალისტები იმ თამაშებს აუცილებლად წარუმატებლად შერაცხავენ, მაგრამ ზამთარში ოქრო კი არა, მედალიც ჩვენთვის დიდ ფუფუნებად...