ჭდე: ნანტი

Home ნანტი
ხვიჩას თამაშს გადაუდებენ
ჩანაწერი

ხვიჩას თამაშს გადაუდებენ

„პარი სენ ჟერმენს’’ სავარაუდოდ თამაშს გადაუდებენ. ლაპარაკია „ნანტთან’’ შეხვედრაზე, რომელიც თავდაპირველი კალენდრის თანახმად ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის ორ მატჩს შორის უნდა გამართულიყო. მოგეხსენებათ, პსჟ-ს კენჭისყრამ ჩემპიონთა ლიგაში „ჩელსი’’ არგუნა, ლონდონელებთან ორ შეხვედრას შორის კი, 26-ე ტურში საფრანგეთის ჩემპიონს „პარკ დე პრენსზე’’ „იადონებისთვის’’ უნდა ემასპინძლა. პარიზელების პირველი დაპირისპირება „ჩელსისთან’’ 11 მარტს საფრანგეთის დედაქალაქში გაიმართება, ხოლო საპასუხო 17...

სერბის საოცარი გარდასახვა ნანტში
ჩანაწერი

სერბის საოცარი გარდასახვა ნანტში

საინტერესო რამ გადახდა 31  წლის სერბ მცველს უროშ რადაკოვიჩს. ის ფრანგულმა „ნანტმა’’ თურქული „სივასპორიდან’’ შეიძინა, მაგრამ ერთ თვეში გაირკვა, რომ ახალ გუნდს არ მოსწონს. ჯერ კიდევ სეზონისწინა ამხანაგურ შეხვედრებში გამოჩნდა, რომ რადაკოვიჩი ნელია, გადაწყვეტილებებს სხარტად ვერ იღებს… მოკლედ, ნიკოლა პალუას ვერ შეცვლის, რისი დიდი იმედიც ჰქონდათ „იადონებს’’. ვარჯიშებზე ნათლად გამოჩნდა, რომ სერბი თანაგუნდელების დონეზე არ...

მეორე მოგება ერთ კვირაში თავმოყვარეობის გამო
ჩანაწერი

მეორე მოგება ერთ კვირაში თავმოყვარეობის გამო

„პარი სენ ჟერმენს’’ კარგი დღე ჰქონდა ― ნანტში ვიტინიას გოლით 1:0 მოიგო. პირველ ტურში ლიგა 1-ის წამყვანი გუნდებიდან მხოლოდ „მარსელმა’’ წააგო. ის სტუმრად „რენთან’’ თამაშობდა. „პარიზიენი’’ წერს, რომ ერთ კვირაში ლუის ენრიკეს გუნდი შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა უკვე მეორედ გადაარჩინეს. მართალია გოლის ავტორი ვიტინია თავიდანვე მინდორზე იყო, მაგრამ პსჟ მანამ ვერ გამოფხიზლდა, სანამ საქმეში ჯირითადი შემადგენლობის...

ვინ ვის აგინებს საფრანგეთში?
ჩანაწერი

ვინ ვის აგინებს საფრანგეთში?

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ ჟერმენმა’’ ნანტში, გადადებულ შეხვედრაში, 1:1 ითამაშა და ლიგა 1-ში წაუგებელ სვლას განაგრძობს, თუმცა პარიზელთა საღამოს ჩრდილი ადგილობრივ გულშმატკივართა ქცევამ მიაყენა: ნანტელმა ქომაგებმა სტუმრების, განსაკუთრებით კი მათი პრეზიდენტის ნასერ ალ-ხელაიფის შეურაცხყოფით გული იჯერეს. მსაჯს ეს კარგად ესმოდა, მაგრამ შეხვედრა არ გააჩერა. გულშემატკივართა კლუბმა, რომელსაც „ბრიგად ლუარი’’ ჰქვია, გამოფინა ბანერები: „გადადებული თამაში =...

ძილის მომგვრელი შეხვედრა
ჩანაწერი

ძილის მომგვრელი შეხვედრა

პეი დე ლა ლუარის დედაქალაქ ნანტში „არსენალთან’’ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩამდე ერთი კვირით ადრე „პარი სენ ჟერმენმა’’ გადადებული შეხვედრა ნაპერწკლის გარეშე ჩაატარა. ყველაფერი წინასწარ ჩანიშნული პუნქტების შესაბამისად წარიმართა: თამაში ფრედ დამთავრდა (1:1) ანუ გუნდი კვლავ წაუგებელია, არავინ დაშავებულა, როტაციის წყალობით ისეთმა ფეხბურთელებმა, როგორებიც არიან დემბელე და ნუნუ მენდეში მთელი საათი, ხოლო კვარაცხელიამ 71 წუთი დაყვეს...

იქ მაინც მოასვენეთ…
ჩანაწერი

იქ მაინც მოასვენეთ…

პრემიერლიგურ „კარდიფსა“ და საფრანგეთის ლიგა 1-ის „ნანტს“ შორის სასამართლო დავა გრძელდება. შეგახსენებთ, რომ უნდა დადგინდეს, „კარდიფს“ „ნანტისგან“ აწ უკვე დაღუპული ფეხბურთელის სანაცვლო სატრანსფერო თანხა ერგება თუ არა. საუბარია 15 მილიონი გირვანქაზე. აი, „კარდიფს“ კი მადა უფრო გაეხსნა და ფრანგებისგან 80 მილიონს ითხოვს. უელსურმა კლუბმა სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. შეგახსენებთ, რომ სალა 2019 წლის იანვარში...

ვის შევჩივლო, მარადონა მკვდარია…
ჩანაწერი

ვის შევჩივლო, მარადონა მკვდარია…

გეხსომებათ საფრანგეთის ნაკრების ექსდამრიგებელი რაიმონ დომენეკი. მუსიე რაიმონი 2004-2010 წლებში წვრთნიდა „მამლებს“ და 2006-ში მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალსაც უწია. და რა შუაშია მარადონა? დიეგო თავად 68 წლის ფრანგმა გაიხსენა, რომელიც ფრანგულსავე „ნანტში“ სამუშაოდ სეზონის ბოლომდე მიიწვიეს. „მინდოდა, გუნდში მარადონა ამეყვანა, მაგრამ მკვდარია და რა ვქნა?! იმ კონტინგენტით უნდა დავკმაყოფილდე, რომელიც გვყავს. იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას ვერავის დავიმატებთ,“...

დადასტურდა
ჩანაწერი

დადასტურდა

დადასტურდა: ნეშტი, რომელიც ლა მანშის ფსკერზე ჩაძირული თვითმფრინავიდან ამოასვენეს ემილიანო სალას ეკუთვნის. პილოტ დევიდ იბოტსონის სხეული დაკარგულია. საფეხბურთო სამყარო 28 წლის არგენტინელ ფეხბურთელს გლოვობს. შეგახსენებთ, რომ ის იანვარში ფრანგული „ნანტიდან” პრემიერლიგის „კარდიფ სიტიში” გადავიდა და პატარა ტურისტული თვითმფრინავით სწორედ ახალი კლუბისკენ მიემგზავრებოდა. მთელი მსოფლიოს ფეხბურთელებმა, მათ შორის ისეთმა ვარსკვლავებმა, როგორებიც არიან კილიან მბაპე, ალექსანდრ ლაკაზეტი, ბენჟამენ...

ჩანაწერი

ერთი ნეშტი ამოიტანეს

ემილიანო სალას მაძიებელმა ბრიგადებმა ლა მანშის ფსკერზე ჩაძირული თვითმფრინავიდან წარმატებით ამოასვენეს ერთი დაღუპულის სხეული. შეგახსენებთ, რომ მცირე ზომის ტურისტულ საფრენ აპარატში სულ ორი მგზავრი იყო, 28 წლის არგენტინელი ფეხბურთელი ემილიანო სალა, რომელიც „ნანტიდან” „კარდიფ სიტიში” გადავიდა და ახალ კლუბში სათამაშოდ მიემგზავრებოდა და 59 წლის პილოტი დევიდ იბოტსონი. ჩაძირული თვითმფრინავი კუნძულ ოლდერნის მახლობლად მისი დაკარგვიდან 13...

ჩანაწერი

სალას დაღუპვაში ბრალი მის აგენტს დასდეს

ლა მანშის გრიგალში დაკარგული არგენტინელი ფეხბურთელის ემილიანო სალას და ორკაციანი ტურისტული თვითმფრინავის პილოტის დეივ იბოტსონის ძებნა გრძელდება, თუმცა მათი ცოცხლად პოვნის იმედი აღარავის აქვს. დაჟინებულმა ძიებამ საბოლოოდ ის შედეგი მოიტანა, რომ „ნანტიდან” „კარდიფ სიტიში” გადასული 28 წლის მოთამაშისა და 59 წლის ავიატორის თვითმფრინავი სრუტეს ფსკერზე, 63 მეტრის სიღრმეზე იპოვეს ჩაძირული. მყვინთავებმა წყალქვეშა კადრები გადაიღეს და...