დადასტურდა: ნეშტი, რომელიც ლა მანშის ფსკერზე ჩაძირული თვითმფრინავიდან ამოასვენეს ემილიანო სალას ეკუთვნის. პილოტ დევიდ იბოტსონის სხეული დაკარგულია.
საფეხბურთო სამყარო 28 წლის არგენტინელ ფეხბურთელს გლოვობს. შეგახსენებთ, რომ ის იანვარში ფრანგული „ნანტიდან” პრემიერლიგის „კარდიფ სიტიში” გადავიდა და პატარა ტურისტული თვითმფრინავით სწორედ ახალი კლუბისკენ მიემგზავრებოდა.
მთელი მსოფლიოს ფეხბურთელებმა, მათ შორის ისეთმა ვარსკვლავებმა, როგორებიც არიან კილიან მბაპე, ალექსანდრ ლაკაზეტი, ბენჟამენ მენდი და სხვები სოციალური ქსელები სამძიმრის ტექსტებით გაავსეს. სამძიმარი დაწერეს ლეგენდარულმა ვეტერანებმაც.
მსოფლიოს ჩემპიონმა კილიან მბაპემ ინსტაგრამზე სანთლის გამოსახულება დაპოსტა, რომელზეც 9 ნომრიანი მაისურა იყო გამოსახული. შეგახსენებთ, რომ მბაპემ სალას საძიებო-სამაშველო ღონისძიებებს 26 ათასი გირვანქა შესწირა.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები06/11/2026 | 14:26კლოპმა გერმანია დაწურა
აქეთურ-იქითური04/11/2026 | 16:08სანდრო მოედანზე, გოგა სკამზე
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:47ევროპის შანსი
აქეთურ-იქითური29/10/2026 | 21:52ბასილაშვილი ალკარასს ვერ მოერია
