ბოლო რამდენიმე კვირაა ვინისიუს ჟუნიორი შესანიშნავად თამაშობს, მაგრამ მისი „რეალში’’ დარჩენა-არ დარჩენის საკითხი შესაძლოა კვლავ მძაფრად წამოიჭრას. ადრეც გვითქვამს, რომ ბრაზილიელს მადრიდელებთან კონტრაქტის თანახმად კიდევ 18 თვე აკავშირებს. მართალია თანამშრომლობის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მხარეებს შორის მოლაპარაკებები ზაფხულში უნდა გაიმართოს, მაგრამ არ არსებობს გარანტია, რომ ის წარმატებით დამთავრდება. „რეალს’’ ვარსკვლავის შენარჩუნება ძალიან უნდა, მაგრამ მისი მადის დაკმაყოფილებას ალბათ ვერ შეძლებს. ამასობაში, გამოჩნდნენ კლუბები, რომლებიც 25 წლის ფეხბურთელს გადაბირებას უპირებენ.
ერთ-ერთი ასეთ კლუბთაგანი არის „მანჩესტერ სიტი’’. ინგლისში დაიწერა, რომ „ქალაქელების’’ წარმომადგენლები უკვე დაუკავშირდნენ ბრაზილიელს და სთხოვეს „რეალთან’’ ახალი კონტრაქტის დადება არ იჩქაროს.
საინტერესოა, რომ „სიტის’’ იმ დიდმოხელეთა შორის, ვისაც ვინისიუსის ყიდვა უნდა არ არის გუნდის მწვრთნელი პეპ გვარდიოლა. შესაძლოა ეს იმას ნიშნავს, რომ „ბარსელონას’’ ყოფილი თავკაცი სეზონის ბოლო მართლა დატოვებს „ეტიჰედს’’.
გვარდიოლას როდრიგო გოესის ყიდვა ურჩევნია, თუმცა „რეალმა’’ გამოაცხადა, რომ ეს უკანასკნელი არ იყიდება. მისი კონტრაქტის ვადა ჯერ არ იწურება და ამდენად მოლაპარაკებების დაწყებას აზრი არ აქვს. ამიტომაც, ვინისიუსის შეძენის ვარიანტი უფრო ლოგიკური ჩანს.
საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები. რასაკვირველია, ვინისუსის დაკარგვა „რეალისთვის’’ დიდი დარტყმა იქნება, მაგრამ, მეორე მხრივ, კილიან მბაპეს მისთვის კომფორტულ მარცხენა ფრთაზე გადასვლის, ხოლო კლუბს ცენტრფორვარდის ყიდვის შესაძლებლობას მისცემს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური31/07/2026 | 09:25რატომ სადილობს ლუიშ კამპუში ფეხბურთელებთან?
აქეთურ-იქითური31/07/2026 | 07:50უეფამ ფიფას პრეზიდენტობა ალ-ხელაიფის შესთავაზა
აქეთურ-იქითური30/07/2026 | 09:37ინფანტინოს გეგმას ტრამპის სიძემდე მივყავართ
აქეთურ-იქითური30/07/2026 | 08:41სჭირდება თუ არა კვარას მზის სათვალე?
