Breaking News

Month: May 2019

No image

ლიოვმა მკერდში ჰანტელი ჩაირტყა

გერმანული „ბილდი” იტყობინება, რომ გერმანიის ნაკრების თავკაცი იურგენ ლიოვი ფრაიბურგის საუნივერსიტეტო კლინიკაში მოხვდა. მიზეზი: სისხლის მიმოქცევის დარღვევა. ლიოვი 59 წლისაა. ჯანმრთელობის პრობლემა მას ერთი კვირის წინ, ვარჯიშის დროს მიღებული დაზიანების გამო შეექმნა. ლიოვს მკერდში ჰანტელი მოხვდა, რასაც თავიდან ყურადღება არ მიაქცია, მაგრამ მოგვიანებით, როდესაც პრობლემამ იჩინა თავი, ექიმს მიაკითხა. კარგი ამბავი ის არის, რომ იოაჰიმ…

Read more
No image

ანტონიო კონტეს ახალი ამბიციური სამსახური

„ინტერის” ახალ მწვრთნელად დაინიშნა ანტონიო კონტე. „ჩელსის” ყოფილი თავკაცი ხუთშაბათს გაშვებული ლუჩანო სპალეტის ადგილს დაიკავებს. სპალეტიმ „ინტერს” სერია A-ს ცხრილში მეოთხე პოზიცია დააკავებინა და ჩემპიონთა ლიგაში გაიყვანა, მაგრამ „ნეროაძური” მხოლოდ ამით კმაყოფილი ვერ იქნება. 49 წლის კონტე თითქმის წელიწადია უმუშევრადაა. ბოლოს ის „სტემფორდ ბრიჯზე” მუშაობდა. ახლა კონტე „სან სიროზე” გადაბარგდება და, როგორც ამბობენ, წელიწადში 10…

Read more
No image

უეინ რუნი გორილაა და კუდი აქვს

უეინ რუნის ჯონათან როსის რინგზე გაყვანა და ცემა უნდა. უეინ რუნი გასაგებია ვინც არის — „მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ვარსკვლავი, რომელსაც ინგლისის ნაკრებში 120 თამაში აქვს ჩატარებული; ახლა ის აშშ-ს „D.C. იუნაიტედში” თამაშობს — ჯონათან როსი კი ჩვენი მკითხველისთვის ნაკლებად უნდა იყოს ცნობილი. ის გახლავთ ინგლისელი ტელე და რადიო წამყვანი, კინოკრიტიკოსი, კომიკოსი და მსახიობი, რომელმაც ჯერ…

Read more
No image

ისევ ორხელისუფლებიანობა

ორნი და სხვები ეროვნულ ლიგაში ორხელისუფლებიანობა ისევ გრძელდება. ახლა „ბათუმი“ დადგა პირველ ადგილზე, რადგან ბურთების სხვაობა ერთით უკეთესი აქვს „საბურთალოზე“. „ბათუმი“ და „საბურთალო“ უკვე 7 ქულით დაშორდნენ კონკურენტებს, რაც მათ სოლიდურ უპირატესობას აძლევს. ბათუმში ისევ საფეხბურთო ზეიმი გაიმართა. ზღვისპირელებმა ბოლნისელებს ხუთი ბურთი გაუტანეს ერთის სანაცვლოდ. ლამაზი გოლები და ემოციური გულშემატკივარი – აი, ეს არის დღეს…

Read more
No image

კოუტინიოს სამიდან ერთი

ფელიპე კოუტინიომ სამეგობროში და მერე სამეგობრომ პრესაში თქვეს, რომ ამ ზაფხულს “ბარსადან” წასვლა უნდა. გაშვებაზე არც კლუბია უარს, თუ შეთავაზება 100 მილიონ ევროზე ნაკლები არ იქნება. შეძენის მსურველი სამია – პსჟ, “ჩელსი” და “მანჩესტერი”. ფელიპეს გული მას შემდეგ აუცრუვდა, რაც “კამპ ნოუმ” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში “მანჩესტერთან” მატჩისას (3:0) უსტვინა. “ბარსას” მოგება ისიცაა, რომ წელს გაყიდვის…

Read more
No image

მესუთ განტევების ვაცი

„არსენალი” ევროპულ გამარჯვებას 25 წელი ელოდა და… სულ მცირე გაისამდე კიდევ მოუწევს ცდა. „მეთოფეებმა” ევროლიგის ფინალში, ბაქოში, „ჩელსისთან” 1:4 წააგეს. ჩრდილოლონდონელთა ფანებს განტევების ვაცის ძებნა დიდხანს არ დასჭირვებიათ. საამისოდ, საუკეთესო კანდიდატურა 30 წლის მესუთ იოზილი აღმოჩნდა, რომელიც უნაი ემერიმ 77-ე წუთზე შეცვალა და რომელსაც აზერბაიჯანის დედაქალაქში ჩასულმა ფანებმა უსტვინეს. იოზილს კრიტიკოსები არც სტადიონს მიღმა დაკლებია….

Read more
No image

ზეიმს ვიწყებთ ბაქოდან

„ჩელსის” ფეხბურთელებმა ევროლიგის ფინალში „არსენალს” 4:1 მოუგეს და დიდი ტაშ-ფანდური მოაწყვეს. ზეიმი გასახდელიდან დაიწყო და ავტობუსში გაგრძელდა. ბრაზილიური წარმოშობის იტალიელმა ნახევარმცველმა ჟორჟინიომ თავის ინსტაგრამზე ატვირთა ავტობუსის კადრები. როგორც ჩანს პარადი ოლივიე ჟირუს მიჰყავდა. უკანა სკამზე თასიც იმას ეჭირა და ბევრსაც გიჟმაჟობდა. ერთ ეპიზოდში ისმის როგორ ხუმრობს ჟირუ თავის ყოფილ კლუბზე, სადაც ექვსი წელი (2012-2018) გაატარა. „მადლობა,…

Read more
No image

თასი ჩელსის, პედრო ისტორიაში

ლონდონის “ჩელსი” ევროპა ლიგის გამარჯვებულია. ფინალურ შეხვედრაში, რომელიც ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართა, „ჩელსიმ“ თანაქალაქელი „არსენალი“ 4:1 დაამარცხა. გამარჯვებულთაგან ბურთები ოლივიე ჟირუმ, პედრო როდრიგესმა და ედენ აზარმა გაიტანეს. აზარი, რომელმაც ამ მატჩში დუბლი შეასრულა და ერთი საგოლე პასიც გააკეთა, ფინალის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ოლივიე ჟირუ კი 11 გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ფეხბურთის ისტორიაში შევიდა პედრო…

Read more
No image

ნული მაყურებელი ოთხ თამაშს

ტელეკომპანია „სქაიმ” გასულ სეზონში ბუნდესლიგის 266 თამაში გადასცა და ამ შეხვედრებიდან ოთხის გასწვრივ დაიწერა, რომ მას 0 მაყურებელი ჰყავდა. ძნელი დასაჯერებელია, რომ ტელევიზორში ფეხბურთს გადასცემდნენ, მას კი პირდაპირი მნიშვნელობით არავინ უყურებდა. ცხადია, ასე არ ყოფილა. ლაპარაკია აღრიცხვის ტექნიკურ მხარეზე ანუ თუკი მატჩი 5 000 ადამიანზე ნაკლებმა ნახა, ითვლება, რომ მას 0 მაყურებელი ჰყავდა. კომერციის თვალსაზრისით…

Read more
No image

როგორ მოვუგოთ ტოტალიზატორს?

ქართულს შევეშვათ, აგერ ესპანურ ფეხბურთში აგორდა სკანდალი გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებით. სადაც ფულის სუნი ტრიალებს, მამაძაღლობაც ხდება, მაგრამ ამ მასშტაბის? მიდის მიამიტი მიყვარული ტოტალიზატორში, დარწმუნებულია, რომ ლოგიკა მის მხარესაა და… როგორც ყოველთვის. მთლად უარესი: არსებობენ ადამიანები, რომლებიც ტოტალიზატორებისთვის ტექსტურ ლაივრეპორტაჟს გადმოსცემენ. ჰოდა ერთმა ასეთმა ფილიპინებზე ქალთა ორ საკალათბურთო გუნდს ფორმები ჩააცვა, რომელიღაც სკოლის დარბაზში აბურთავა, რეპორტაჟი…

Read more
No image

პრემიერლიგა თუ ჩემპიონთა ლიგა?

„ლივერპულის” მწვრთნელი იურგენ კლოპი არ ეთანხმება კოლეგას, „მანჩესტერ სიტის” თავკაც პეპ გვარდიოლას, რომ პრემიერლიგის მოგება ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, გერმანელი მიიჩნევს, რომ 2018/19 წლების სეზონი მისმა გუნდმა გვარდიოლას გუნდზე უკეთესად ჩაატარა. შეგახსენებთ, რომ „ლივერპული” შაბათს, 1 ივნისს, მადრიდის „ვანდა მეტროპოლიტანოზე” ჩემპიონთა ლიგის ფინალში, „ტოტენჰემ ჰოთსპურს” ხვდება. კლოპმა თქვა: „პრემიერლიგა გვარდიოლასთვის იმიტომ არის უფრო…

Read more
No image

გარიგებული თამაშები. ესპანური მაფია

სულ რამდენიმე დღე გავიდა ესპანეთში საკლუბო ფეხბურთის სეზონის გასრულებიდან და პოლიციამ მასშტაბური ოპერაცია ჩაატარა გარიგებული თამაშების ორგანიზატორების და მონაწ ილეების დასაკავებლად. შავფორმიანი სპეცრაზმელები ერთდროულად უესკაში, მალაგაში, მადრიდში, ლა კორუნიასა და ვალიადოლიდში შევარდნენ ეჭვმიტანილთა სახლებში. ოპერაციის კოდური სახელწოდება იყო “ოიკოსი” რაც ძველბერძნულად სახლს ნიშნავს. დაკავებულია რამდენიმე ადამიანი. მათ შორის “უესკას” პრეზიდენტი. ეჭვმიტანილი ოცამდეა. დღეს “მარკას” გარეკანი…

Read more
No image

ბროლის კაცი

ეს უკვე სასაცილოც აღარ არის. გაივლის კვირა და იცი, რომ აუცილებლად მოვა ინფორმაცია ნეიმარის ტრავმის შესახებ. თითქოს განსაკუთრებული არაფერი, მაგრამ ბრაზილიის ნაკრები “კოპა ამერიკისთვის” ემზადება და ნეიმარმა წეღან დაწყებული ვარჯიში შეწყვიტა – მუხლში დისკომფორტს ვგრძნობო. ექიმებმა გასახდელამდე მიაცილეს და გამოკვლევა დაუნიშნეს. ბოროტმა ენებმა თქვეს, ნეიმარის დისკომფორტი მუხლის კი არა, იმის ბრალია, კაპიტნობა რომ ჩამოართვეს და…

Read more
No image

სარი ზედმეტად ემოციურია

მაურიციო სარიმ ბაქოში, „ჩელსის” ბოლო ვარჯიშზე თავი ვერ მოთოკა და მოედნიდან გაიქცა. მიზეზი: ერთი შეხედვით, იტალიელმა მწვრთნელმა გონსალო იგუაინისა და დავიდ ლუისის გამაღიზიანებელი კინკლაობა ვერ აიტანა. ძნელია, როდესაც ევროლიგის ფინალის წინა დღეს ფეხბურთელებისგან უპასუხისმგებლობას ხედავ. განრისხებულმა სარიმ კეპი მოგლიჯა, დააგდო და ფეხი გაჰკრა. ეს ამბავი საღამოს ვარჯიშზე მოხდა. არგენტინელი და ბრაზილიელი რამდენჯერმე უხეშად შეებრძოლენ ერთმანეთს ბურთისთვის,…

Read more
No image

ევერესტზე საცობია. 10 გარდაიცვალა

პირველებმა 8848-მეტრიანი ევერესტი ნეპალელმა ტენგსინგ ნორგეიმ და ახალზელანდიელმა ედმუნდ ჰილარიმ დალაშქრეს. მაშინ, 1953 წელს, ეს წარმოუდგენელი გმირობა იყო და დუეტს “მსოფლიოს სახურავზე” ასვლაში 400-კაციანი გუნდი ეხმარებოდა. წლები გავიდა და ევერესტზე ამსვლელთა რიცხვი კატასტროფულად გაიზარდა. მხოლოდ ერთ ციფრს გეტყვით: 2012 წელს რეკორდი დამყარდა და ერთ დღეში მწვერვალზე 234 ადამიანი ავიდა. საქმე ის არის, რომ ტურისტული ბიზნესი ნეპალელთა…

Read more
No image

გარბის და არ უშვებენ

„მარკა” წერს, რომ სერხიო რამოსსა და ფლორენტინო პერესს შორის ურთიერთობა იმდენად დაიძაბა, რომ „რეალის” კაპიტანს მეტის მოთმენა აღარ შეუძლია და კლუბიდან წასვლა უნდა. რა გამოთქმას აღარ ხმარობენ: პრეზიდენტისა და ვარსკვლავის კონფლიქტი უკან დაბრუნების წერტილს გაცდაო; მათ შორის ხიდები დაიწვაო… ესპანური რადიო Cope-ს გადაცემა El Partidazo-ში თქვეს: „ურთიერთობა საბოლოოდ წახდა. მათ ერთმანეთთან კავშირი აღარ აქვთ. კაცმა, რომელსაც…

Read more
No image

გატუზო წავიდა

ჯენარო გატუზო „მილანის” მწვრთნელის თანამდებობიდან გადადგა. მისი ხელმძღვანელობით „როსონერი” სერია A-ში მეხუთე ადგილზე გავიდა, ჩემპიონ „იუვენტუსს” 22 ქულით ჩამორჩა და ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელ ადგილს მიღმა დარჩა. „ლა რეპუბლიკასთან” საუბარში გატუზომ თქვა: „ძნელია ასეთი გადაწყვეტილების მიღება. „მილანის” დატოვება მტკივნეულია, მაგრამ ეს იყო ნაბიჯი, რომელიც უნდა გადამედგა. გადაწყვეტილება რომელიმე ერთი კონკრეტული მომენტის გამო არ მიმიღია. ეს გახლდათ…

Read more
No image

გრილიშის თილისმა

სამწლიანი შესვენების შემდეგ “ასტონ ვილა” პრემიერლიგას დაუბრუნდა. გადამწყვეტ მატჩში ბირმინგემელებმა “დერბის” 2-1 სძლიეს უემბლიზე. რაღა თქმა უნდა, “ასტონ ვილას” ზეობა დიდწილად სტაბილურად ჩატარებულმა სეზონმა განაპირობა, თუმც გუნდის მთავარვარსკვლავი, ჯეკ გრილიში თვლის, რომ წარმატების საიდუმლო მის ძველ ბუცებშია. უკვე თითქმის ნაფლეთებად ქცეულ ბუცებს გრილიში მარტიდან მოყოლებული არ იცვლიდა, ერთგული ჯეკი მაშინ ტრავმამოშუშებული დაუბრუნდა გუნდს და და…

Read more
No image

ნეიმარს კაპიტნობა ჩამოართვეს

ნეიმარი კაპიტანი აღარ არის – ბრაზილიის ნაკრების დამრიგებელმა ტიტემ ამის შესახებ პირადად ნეიმარს შაბათს აცნობა, მეორე დღეს კი ნაკრების ახალ კაპიტნად დანი ალვეში გამოაცხადა. დანი ალვეშს ამერიკის თასზე გამოძახებულ ბრაზილიელთა შორის ნაკრებში ყველაზე მეტი უბურთავია – 138 მატჩი. მოსამზადებელ ამხანაგურ შეხვედრებში ყატართან და ჰონდურასთან, ასევე ამერიკის თასზე მოედანზე გუნდს სწორედ დანი შეუძღვება. ბრაზილიური “გლობო” წერს,…

Read more
No image

ზიდანი ჰოთ დოგის საყიდლად წავიდა

არსენ ვენგერი ინტერნეტ-სენსაციად იქცა. „არსენალის” ყოფილი მწვრთნელი, რომელიც 69 წლისაა, მთელი კარიერა დაბალ ლიგებში თამაშობდა და უცებ მსოფლიოს მოედო ფოტო სადაც ის ფეხბურთის ლეგენდას, 46 წლის ზინედინ ზიდანს ფინტით აბითურებს. „რეალის” 46 წლის მწვრთნელისთვის ასეთ ფოტოზე მოხვედრა ალბათ უხერხულიც კი იყო. სოციალური ქსელები კომენტარებით გადაივსო. „როგორ ატყუებს ვენგერი ზიდანს მოედნის ცენტრში… ეს სპორტის ისტორიის ფოტოებიდან…

Read more
No image

ნიკოლა მაქსიმოვიჩი – საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელი

8 ივნისს თბილისის სპორტის სასახლეში ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის ერთა ჩემპიონატი დაიწყება. მასპინძელი საქართველოს ნაკრების გარდა მონაწილეობენ: აშშ, დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, კოლუმბია, კუბა, ჩინეთი, ინდოეთი, ნიგერია, ბულგარეთი, აზერბაიჯანი და მალტა. ექვსი ევროპული გუნდისთვის ეს შეჯიბრება ევრო 2022-ის შესარჩევის ერთ-ერთი ეტაპიც არის. და ამ შეჯიბრებაში ჩვენი ქვეყნის ნაკრებს 40 წლის სერბი ნიკოლა მაქსიმოვიჩი უხელმძღვანელებს. მაქსიმოვიჩმა ხელბურთელის კარიერის…

Read more
No image

ქართველთათვის დრამატული უიქენდი ფრანგულ ელიტაში

გასულ უიქენდზე საფრანგეთში სარაგბო მოვლენები მეტად საინტერესოდ განვითარდა. ტოპ 14-ში რეგულარული სეზონის ბოლო ტური შედგა, რომელმაც მესამე-მეექვსე ადგილოსნები გამოავლინა და პლეი-ოფის წყვილები ჩამოაყალიბა. პარიზული „რასინგი“ აჟენს ესტუმრა და 35:3 მოიგო. მასპინძელთა სასტარტოში გიორგი თეთრაშვილი იყო, რომელმაც მარცხენა ბურჯად 38 წუთი ითამაშა, ხოლო გამარჯვებულთა შორის გურამ გოგიჩაშვილმა იგივე პოზიციაზე სრული მეორე ტაიმი გაატარა. დედაქალაქელებმა ამ გამარჯვებით…

Read more
No image

შეიხის ბიძაშვილი შეიხი

„სანი” წერს რომ მაიკ ეშლი „ნიუკასლ იუნაიტედის” გაყიდვას დაყაბულდა. თანხაც ცნობილია — 350 მილიონი დოლარი. მყიდველი: „მანჩესტერ სიტის” არაბი მეპატრონის შეიხ მანსურის ბიძაშვილი, შეიხი ხალიდ ბინ ზაიედ ალ ნეჰაიანი, ცხადია თავადაც მილიარდერი. მედიაგიგანტი წერს, რომ მისი ინფორმაციით ხელშეკრულება უკვე ხელმოწერილია და დასამტკიცებლად პრემიერლიგის ოფისშია გადაგზავნილი. ზემოხსენებული შეიხი აბუ დაბის სამეფო ოჯახის ერთ-ერთი მაღალი წარმომადგენელია. მას…

Read more
No image

თბილისში უჰრინი იყო, ბოლნისში – მუშტი

ბოლნისური დავიდარაბა მე-15 ტურის მთავარი ამბავი ბოლნისის „თამაზ სტეფანიაზე“ მოხდა. ქვემოქართლურ დერბიში ისეთი ამბები დატრიალდა, აქამდე რომ არ გვახსოვს – 4 გაძევება, 6 გოლი და 2 ავტოგოლი… ბოლო 26 წუთი გუნდებმა 9-9 ფეხბურთელით ითამაშეს. ყველაფერი რუსთაველთა მესამე გოლს მოჰყვა 64-ე წუთზე. მინდორზე გუნდი-გუნდზე ჩხუბი გაჩაღდა. შედეგად, მსაჯმა ყრუაშვილმა ორივე გუნდიდან 2-2 მოთამაშე გააძევა. ამის შემდეგ…

Read more
No image

მხითარიანი? არ უნდა და ნუ უნდა!

უეფას პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი ევროპის ლიგის თასის ფინალის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს გამოეხმაურა… მოგეხსენებათ, 29 მაისს ფინალურ მატჩს ბაქოს ოლიმპიური სტადიონი უმასპინძლებს. ერთმანეთს ლონდონური „ჩელსი“ და „არსენალი“ დაუპირისპირდებიან. „მეთოფეთა“ სომეხი ნახევარმცველი გენრიხ მხითარიანი გუნდს ბაქოში არ მიყვება უსაფრთხოების გარანტიის არქონის გამო. ჰოდა ჩეფერინიმაც ამ ამბავზე გააკეთა კომენტარი: „მხითარიანი ბაქოში არ ჩავა? კი ბატონო, ეს მისი გადაწყვეტილებაა….

Read more
No image

სამეფო თასი ვალენსიამ აღმართა

შაბათს, სევილიაში, ბენიტო ვილამარინის სტადიონზე ესპანეთის სამეფო თასის ფინალში „ვალენსიამ” „ბარსელონას” 2:1 მოუგო და ჯილდოს დაეუფლა. ასე დასრულდა „ბლაუგრანას” ოთხწლიანი სათასო ბატონობა. ლა ლიგას ჩემპიონმა წლეულს დუბლი ვერ შეასრულა. ვალენსიელებმა გოლები პირველ ტაიმში გაიტანეს. ეს 21-ე წუთზე კევინ გამეირომ, ხოლო 33-ზე როდრიგო მორენომ შეძლეს. 30-გზის თასის მფლობელს ლუის სუარესის და ოსმან დემბელეს არყოფნაში გაუჭირდა. მართალია,…

Read more
No image

ფული სილვასაც ანათებს

დიდი შანსია, რომ დავიდ სილვამ „მანჩესტერ სიტის” სახელით უკანასკნელი მატჩი უკვე ჩაატარა. ყატარელებმა მას ორ წელიწადში 12 მილიონი გირვანქა შესთავაზეს. თან ეს 12 მილიონი დაქვითული თანხაა, მთლიანად სახლში წასაღები. მეტი რაღა ცდუნება უნდა 33 წლის ვეტერანს? „სანისთვის” ცნობილი გახდა ისიც, რომ „სიტი” თავის მხრივ სილვას ჩაბღაუჭებას აღარ აპირებს. „ქალაქელებს” „მონაკოსგან” 22 წლის ბელგიელი იური ტილემანსის ყიდვა…

Read more
No image

ოოოოოოძეკი!

ტიტული დაბრუნებულია! ლევან გორგაძემ დათქმული 10 გამარჯვება მოიპოვა და ისევ ოძეკია, თუმცა რანგის ოფიციალურად გაფორმებამდე გარკვეული ფორმალობები დარჩა. მთავარი ისაა, რომ ქართველმა გოლიათმა ტიტული იოკოძუნა კაკურიუს დამარცხებით მოიპოვა – სტარტზე გავეშებულ მონღოლს გაეცალა და დავარდნაში “წაეხმარა”. ამ გამარჯვებით ლევანმა მერვე მაეგაშირა ასანოიამა გააჩემპიონა – მისი დაწევა მხოლოდ კაკურიუს შეეძლო. გუშინ ლევანისთვის ასანოიამასთან მოგება უსინდისოდ რომ…

Read more
No image

შოუ მიწისძვრამ ჩაშალა

იაპონელებს მიწისძვრა რომ არ ხდება, ის უფრო უკვირთ, მაგრამ 5.1 მაგნიტუდის რყევა ნამეტანია. მიწისძვრის ეპიცენტრი ტიბას პრეფექტურაში იყო. ზუსტად ამ დროს მიმდინარეობდა ფიგურული სრიალის შოუ Fantasi On Ise, რომელშიც მხოლოდ ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები მონაწილეობენ. ბიძგები რუსი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ევგენი პლუშჩენკოს გამოსვლისას მოხდა. ბუნებრივია, გამოსვლაც შეწყდა და შოუც შეჩერდა. მცირე პაუზის შემდეგ სანახაობა განახლდა,…

Read more
No image

ძველი და ახალი

მისალოცი წერილები, ჩვეულებრივ, ერთი ტიპისაა: „ძვირფასო „რეალ“, მოგილოცავ დიდ გამარჯვებას, იყავი ბედნიერი, მშვენიერო და ა.შ.“ ამდენი წლის შემდეგ საკლუბო ფეხბურთის ისტორიამ თავის მთავარ ადგილას დაიბრუნა მადრიდის „რეალი“. ამ საქმეში არის სამართლიანობა და ამ საქმეში არის ერთგვარი გახსენებაც მადრიდელთა რამდენიმე ბრწყინვალე თაობისა, ჩემპიონთა თასს რომ ვერ დაეუფლა. მაგრამ ამსტერდამ არენაზე გამართულმა ფინალმა ეს სევდიანი მოგონებები „რეალის“…

Read more
No image

ხანდახან მოწინააღმდეგე გუნდიც თამაშობს

დღეს ესპანეთში სამეფო თასის ფინალია, „ბარსელონა” და „ვალენსია” ხვდებიან ერთმანეთს, თუმცა მატჩის წინა პრეს-კონფერენციაზე ჟერარდ პიკეს მოახლოებულ მატჩზე მეტად ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ლივერპულთან” წაგებაზე დაუსვეს კითხვები. ლაპარაკი ჩამოვარდა 22 წლის ჰოლანდიელ ფრენკი დე იონგზეც, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ასევე ნახევარფინალში იყო, საიდანაც მისი „აიაქსი” „ტოტენჰემ ჰოთსპურმა” გამოთიშა. „დე იონგი?, — კითხვაზე კითხვით უპასუხა პიკემ,…

Read more
No image

რაო? რამოსი რეალიდან მიდისო?..

რეალი რამოსის გარეშე წარმოგიდგენიათ? შეიძლება „რეალი“ მოგწონდეს ან არ მოგწონდეს, შეიძლება სერხიო რამოსს ან ძალიან აქებდე, ან საშინლად ლანძღავდე, მაგრამ ესენი უერთმანეთოდ? ესპანურმა „მარკამ“ ცოტა არ იყოს სენსაციური ამბავი დაწერა – სერხიოს კლუბში შექმნილი ატმოსფერო არ მოსწონსო და ეს ყველაფერი ზინედინ ზიდანის მეორედ მოსვლის ბრალი არისო. ზიზუ სუპერვარსკვლავი მწვრთნელის რანგში დაბრუნდა და არას დაგიდევთ, თუ…

Read more
No image

ბარსელონა ინგლისში მეშვიდეა

ინგლისურმა პრემიერლიგამ ზუსტი ციფრები დადო, სატელევიზიო ტრანსლაციებიდან რომელმა კლუბმა რამდენი გამოიმუშავა. ჩემპიონი „სიტი“ კი არის, მაგრამ ლივერპულის მატჩები პირდაპირ ეთერში 29-ჯერ გადაიცა, „სიტის“ 26-ჯერ, პოპულარობით გვარდიოლას გუნდს „მანჩესტერმაც“ გადაასწრო – 27 პირდაპირი ეთერი. ჯამში კლოპის გუნდმა 152.4 მილიონი გირვანქა მიიღო, „სიტიმ“ – 150.9. სიას თუ ჩავყვებით, ესპანური „ბარსელონა“ სატელევიზიო კონტრაქტების მიხედვით ინგლისურ პრემიერლიგაში მხოლოდ მეშვიდე…

Read more
No image

ვენგერმა ბაქო კოშმარიაო

„არსენალის” ყოფილი მწვრთნელი არსენ ვენგერი შიშობს, რომ ევროლიგის ფინალი, რომელიც ოთხშაბათს, 29 მაისს  ბაქოშია დანიშნული, გულშემატკივრებისთვის შეიძლება კოშმარად იქცეს. კიდევ, ლონდონური გუნდის ფრანგ ლეგენდას მიაჩნია, რომ ის, რაც „მეთოფეთა” სომეხი მოთამაშის ჰენრიკ მხითარიანის გარშემო ხდება, უეფას არ უნდა დაეშვა. ვენგერმა თქვა: „პრობლემა გულშემატკივრებს ექნებათ, რადგან მათთვის ბაქო ცოტა არ იყოს კოშმარია”. აქ ფრანგმა სავარაუდოდ ის…

Read more
No image

ქართულ ხელბურთში ზღვა ღელავს!

ბათუმის BSB კვლავ საქართველოს ჩემპიონია! შავი ზღვის ბიჭებმა ზედიზედ მეორედ, სულ კი მესამედ მოიპოვეს ქვეყნის უძლიერესი გუნდის ტიტული. აქამდე ისინი 2016 და 2018 წლებში იყვნენ ქართული ხელბურთის მწვერვალზე. ფინალში BSB თბილისის „პეგასს” შეხვდა, მაგრამ გადამწყვეტი თამაში ვერ გამოდგა დაძაბული  35:25. შეიძლება ითქვას, რომ წლევანდელ ფინალურ ოთხეულში ყველაზე დრამატული „პეგასის” და „ქუთაისის” ნახევარფინალური მატჩი იყო. დაძაბული…

Read more
No image

ნიკა ნახევრად ფინალშია

ნიკოლოზ ბასილაშვილი ლიონის ტურნირზე ფავორიტად განთესეს და ჯერჯერობით სრულებით ამართლებს პირველი ნომრის სტატუსს. მეოთხედფინალში მისი მეტოქე ფრანგი ჟო ვილფრიდ ცონგა იყო. ახლა კია ეს ფლეგმატური აფროფრანგი რეიტინგის 85-ე ნომერი, მაგრამ კარიერის ზენიტში თითქმის ყველა სუპერვარსკვლავი ჩაუჩოგნავს, რეიტინგის მე-5 ნომერიც ყოფილა და მარტო კორტზე სიჩაუქით 20 მილიონ დოლარზე მეტი უშოვია. ნიკამ ისე ითამაშა, ცონგას შანსი არ…

Read more
No image

ტოტენჰემში გლოვაა

ხუთი წელი რომ გუნდს აშენებ, პატარა ბიჭებს დააფრთიანებ, გუნდს გრანდად აქცევ და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვან, მერე წასვლა იქნება? მაურიციო პოჩეტინო ტურინის „იუვენტუსში“ მიდისო. თურმე, ტურინელთა სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი გასულ უქმეებზე ლონდონს ჩასულა და „ტოტენჰენმის“ მფლობელ დანიელ ლევისთან ხელი ხელზეც დაურტყამს. პარალელურად, ტურინელთა შუამავლები პოჩეტინოს შეხვედრიან და მისგანაც თანხმობა მიუღიათ. 47 წლის არგენტინელს ერთადერთი…

Read more
No image

პეგასის და ქუთაისის დაძაბული სანახაობა

ხელბურთელმა კაცებმა და ქალებმა საქართველოს ჩემპიონატების ფინალისტები გამოავლინეს. კაცების ფინალში ითამაშებენ ბათუმის BSB და თბილისის „პეგასი”, ქალებისაში კი ფოთის „ოქროს ვერძი” და თბილისის „ქარიშხალა”. ყველაზე დრამატული გამოდგა „პეგასისა” და „ქუთაისის” ნახევარფინალური შეხვედრა. „პეგასმა” მოიგო 30:29. ბოლო წუთზე ჯერ ქუთაისის მეკარე გულეიშვილმა აიღო შვიდმეტრიანი და თავის გუნდს გათანაბრების შანსი დაუტოვა, დასრულებამდე 10 წამით ადრე კი იგივე გააკეთა პეგასის გოლკიპერმა…

Read more
No image

ნუ შეჭამეთ ქართული ფეხბურთი!

ამას ჟურნალისტი არ ვამბობ. ქართული ფეხბურთის ქომაგი ვამბობ. დიდი „დინამოს“ ქომაგობით რომ არ დამიმთავრებია ფეხბურთის სიყვარული, იმის გამო ვამბობ. ქინქლაძის „მრეტების“ თამაშს რომ არ ვაცდენდი და არველაძეების „დინამოს“ „სამგურალებთან“ 8:1- ს, იმის გამოც. ვინ ხართ? რა კასტა ხართ ეგეთი, რომ არათუ მომიკლათ, საერთოდ შემაზიზღოთ ქართული ფეხბურთი? გემრიელია ბიუჯეტიდან მიღებული ხელფას-პრემიები, მაგრამ ცოტაა? დაიწყება ახლა ხელმოწერების…

Read more
No image

სომეხი არ ხარ, ქალო?

„არსენალის” ფანებმა სომხური წარმოშობის ამერიკელ სელებრითის კიმ კარდაშიანს შეუტიეს. ააფეთქეს სოციალური მედია. მიზეზი: მათი გუნდის ვარსკვლავი ჰენრიკ მხითარიანი ევროლიგის ფინალში სათამაშოდ ვერ მიდის, რადგან თამაში ბაქოშია, კარდაშიანი კი ამ ამბავს არ ეხმაურება და თანამემამულეს არ იცავს. „მეთოფეთა” გულშემატკივრების აზრით კარდაშიანს, რომელსაც სოციალურ ქსელებში აურაცხელი მიმდევარი ჰყავს, შეეძლო კამპანია წამოეწყო და მთელი მსოფლიო აეყოლიებინა. მართალი გითხრათ,…

Read more
No image

რიგითო პოგბა, კაპიტანი იქნები!

„მანჩესტერის“ 26 წლის ნახევარმცველ პოლ პოგბას „რეალმა“ დაადგა თვალი, მაგრამ ოლე-გუნარ სულშერს მისი გაშვება არ სურს. ნორვეგიელი მწვრთნელი ცდილობს აუხსნას, რომ პოგბა უმნიშვნელოვანესი ფიგურაა და მისთვის კაპიტნის სამკლავურის გადაცემას აპირებს. გუნდის დღევანდელი კაპიტანი ანტონიო ვალენსია „მანჩესტერიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით მიდის. წესით და რიგით, კაპიტნობა 33 წლის ეშლი იანგს ეკუთვნოდა, მაგრამ სავარაუდოდ, მომავალ სეზონში სათადარიგოს როლი…

Read more
No image

ჯერ ლიგას მოვიგებ და მერე

ინგლისური „ტოტენჰემის“ დანიელი ნახევარმცველი კრისტიან ერკსენი მადრიდის „რეალის“ მაისურით ოფიციალურ პრეზენტაციაზე მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ წარსდგება. 27 წლის ფეხბურთელი ლონდონში 2013 წელს „აიაქსიდან“ გადაბარგდა და ტრანსფერის თანხა 13.5 მილიონი ევრო იყო. მას შემდეგ ერიკსენი ტოპ-კლასის ნახევარმცველად იქცა და კლუბი მის გამოსასყიდ თანხად 200 მილიონ ევროს ითხოვდნენ. ერიკსენმა ამ სეზონში 35-ჯერ მოირგო „ტოტენჰემის“ მაისური, 8…

Read more
No image

დე ხეამ სულშერის გეგმები დახია

დავიდ დე ხეამ „მანჩესტერ იუნაიტედს” ბოლო შეთავაზებაზეც უარი უთხრა. ამით ესპანელმა მეკარემ კატეგორიულად დააფიქსირა თავისი პოზიცია და ინგლისური კლუბის შეფებს აიძულებს ამ ზაფხულსვე გააყიდინოს თავი. თავის მხრივ „იუნაიტედმაც” პრინციპულობა გამოამჟღავნა — არ უღირს დე ხეა კვირაში 350 000 გირვანქად და მორჩა. სწორედ ამ გასამრჯელოს ითხოვდა მეკარე, რომელსაც სასურველ ხელფასს „პარი სენ ჟერმენი” ჰპირდება. პარიზელებს ასეთი გეგმა…

Read more
No image

გიორგაძის მე-7 და სხვა ფრანგული ამბები

წინა უქმეებზე საფრანგეთში პირველი და მეორე ელიტური დივიზიონების მატჩები გაიმართა. ტოპ 14-ში ბოლოსწინა ტური შედგა, რომელმაც ბევრი ვერაფერი გაარკვია. მხოლოდ ის გაცხადდა, რომ „ლიონი“ პლეი-ოფში გავიდა, დანარჩენი ვაკანტური ადგილებისთვის კი ბრძოლა ბოლო ტურში მორჩება. 3 საგზურისთვის 4 გუნდი ომობს, მათ შორის 2 „ქართული“ – „რასინგი“ და „მონპელიე“. პრო D2-ში კი პლეი-ოფის ნახევარფინალები გაიმართა. ფინალში „ბაიონი“…

Read more
No image

დადგა ფინალური ოთხეულების დრო

ხვალ და ზეგ თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება ქალ და კაც ხელბურთელთა საქართველოს ჩემპიონატების ფინალური ოთხეულის მატჩები. 22 მაისს ნახევარფინალებია: 12:00 ქალები ყვარელი – ფოთი 14:00 კაცები BSB ბათუმი – იმედი-სტუ თელავი 16:00 ქალები ქარიშხალა – სამტრედია 18:00 კაცები ქუთაისი – პეგასი 23 მაისი კი ფინალების დღეა და განრიგი ასეთია: 12:00 ქალები, მესამე ადგილისთვის 14:00 კაცები, მესამე…

Read more
No image

მხითარიანი ბაქოში ვერ ჩავა

ჰენრიკ მხითარიანი ევროლიგის ფინალს გამოტოვებს, რადგან თამაში აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ტარდება და ფეხბურთელის უსაფრთხოება დაცული არ იქნება. ასე განსაჯა „არსენალმა” და გადაწყვიტა სომეხი ვარსკვლავი ლონდონში დატოვოს. „არსენალი” 29 მაისს „ჩელსის” ხვდება. მხითარიანმა ამ სეზონში „მეთოფეთა” შემადგენლობაში ევროლიგის ათ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ინგლისური პრესა წერს, რომ მან გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა. მწვრთნელმა უნაი ემერიმ სომეხი…

Read more
No image

რატომ?

ქვესათაურად ცნობილი ქართული ფილმის სახელწოდება იმიტომ გამოვიტანეთ, რომ ვფიქრობთ, ზუსტად ასახავს ბოლო დროს ქვეყანაში და კერძოდ, ფეხბურთში მიმდინარე საოცარ ამბებს. ყველაზე ცუდი: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარდა სპეცოპერაცია, რომლის შედეგადაც ბრალდებულის სახით დაკავებულია თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ ხუთი, ლანჩხუთის „გურიას“ ორი, „ჭიათურის“ ერთი და ასევე სამი ყოფილი მოთამაშე. საქმე ეხება მათ მიერ მატჩის შედეგსა…

Read more
No image

აკოცა… აკოცა…

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი თანამშრომელი ქალბატონი ყოფილ უფროსს და მთლიანად ფედერაციას უჩივის – ორჯერ კოცნა სცადა, მაგრამ არ მივუშვიო და სამსახურმა კიდევ ვერ დამიცვა ამ მოძალადისგანო. ძალადობის მაგალითად სახელდება შემთხვევები, როცა უფროსი დაჟინებით უყურებდა ან უთხრა, გუშინწინ ლამაზი კაბა გეცვა და ხშირად ჩაიცვიო. კოცნის მცდელობას კი ორჯერ ჰქონია ადგილი. ერთხელ, რუსეთში მსოფლიოს ჩემპიონატისას ღამის კლუბში…

Read more
No image

ტოჩიმ აბი უნდა ჩაყლაპოს

ესეც მეცხრე გამარჯვება! ლევან გორგაძეს ოძეკის ტიტულამდე ერთი მოგება და იმპერატორის თასამდე ხუთი დღე დარჩა. ჩვენებურის მორიგი მეტოქე მიტაკუემი იყო. ლევანმა მისი საყვარელი მარცხენა ჩავლება ხიდარი-უვატე გაახერხა და მიაწვა! ამ დროს ქართველის შეჩერება შეუძლებელია. ათი დღის შემდეგ ცხრა მოგება ლევანის გარდა იოკოძუნა კაკურიუს და მერვე მაეგაშირა ასანოიამას აქვთ. ხვალ ლევანი აბის შეხვდება, ვისაც პირად შეხვედრებში…

Read more
No image

მესიმ რონალდუს გადაასწრო

არც არაფერი განსაკუთრებული: მესიმ „ეიბართან“ დუბლი შეასრულა, მაგრამ აღმოჩნდა, მან საკლუბო კარიერაში 686 მატჩში 602 გოლი გაიტანა. ეს მიღწევა იმითაა საინტერესო, რომ არგენტინელმა კიდევ ერთი მაჩვენებლით მოიტოვა უკან უმთავრესი მეტოქე კრიშტიანუ რონალდუ. თურმე, პორტუგალიელს საკლუბო კარიერაში სულ 804 მატჩი გაუმართავს და 601 გოლი გაუტანია, თუმცა არის სხვა მაჩვენებლები, რომელშიც ლეო კრიშტიანუს ვეღარასოდეს გაუტოლდება – რონალდუ…

Read more